📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU-ს B2B აქსელერატორი და GLOVO ერთობლივ საქმიანობას იწყებენ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU-ს B2B აქსელერატორსა და GLOVO-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ხელშეკრულებას ხელი Glovo-ს დამფუძნებელმა საშა მიშუმ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა ნინო ენუქიძემ მოაწერეს.

ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მხარეები სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ. "B2B აქსელერატორის" ფარგლებში, სტუდენტებში ცნობიერების ამაღლების, სტუდენტების დასაქმებისა და განვითარების მიზნით ერთობლივად განხორციელდება სხვადასხვა აქტივობა.

BTU-ს B2B აქსელერატორი ახლახან დაარსდა და მისი მიზანია, შექმნას ინოვაციური გადაწყვეტილებები სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, ჩაატაროს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მსხვილი კომპანიების ოპერაციული თუ სხვა პროცესების გაუმჯობესებისთვის საჭირო კვლევები და მოახდინოს ინოვაციური იდეების გენერირება.

წარმატებული სტარტაპის შექმნის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა სხვადასხვა ინდუსტრიაში არსებული პრობლემების სწორად იდენტიფიცირება და შესაბამისი გადაწყვეტილების შექმნაა. პრობლემის სწორ ანალიზში კი კონკრეტულ სფეროში არსებული მოწინავე კომპანიების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. როგორც წესი, გამოწვევები, რომლების წინაშეც ინდუსტრიის წამყვანი კომპანიები დგანან, მცირე ზომის კომპანიებისთვისაც აქტუალურია.

ამ პროცესების გასააქტიურებლად და მიზნის მისაღწევად, BTU-ს B2B აქსელერატორი, აქტიურად ითანამშრომლებს სხვადასხვა ინდუსტრიაში მომუშავე მსხვილ ორგანიზაციებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებთან. აქსელერატორის ბაზაზე უკვე შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა პრობლემაზე დარგის ექსპერტების და მენტორების ჩართულობით იმუშავებს. აქსელერატორი აგრეთვე ითანამშრომლებს ანგელოზ ინვესტორებთან, იდეის საწყის ეტაპზე დაფინანსებისადა პროტოტიპირებისთვის.

ტექნოლოგიური ტრენდები

ქაბი ლამე - TikTok-ის ''ჩუმი'' მილიონერი

რთული მატერიალური მდგომარეობის გამო ოჯახი 1 წლის ქაბესთან ერთად სენეგალიდან იტალიაში გადასახლდა