BTU-ს პროფესორი გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კომიტეტში თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ინოვაციების კონკურენციისა და საჯარო და კერძო პარტნიორობის კომიტეტის მიერ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ასოცირებული პროფესორი მეწარმეობისა და ინოვაციების მიმართულებით, ანი ვაშაყმაძე, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ორი წლის ვადით აირჩიეს. კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა არის იტალია.
კონკურენციის და საჯარო და კერძო პარტნიორობის კომიტეტის Committee on Innovation, Competitiveness and Public-Private Partnerships-ის ფუნქციაა ინოვაციური პოლიტიკის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება მსოფლიოს ქვეყნებს შორის, საერთაშორისო ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობისა და და მდგრადი განვითარების კუთხით ახალი პროექტების ინიცირება და ამ პროცესში კერძო სექტორის როლის გააქტიურება.
ანი ვაშაყმაძე ამჟამად არის GITA-ს დონორებთან ურთიერთობის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი და ამასთან, BTU-ს აფილირებული პროფესორი. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ჩატარებული აქვს კვლევა - "სამეწარმეო ეკოსისტემის შემავსებელი ეფექტის თავისებურებანი."