Join our Waitlist for Expert Advice!

BTU-ს და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით ჩატარებული ჰაკათონი - Fintech-integrator დასრულდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და საქართველოს ბანკის თანამშრომლობით, ჰაკათონი - "Fintech-integrator" დასრულდა. ჰაკათონის მიზანი ახალგაზრდებში ფინტექ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ფინტექ სტარტაპების ხელშეწყობა იყო.

ჰაკათონზე დარეგისტრირდა 60 მონაწილე, რომელთაგან დაკომპლექტებული 14 გუნდი 48 საათის განმავლობაში მუშაობდა ახალი ციფრული პროდუქტების მოფიქრებასა და სამუშაო პროტოტიპის შექმნაზე ფინანსური ტექნოლოგიების შემდეგი სამი მიმართულებით:

  • გადახდები
  • ფინანსების ციფრული მართვა
  • Embedded Finance

მონაწილეებს, ჰაკათონის განმავლობაში, იდეების დახვეწაში კონსულტაციებს უწევდნენ საქართველოს ბანკის მენტორები. აგრეთვე, მონაწილეებმა გაიარეს გიორგი ჩუგოშვილის (Phubber) ტრენინგი ფიჩინგთან დაკავშირებით. პირველადი შერჩევის შედეგად, 7 გუნდი წარდგა დემო დღეზე.

ჟიურის წევრებს შორის იყვნენ: გიორგი კინწურაშვილი (საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის უფროსი), დავით აბაშიძე (SavvY-ის მრჩეველთა საბწოს წევრი და ერთ-ერთი წამყვანი საერთაშორისო ბანკის ვენჩურ კაპიტალის და ფინანსური ტექნოლოგიების ჯგუფის ვიცე პრეზიდენტი) და ნათია გავარდაშვილი (BTU-ს ფინტექის კურსის ლექტორი, Nexus Group-ის ოპერაციების დირექტორი).

ჟიურიმ გამოავლინა სამი გამარჯვებული გუნდი:

  • დავით ბერულავა, მირიან ქურციკიძე, რეზო ჯიხვაძე, ალექსი ტაბიძე (I ადგილი)

იპოთეკური სესხის კალკულატორი, რომელიც მომხმარებელსა და საბანკო სექტორს ეხმარება უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად შეფასებაში.

  • ლუკა ჯაჯანიძე, სანდრო წერეთელი, ლუკა სოსიაშვილი (II ადგილი)

Splitter თანხის გადახდის უხერხულ მდგომარეობას აქცევს თამაშად, რაც მომხმარებლებს უხსნის თანხის გაყოფის პრობლემას და სთავაზობს თანხის გაყოფის ინოვაციურ, გემიფიკაციურ, მეთოდებს.

  • გიორგი მექვაბიშვილი, რაულ მანჯგალაძე, მარიამ შათირიშვილი, დავით მნათობიშვილი

Plusity - აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს ყველა საბანკო ანგარიში მოათავსოს ერთ სივრცეში, მიიღოს ფინანსური ანალიზი და რეკომენდაციები, როგორ დაზოგოს და შეინახოს თანხა 50/30/20 სტრატეგიით.

სამივე გამარჯვებულმა გუნდმა, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისგან მიიღო BTU-ს მეწარმეობის ცენტრის ბიზნეს კლინიკის საკონსულტაციო სესიების სრული პაკეტი: ინდივიდუალური კონსულტაციები წარმატებულ მენტორებთან ისეთი მიმართულებებით როგირიცაა პროდუქტის დიზაინი, ბიზნესის გეგმის დაწერა, მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვა, საგრანტო განაცხადების მომზადება და სხვა. ასევე, წვდომა სამუშაო სივრცეზე.

ასევე, პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა საქართველოს ბანკისგან მიიღო 2000 ლარიანი ვაუჩერი.

"ჰაკათონი ჩვენთვის იყო პროფესიული გამოცდილება, იმისთვის რომ უკეთ გამოგვევლინა ჩვენი შესაძლებლობები დროის მცირე მონაკვეთში. მოგვეცა საშუალება, გუნდური მუშაობა გამოგვეცადა და განგვეხორციელებინა იდეები ერთმანეთის აზრის გათვალისწინებით და დახმარებით. ვფიქრობ, მსგავსი ტიპის ღონისძიებები არაჩვეულებრივი საშუალებაა ყველა ადამიანისთვის რომ განავითაროს და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები" - აცხადებს დავით ბერულავა, ჰაკათონის გამარჯვებული გუნდის წევრი.

"ჰაკათონი მონაწილეებს საშუალებას აძლევს რომ მოკლე დროში დაამუშავონ იდეები და რაც მთავარია, გადადგან პირველი ნაბიჯები მათი განხორციელებისთვის. ჰაკათონის თემატიკა იყო ფინტექი, რითაც შევეცადეთ მონაწილეებისთვის დაგვენახებინა, რა მიმართულებით არის დღეს ბაზარზე პერსპექტივები და ახალი იდეების საჭიროება. ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებულები შეძლებენ საკუთარი უსაზღვრო შესაძლებლობების რეალიზებას" - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი, ჟიურის წევრი.

ჰაკათონის დაწყებამდე, ინიციატივა 5.0-ის ფარგლებში, Fintech-ის მიმართულებით გაიმართა თემატური ვებინარები და ტრენინგები:

  • ვებინარი "დღევანდელი მსოფლიო ტენდენციები ფინტექში", Savvy
  • ტრენინგი "რა სჭირდება FinTech სტარტაპს წარმატებისთვის?", Emoney
  • ვებინარი "გოგონები FinTech-ში", QuickCash
  • ვებინარი "Fintech ტენდენციები საქართველოში", Optio AI
Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია