Get All Access for $5/mo

BTU ინიციატივა 5.0 ფარგლებში, ფინტექის მიმართულებით აქტივობების განხორციელებას იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

კვლევები, განახლებული სასწავლო მოდული, ვორქშოფები და ტრენინგები, ჰაკათონი – ეს ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ფინტექის მიმართულებით დაგეგმილი აქტივობებია.

BTU პირველი უნივერსიტეტია საქართველოში, რომელმაც ფინანსური ტექნოლოგიების, როგორც სასწავლო კურსის, სწავლება ფინანსების საბაკალავრო პროგრამაზე დაიწყო. უნივერსიტეტის ინტერესი ფინტექის მიმართულებით დიდია და სწორედ ამიტომ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება.

BTU-მ აქტიურად დაიწყო თანამშროლობა ფინტექ ასოციაცისთან და BackOffice-თან, რომლებთან ერთადაც საქართველოში open banking-ის გაძლიერებაა დაგეგმილი ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობის გზით, ფინტექ ასოციაციასთან ერთად პროექტების, კონფერენციების და სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარება იგეგმება.

ჩატარდება ფინტექ ჰაკათონი, რომელიც საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ხორციელდება. ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეებისთვის გაიმართება ვებინარები და ტრენინგი. ფინტექი "საქართველოს ბანკის" სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც ღია ბანკინგის (Open Banking) სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში შეიქმნა. "საქართველოს ბანკი" პირველია როგორც საქართველოში, ისე რეგიონში, ვინც ღია ბანკინგის საკუთარი პროგრამა წარადგინა.

ფინტექის განვითარების მიზნით BTU-ში დაგეგმილია კვლევის ჩატარება. ინიციატივა 5.0–ის ფარგლებში უნივერსიტეტის მიზანია ბაზრის სრულფასოვანი კვლევის მომზადება, რომელიც მიზანად ისახავს ამ მიმართულებით ჩართული ორგანიზაციების ხელშეწყობას, ინფორმაციის გაზიარებას, რათა დარგის განვითარების მიზნით მეტი დაინტერესებული მხარის ჩართვა მოხდეს. კვლევა, შეისწავლის, თუ რამდენად ვითარდება საქართველოში ფინტექ ინდუსტრია. კვლევის ფარგლებში დაგეგმილია მუშაობა ასევე "საგადახდო ინდუსტრიის ტენდენციების შესახებ საქართველოში", რომლის ფარგლებშიც გამოვლინდება, თუ რომელი სერვისებია დღეს ქართულ საგასახადო ბაზარზე პოპულარული და რა მიმართულებით შეუძლიათ ფინტექ კომპანიებს განვითარება.

BOG Fintech ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ინიციატივა 5.0 ფარგლებში, ბიზნესის ადმინისტრირება ფინანსების საბაკალავრო პროგრამის - ფინტექის მოდულის განახლებაში, ახალი კომპონენტების ჩაშენებასა და განხორციელებაშიც ჩაერთვება. უნივერსიტეტისთვის ბანკთან ფინტექის მიმართულებით თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს BTU-ს სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ახალი გამოცდილება მიიღონ და სამომავლოდ ახალი სამუშაო პოზიციებზე დასაქმდნენ. მეორე მხრივ, სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, Fintech-ის მიმართულებით მოახდინონ იდეათა გენერირება, შემდეგ კი იდეიდან კომერციალიზაციამდე გაიარონ გზა მენტორების დახმარებით.

უკვე დაგეგმილი პროექტების პარალელურად, ფინტექის სფეროში BTU თანამშრომლობს სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პროექტთან, მათ შორის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან, რათა განსაზღვროს საერთო პროექტებში მათი ჩართულობა და ხელშეწყობა.

ფინტექი, როგორც დარგი, შედარებით ახალგაზრდაა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით მისი კაპიტალიზაცია 140 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ აღნიშნულ მზარდ ტენდენციას ფეხი აუბას. სწორედ ეს არის BTU-ს მიზანი გრძელვადიან პერსპექტივაში. ფინტექის დარგის განვითარება მოიტანს ფინანსური სერვისებისა და პროდუქტების ბაზრის დივერსიფიკაციას, მომხმარებლისთვის ახალი და ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებას, ახალი კომპანიების ჩამოყალიბებას, საერთაშორისო ინვესტორების და ბრენდული კომპანიების შემოსვლას. ეს ყველაფერი კი ფინანსური ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა გახდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება

"მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე"

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს