BTU ქალების მხარდასაჭერად - ათასობით ბენეფიციარი და გლობალური აღიარება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქალთა ეკონომიკური გაძლიერება თანამედროვეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და მიზანია. რეალურად, ეკონომიკური დამოუკიდებლობა არის საფუძველი, რომელზეც შენდება ქალთა უფლებები, თავისუფალი არჩევანი და მომავლის პერსპექტივა. გარკვეული მიზეზების გამო ქალებს ხშირად უწევთ უარის თქმა საკუთარ მიზნებსა და სურვილებზე. ეს საკითხი საკმაოდ მძაფრად იჩენს თავს ტექნოლოგიების მიმართულებით.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) წლებია ქალების ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სივრცედ იქცა. დღეისათვის, BTU-ს მიერ განხორციელებულ ქალთა გაძლიერების სხვადასხვა ინიციატივასა და პროექტს ათასობით ბენეფიციარი ჰყავს. უნივერსიტეტის საქმიანობა ამ სფეროში საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია ისეთი ჯილდოებით, როგორიცაა Grace Hopper Program Award და Emerging Europe-ის Future Proof Education.

წარმოგიდგენთ BTU-ს უმთავრეს პროექტებს, რომლებიც ქალების ტექნოლოგიების ინდუსტრიაში გაძლიერებას ემსახურება.

500 Women in Tech (2021–2023)

BTU-ს ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი, რომელიც UN Women-ისა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა. ინიციატივის ფარგლებში სამი ნაკადის ფარგლებში, ჯამურად 994 ბენეფიციარი გადამზადდა. პროგრამა კომპლექსური იყო და მოიცავდა არა მხოლოდ ტექნიკურ სწავლებას (Front-end, Back-end, UI/UX და ა.შ.), არამედ ტექნოლოგიურ ინგლისურს, კარიერულ ბუთქემფებსა და ინდივიდუალურ მენტორშიფს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო მასშტაბური დასაქმების ფორუმი და სპეციალური Pitch Yourself ღონისძიება, სადაც ქალებს მიეცათ შანსი, საკუთარი უნარები უშუალოდ წამყვანი კომპანიებისთვის წარედგინათ. სწორედ ამ პროექტმა მოუტანა უნივერსიტეტს Emerging Europe-ის ჯილდო 2023 წელს.

Founders Gap (2022)

Founders Gap შეიქმნა როგორც პროექტის "500 ქალი ტექში" ნაწილი. ბუთქემფის ფარგლებში 30-მა შერჩეულმა ბენეფიციარმა გაიარა ინტენსიური მოდულები ტექნოლოგიურ მეწარმეობაში, ბაზრისა და მომხმარებლის ანალიზში, ბრენდინგსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში. პროექტის მიზანი იყო, რომ ქალებს მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით საკუთარი სტარტაპები შეექმნათ და გამხდარიყვნენ არა მხოლოდ დასაქმებულები, არამედ მეწარმეები და საკუთარი ბიზნესი შეექმნათ.

Coding School for 1500 Women (2022–2024)

USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული ეს პროექტი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რადგან მან მთელი საქართველო მოიცვა. სრული დაფინანსებით გადამზადდა 1,500 ბენეფიციარი. პროგრამა აერთიანებდა ტექნოლოგიურ ინგლისურს, კოდინგის კურსებსა და მენტორშიფს. პროექტის უნიკალურობა იმაში მდგომარეობდა, რომ სამიზნე მუნიციპალიტეტების სკოლებში გაიხსნა და სრულად აღიჭურვა კოდინგის სპეციალური სივრცეები. ისინი დღემდე ემსახურება იმ ქალებსა და გოგონებს, რომლებსაც სახლში არ აქვთ წვდომა ინტერნეტსა და კომპიუტერზე, რაც ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

Women in AI (2024–2025)

UN Women-თან და ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსთან პარტნიორობით, BTU-მ განახორციელა ქალთა გაძლიერების კიდევ ერთი პროექტი Women in AI. პროექტის ფარგლებში 200 ბენეფიციარი გადამზადდა. ეს გახლდათ ინტენსიური, 9-თვიანი სასწავლო პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება დონორების მიერ. სწავლების პარალელურად, ტარდებოდა სესიები კარიერულ განვითარებასა და სამეწარმეო უნარებზე. ხოლო კერძო და საჯარო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობა უზრუნველყოფდა კურსდამთავრებულებისთვის დასაქმების რეალურ პერსპექტივებს სწრაფად მზარდ AI სფეროში.

Women Mentorship in Tech Programmes (2024–2026)

ევროკავშირის მხარდაჭერითა და ლიეტუვური ორგანიზაციის Women Go Tech ჩართულობით, გადამზადდა 1100 ბენეფიციარი. ინიციატივის ფარგლებში ჩაერთო 320 მენტორი. პროექტი გულისხმობდა ინდუსტრიის საჭიროებებზე მორგებული ახალი კურსების შემუშავებას, ინტენსიური 5 თვიანი სწავლა/სწავლებისა და მენტორობის პროგრამების განხორციელებას და დაინტერესებულ საჯარო და კერძო სტრუქტურებთან პარტნიორობას. მისი მიზანი კი იყო ქალებისთვის დასაქმების მეტი შესაძლებლობის შექმნა სწრაფად მზარდ ტექნოლოგიების სფეროში და გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა.

Tech Women Community (2025 – მიმდინარე)

ინოვაციური პლატფორმა, რომელიც BTU-ს, UN Women-ის, დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და D Block-ის ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ის უკვე აერთიანებს 26 წევრს, ქალებსა და გოგოებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ICT სექტორით. პლატფორმის მისიაა შექმნას მუდმივმოქმედი ეკოსისტემა, სადაც წევრები მთელი წლის განმავლობაში ესწრებიან მასტერკლასებს, ტრენინგებსა და ნეთვორქინგ ღონისძიებებს. ეს არ არის მხოლოდ სწავლება, ეს არის სივრცე თანამშრომლობისთვის, კარიერული ზრდისთვის და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალთა წარმომადგენლობის გასაძლიერებლად.

iamtheCODE Foundation Chapter in Georgia (2025–2030)

BTU-მ მსოფლიოში აღიარებულ ტექ-აქტივისტთან, ლედი მარიემ ჟამმესთან პარტნიორობით, საქართველოში დააფუძნა საერთაშორისო ინიციატივის – iamtheCODE-ის წარმომადგენლობა. ეს არის გრძელვადიანი და ამბიციური პროექტი, რომლის სამიზნე რაოდენობა 250,000 ბენეფიციარია. პლატფორმა აერთიანებს 60,000 კურსს 18 ენაზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქალებისთვის, ბავშვებისა და მოზარდებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნურ ინტელექტს. 50,000 ბენეფიციარს ექნება შესაძლებლობა AI მიმართულებით გაიაროს უფასო კურსები.

Junior Tech Program (2023–2024)

UNICEF-თან თანამშრომლობით განხორციელებული ეს პროგრამა BTU-ს სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. პროექტი ფოკუსირებული იყო მათზე, ვისაც ტექნოლოგიურ განათლებაზე წვდომა ყველაზე ნაკლებად ჰქონდა: სოციალურად დაუცველ, შშმ და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ ბავშვებზე. 9 თვის განმავლობაში ბენეფიციარებმა ინტენსიური გადამზადება გაიარეს.

ჟურნალი "საქართველოს ქალი"

"საქართველოს ქალი" პირველად 1923 წელს დაიბეჭდა და საუკუნის განმავლობაში ქალთა უფლებებისა და განათლების მთავარი ხმა იყო. ზუსტად 100 წლის შემდეგ, BTU-მ გამოსცა ჟურნალის განახლებული, საიუბილეო ნომერი. ამ ნაბიჯით უნივერსიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ ქალთა გაძლიერების დღევანდელი ტექნოლოგიური ინიციატივები არის იმ დიდი ისტორიული გზის გაგრძელება, რომელიც ქართველმა ქალებმა ერთი საუკუნის წინ დაიწყეს.

ქალების გასაძლიერებლად უნივერსიტეტმა სხვადასხვა წლებში სხვა მნიშვნელოვანი პროექტებიც განახორციელა. მათ შორისაა:

  • Technology Camp for Girls (2022) – საზაფხულო ბანაკი ICT ტენდენციებსა და პროგრამირებაში (GITA);
  • Accelerator for Women Agricultural Entrepreneurs (2022–2023) – აგრო-ტექნოლოგიები და ელ-კომერცია მეწარმე ქალებისთვის (USAID);
  • Promoting Information Literacy for Women (2022–2023) – საინფორმაციო წიგნიერება ქართველი და უკრაინელი ქალებისთვის (UNESCO);
  • Do IT in Georgia (2023–2025) – სპეციალიზებული კურსები: UI/UX, ტესტირება და IT მენეჯმენტი (GITA);
  • Tech Empowerment for Ukrainian Refugee Women (2024–2025) – უკრაინელი ლტოლვილი ქალების მხარდაჭერა (UN Women, იაპონიის მთავრობა);
  • BOOST: Women Innovators (2022) – UNDP-ის რეგიონული სააქსელერაციო პროგრამა ინსტიტუციური გაძლიერებისთვის;
  • Girls in Tech (რეგიონები) – ლიბერთი ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული ტექ-ინიციატივა (2021);
  • Girls Who Code (2021) – ორკვირიანი სრულად დაფინანსებული საზაფხულო პროგრამა 15-18 წლის გოგონებისთვის;
  • Women in Tech (2020–2021) – კოდირების, ბლოკჩეინისა და AI-ს კურსები აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.