Get All Access for $5/mo

BTU-ს წარდგენილმა სტარტაპმა Zero Effect საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა Zero Effect საქართველოში პირველი, ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

"ბრიტანეთის საბჭოს" პროექტისა და კონკურსის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული საქართველო გახდა. კონკურსში, რომელშიც 7 ქვეყნის 90 წარმომადგენელი მონაწილეობდა, "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის" მეწარმეობის ცენტრის სტარტაპმა, Zero Effect-მა გაიმარჯვა.

ქართველ სტარტაპერებთან ერ­თად კონკურსში კი­დევ 6 ქვეყ­ნის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. პროგ­რა­მა "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკა­ლი" 7 ქვე­ყა­ნა­ში: სა­ქარ­თვე­ლო­ში, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სომ­ხეთ­ში, უზ­ბე­კეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, ყა­ზა­ხეთ­სა და ყირ­გი­ზეთ­ში ტარ­დე­ბა.

გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი BTU-ს მეწარმეობის ცენტრის წევ­რე­ბი ანა ქველაძე, ანა ჭყოიძე, თაკო ბარამიძე არიან.

ბრი­ტა­ნე­თის საბ­ჭოს პროგრამა "შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ნა­პერ­წკლის" ფარ­გლებ­ში კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და სამ კა­ტე­გო­რი­ას მოიცავს: ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი გავ­ლე­ნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინდუსტრია. Zero Effect კატეგორია სოციალური გავლენის საერთაშორისო გამარჯვებული გახდა.

Zero Effect საქართველოში პირველი, ნული ნარჩენის კონცეფციის სივრცეა, რომლის მიზანიც არის მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა და ქალაქების მსგავსად, საქართელოშიც მიეცეთ მაცხოვრებლებს საშუალება, შეამცირონ ნეგატიური გავლენა გარემოზე, გაეცნონ ნული ნარჩენით ცხოვრების სტილსა და პლასტმასას გარემოსთან მეგობრულ ალტერნატივებს.

ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის "შემოქმედებითი ნაპერწკალი" საერთაშორისო კატეგორიის გამარჯვებული გასულ წელსაც საქართველო, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი სტარტაპი საპო გახდა.

სტარტაპი საპო ამზადებს ნატურალური ინგრენდიენტებისგან ხელნაკეთ საპონს, რომელსაც აქვს ცხოველების ფორმა. იდეა მდგომარეობს შემდეგში: დამზადებული საპნების საშუალებით ბავშვებს შეუყვარდეთ ხელის დაბანა. ყველა საპონს რომელსაც აქვს ცხოველის ფორმა, მოყვება საკუთარი ზღაპარი, სადაც აღწერილია ამ პერსონაჟის თავგადასავალი, თუმცა ყველა თავგადასავალს აკლია ბოლო გვერდი, რომელიც გრაგნილის სახით არის დახვეული და დამალულია საპონში. ზღაპრის ბოლოს ბავშვებს შეხვდებათ წარწერა, რომ თუ გსურთ ამბის დასასრულის გაგება, რაც შეიძლება ხშირად უნდა დაიბანოთ ხელი და ამბის დასასრულს საპონში იპოვით.

მეწარმეობის ცენტრი "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა" და მსოფლიოს უმაღლეს რეიტინგში მყოფი "ჰენლის" მეწარმეობის ცენტრთან პარტნიორობით, "სილიკონ ველი თბილისის" ბაზაზე 2019 წელს ოფიციალურად გაიხსნა. ცენტრის მიზანია გაზარდოს მეწარმეთა განვითარების და ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობა, ჩაატაროს კვლევები, ხელი შეუწყოს ეკოსისტემის ინტერნაციონალიზაციას, გააღრმაოს კერძო, საჯარო და აკადემიურ სივრცეებს შორის დისკუსია, ინიცირება გაუკეთოს ქვეყანაში მეწარმეობის განვითარებისთვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ცვლილებებს და ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირებას.