📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

BTU საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერიას ინიციატივა 5.0-ს იწყებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

საერთაშორისო პანელური დისკუსიების სერია „ინიციატივა 5.0" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით, 2021 წლის 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით გაიმართება. პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ BTU-სა და პარტნიორი საერთაშორისო უნივერსიტეტების მკვლევარები, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ადგილობრივი და საერთაშორისო ასოციაციებისა და ორგანიზაციების წევრები და სხვა დაინტერესებული პირები.

კონფერენცია მიზნად ისახავს საერთაშორისო ექსპერიტიზისა და უახლესი ტენდენციების, მიღწევებისა თუ კვლევის შედეგების გაზიარებას ყველა იმ სექტორში, რომელიც ხელს უწყობს ციფრული ეკონომიკისა და ციფრული მმართველობის განვითარებას საქართველოში.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმის შესაბამისად, უნივერსიტეტის მიზანია, საქართველოს ციფრული ეკონომიკის განვითარებაში მონაწილეობა, ბიზნესის სხვადასხვა სექტორში ტექნოლოგიების ინტეგრირება, მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ქვეყნის ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერა. აღნიშნული გეგმის განხორციელებისთვის, რამდენიმე თვის წინ უნივერსიტეტმა ინიციარება გაუკეთა პროექტს „ინიციატივა 5.0" რომელიც აერთიანებს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორებს, სხვადასხვა კვლევების, პროექტების და ღონისძიებების სახით. აღნიშნული სფეროებია: ფემტექი, მედიატექი, სამართლის ტექნოლოგიები, ფინანსური ტექნოლოგიები განათლების ტექნოლოგიები, ჯანდაცვის ტექნოლოგიები, მწვანე ტექნოლოგიები, მეწარმეობა, კულტურის ტექნოლოგიები, აგრარული ტექნოლოგიები და სხვ.

Covid-19-ის პანდემიამ თვალსაჩინო გახადა ინოვაციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროში ინტეგრირების საჭიროება და იმ საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანას აღნიშნული პროცესში.

პანელური დისკუსიების სერია ,,ინიციატივა 5.0" 28 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ჩატარდება.

პანელურ დისკუსიებზე დამსწრეთა რეგისტრაცია, მიმდინარეობს ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი