Get All Access for $5/mo

BTU-ს სტუდენტები ქართველი NFT არტისტების რეიტინგის სათავეში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები: თეონა ფორჩხიძე, გიორგი სამხარაძე, თათია გოცირიძე და ანდრეი ციცვიძე ყველაზე გაყიდვადი ქართველი NFT კრეატორების სარეიტინგო სიაში მოწინავე ადგილს იკავებენ. Programmer Loves და SEERFITS - ეს იმ სახელების ჩამონათვალია, რომლის ფარგლებშიც BTU-ს სტუდენტები უნიკალურ და ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებს ქმნიან.

"ჩემი ინსპირაცია პროგრამირების ენები და ზოგადად, პროგრამირება იყო. ზოგადად პროგრამისტებს ცოტა "უემოციო" ადამიანებად მიიჩნევენ ხოლმე, რაც სტერეოტიპული და არასწორი მიდგომაა. ამიტომ შევქმენი Programmer Loves. ამ სფეროს წარმომადგენლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან და ყველაფერ სხვას აკეთებენ და გრძნობენ, რასაც სხვა ადამიანები. უყვართ, ბრაზდებიან, უხარიათ და ა.შ. ძირითადი მესიჯი სწორედ ესაა. nonfungible.ge-ის მონაცემებით ვარ პირველ ადგილზე. ჩემი წარმატება განაპირობა მხოლოდ შრომამ და კიდევ იმან, რომ ჩემი თავის გარდა სხვა ადამიანებსაც ვეხმარებოდი და ზოგადად ამ სფეროს დახვეწა-განვითარებაზე ვწვალობდი და ვწვალობ. რაღაც თუ არ განვითარდა მოკვდება და დიდი სურვილი მაქვს გლობალზე გავიდე ჩემი პროექტით, უცხოური აუდიტორიაც მყავს ნაწილობრივ, თუმცა, ძირითადი მყიდველები უმეტესად ქართველები არიან", - აცხადებს თეონა ფორჩხიძე, TeoDora Techie.

"NFT სფეროში მუშაობის იდეა ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში ჩვენი გუნდის შემოქმედებით მხარეზე პასუხისმგებელ პირს - თამარ სამხარაძეს გაუჩნდა. თამარი გრაფიკული დიზაინერია და აქტიურად მუშაობს უცხოურ ბაზარზე, როგორც ფრილანსერი, სწორედ მუშაობის პროცესში მიიღო არაერთი შემოთავაზება NFT დიზაინთან დაკავშირებით, რამაც მისი ინტერესი გამოიწვია. საბოლოოდ ყველაფერი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო, როდესაც კრიპტოვალუტით აქტიურად დავიწყე ვაჭრობა. მაშინ აღმოვაჩინე NFT-ის პოტენციალი ქართულ ბაზარზე. აღმოჩნდა, რომ კრეატორებთან ერთად ინვესტორები/მყიდველებიც დაინტერესებულნი აღმოჩნდნენ. ჩამოვაყალიბეთ გუნდი და დავიწყეთ თამარის ინტერგალაქტიკული ნახატების გაციფრულება. ნახატების გაციფრულებასთან ერთად საჭირო გახდა ისტორიის მოფიქრებაც, სწორედ აქ შემოდის ჩვენი გუნდის წევრის - თათია გოცირიძის როლიც, რომელმაც მოიფიქრა SEERFITS-ს სახელიც, აღსანიშნავია რომ თათია, როგორც დეველოპერი, ამჟამად აქტიურად მუშაობს Seerfit-ების ვებგვერდის შექმნაზე. NFT სივრცეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშნელოვან ფაქტორს მარკეტინგი და დაინტერესებული საზოგადოების შემოკრება წარმოადგენს, სწორედ ამიტომ საჭირო გახდა ქოფირაითერი, ამასთან დისქორდის სერვერის გამართვა და ოპერირება. სწორედ ასე ჩაიბარა ქეთევან სამხარაძემ სოციალური ქსელების ქოფირაითერობა , ხოლო ანდრეი ციცვიძემ Discord server. რეალურად ყველაფერი ძალზედ სწრაფად მოხდა და როლებიც ბუნებრვიად გადავინაწილეთ, თუმცა მნიშვნელოვანია ის, რომ საქმეში ყველას ჩვენი მნიშნელოვანი წვლილი შეგვაქვს", - აღნიშნავს გიორგი სამხარაძე, SEERFITS-ის გუნდის წევრი.

რა განაპირობებს გაყიდვების ასეთ მაჩვენებელს და რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ NFT კრეატორების რიგებში გამორჩეული ადგილი დაიკავო? თეონა ფორჩხიძის აზრით, თუ ამ სფეროში ადამიანს განვითარება სურს, უნდა მოიძიოს ინფორმაცია წარმატებულ ქეისებზე, განსაზღვროს ვინ არის და რისი შესაძლებლობა აქვს. ამასთან, საჭიროა, დასახოს სწორი სტრატეგია თავისი უნიკალური გარემოებიდან გამომდინარე. აუცილებელია, განსაზღვროს რა უნარ-ჩვევები აქვს და არის თუ არა საჭირო, ჰყავდეს გუნდი? თეონას ხედვით, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, მხოლოდ ერთი ადამიანი აკეთებდეს NFT-ის წარმატებულად. როგორც წესი, 20-30 ადამიანი მუშაობს ხოლმე გუნდში. გიორგი სამხარაძისა და SEERFITS-ის გუნდის მოსაზრებით, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ნამუშევარსა და ისტორიას, არამედ - მარკეტინგულ სვლებს. "ჩვენ შევთავაზეთ SEERFITS-ების მფლობელებს სხვადსხვა ბენეიტები და ფასდაკლებები, ამასთან აქტიურად ვმუშაობთ ახალ შეთავაზებებზეც. აღსანიშნავია ისიც, რომ პირი ადვილად ახდენს თვითიდენტიფიკაციას Seerfit-ებთან თავისი უნარებისა თუ სისუტეების გათვალისიწნებით. ამასთანავე, ისტორია და მხატვრობაც რეალურად დიდ ყურადღებას იწვევს მყიდველებში. 22 თებერვალს საქართველოში პირველად მოხდა ის ფაქტი, რომ NFT მფლობელებმა საწევროთი ისარგებლეს. კერძოდ, მათ შეეძლოთ "ფენიქსის" მიერ ორგანიზებულ სამაგიდო თამაშების საღამოზე უბილეთოდ შესვლა თუ საფულედან SEERFIT-ის NFT- წარმოადგენდნენ. გარდა ამისა, უკვე ვთანამშრომლობთ ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდებთან, სამაგიდო თამაშების მწარმოებელ სტარტაპებთან, 3D და Game დეველოპერებთან, რათა ჩვენს ოუნერებს მეტი და მეტი ბენეფიტი შევთავაზოთ", - განმარტავს გიორგი სამხარაძე.

კითხვაზე, თუ როგორ წარმოუდგენიათ NFT-ის მომავალი და განვითარება, BTU-ს სტუდენტები პასუხობენ:

"მგონია, რომ მეტავერსი იქნება ნფტს ლოგიკური მომავალი, ახლა საუკეთესო დროა ნფტ პროექტების გასაკეთებლად, რადგან სიახლე არის და ძალიან დიდი ინტერესია. მომავალში კი შეიძლება ჩვეულებრივი ამბავი იყოს და უნდა ვეცადოთ ვიყოთ სწორ დროს, სწორ ადგილას", - აღნიშნავს თეონა ფორჩხიძე.

"მსოფლიომ ახლახანს დაინახა NFT- სამომავლო მნიშვნელობა, შესაბამისად, დიდმა ბრენდებმა (Meta, Gucci, Ray-Ban, McDonald's, Coca-Cola და სხვ.) უკვე დაიწყეს თავიანთი დიდი კაპიტალის და რესურსების NFT-ში დაბანდება. რა თქმა უნდა, სფეროს, რომლისკენაც ამდენი წარმატებული, მილიარდდოლარიანი ბრუნვის მქონე კომპანია ისწრაფვის და პოტენციალს ხედავს, დიდი მომავალი აქვს.
NFT
ბაზარზე აკუმულირებული ფული წლიდან-წლამდე გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, მაგრამ, ვფიქრობ, როგორც ყველა ინოვაცია, ესეც რამდენიმე წელიწადში შეამცირებს ზრდის ტემპს, მაგრამ თავის ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დღეს, ალბათ, NFT ყველასთვის მეტავერსთან ასოცირდება, მაგრამ, ჩემი ხედვით, რამდენიმე წელიწადში NFT მთლიანად შეცვლის ინტერნეტის არსს იმით, რომ მის დეცენტრალიზაციაში დიდ როლს ითამაშებს. მომავალში სრულიად ამ ტოკენებზე ვიქნებით დამოკიდებული, რომც არ ვიყოთ, ყოველთვის მათკენ გვექნება სწრაფვა", - განმარტავს გიორგი სამხარაძე.

ადგილობრივი ბაზრის გარდა სტუდენტები საერთაშორისო მასშტაბით გეგმავენ გასვლას. საქართველოში მოპოვებული წარმატების შემდეგ ზემოთხსენებული NFT კრეატორები გლობალური ბაზრის ათვისებას შეეცდებიან. იმის გათვალისწინებით, რომ პროექტის ზრდასთან ერთად უფრო მეტი ფინანსური რესურსია საჭირო, ამ ეტაპისთვის ცდილობენ, მაქსიმალურად წარმოაჩინონ საკუთარი ნამუშევრები და მოიძიონ მეტი ინვესტორი, რაც გლობალური წარმატების გარანტია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

Qwerty, როგორც წარმატებული CSR კამპანიის მაგალითი

QWERTY დაახლოებით ოთხი წლის წინ დაარსდა საქართველოში, კომპანიის საწყისი კაპიტალი კი 105 ლარი იყო - შპს-ს რეგისტრაციისთვის საჭირო თანხა. დღეს კომპანია 4 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სიახლეები

Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

Keepz პირველი ფინტექ კომპანიაა, რომელმაც ეროვნული ბანკისგან ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო

ინსპირაცია

26 შთამაგონებელი ციტატა რისკსა და გუნდური მუშაობაზე სამხედრო ვეტერან-ანტრეპრენერებისგან

სტატიაში გაეცნობით, რა ისწავლეს ამ მამაცმა მამაკაცებმა და ქალბატონებმა გარისკვაზე, როდესაც ჩვენს ერს ემსახურებოდნენ და როგორ დაეხმარათ ეს ბიზნესში