Sponsored Content

BTU-ს კომპიუტერული მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტის პროგრამა აკრედიტაცის პროცესშია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპიუტერული მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ბმულზე.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი კიდევ ერთი, ინოვაციური საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამჟამად ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამის აკრედიტაციის პროცესი მიმდინარეობს და ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება იგეგმება. როგორც BTU-ში განმარტავენ, პროგრამის აკრედიტაცია 2023 წლის დეკემბერში დაიწყო და 2024 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მანამდე კი ამ პროცესს პროგრამის შემუშავების ხანგრძლივი სამუშაოები უძღოდა წინ.

აღსანიშნავია, რომ პირველ სასწავლო წელს პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა 100 იქნება. შემდეგი წლებისთვის კი ეს რაოდენობა გაიზრდება.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა საბაკალავრო პროგრამების მსგავსად, სტუდენტებს ორმაგი დიპლომის მიღების შესაძლებლობა აქვთ. პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტს შეეძლება სრული დაფინანსებით გერმანულ უნივერსიტეტში გამგზავრება, ბოლო სასწავლო წლის გატარება და მეორე, საერთაშორისო დიპლომის მოპოვება ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Zwickau University of Applied Sciences). აგრეთვე, 4 წლის განმავლობაში სასწავლო პროცესში ჩაერთვებიან გერმანული უნივერსიტეტის პროფესორები. ცვიკაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი 1897 წელს დაარსდა და დღეს ის 8 ფაკულტეტსა და 50 სხვადასხვა ხარისხის პროგრამას აერთიანებს.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სრულად დაფინანსებული გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: ესპანეთი, პორტუგალია, გერმანია, იტალია, ლიეტუვა.

პროგრამაზე სწავლების ენა ქართულია, სწავლის ყოველწლიური ღირებულება კი - 2950 ლარი იქნება.

ახალ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენისა და ლიტერატურის, ინგლისური ენის და მათემატიკის ან ფიზიკის გამოცდა. კურსდამთავრებულები კი მიიღებენ კომპიუტერული მეცნიერებების ბაკალავრის ხარისხს.

საქართველოში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი არის პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც AI გადაწყვეტილებების ძირითად პროცესებში ინტეგრირება დაიწყო. BTU AI კონცეფციის გარშემო შექმნილი ციფრული პროდუქტები და საგანმანათლებლო თუ კვლევითი მასალა, მრავალფეროვან სექტორებს ფარავს, ესენია: ინოვაციები და ტექნოლოგიები, მეწარმეობა და ბიზნესის მართვა, საჯარო და ციფრული მმართველობა, სამართალი, სოფლის მეურნეობა, მდგრადი განვითარება, კლიმატის ცვლილებები, მარკეტინგი და კრეატიული ინდუსტრიები და სხვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტებისთვის BTU მასშტაბურ პროექტს ახორციელებს. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებელი, სრულად დაფინანსებული მოდულები, მათემატიკის კონკურსი მასწავლებლებისთვის და მოსწავლეებისთვის, ციფრული მარკეტინგის ტრენინგი აბიტურიენტებისთვის, ტრენინგები პირველი სტუდენტური სტარტაპის შესაქმნელად, სწრაფი ჭადრაკი აბიტურიენტებისთვის და სხვა აქტივობები სრული დაფინანსებით გაიმართება და მასში მონაწილეობა წინასწარ რეგისტრირებულ ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

Related Topics

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი