Get All Access for $5/mo

BTU-ში ყოველწლიური სტუდენტური სტარტაპების დემო ჩატარდა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

BTU-ს ყოველწლიური სტუდენტური სტარტაპების დემო დღის გამარჯვებულია, სტარტაპი 300წავლებლო.

საუკეთესო სტარტაპ იდეებით, სტუდენტების შერჩეული ჯგუფები, პარტნიორი ჟიურის წინაშე წარსდგნენ.

გამარჯვებული სტარტაპი - 300წავლებლო - პლატფორმა, რომელიც აკავშირებს მოსწავლე-მასწავლებელს ერთმანეთთან. ასევე ნებისმიერ ადამიანს, ვისაც შეუძლია სწავლება აძლევს საშუალებას, გახდეს 300წავლებლოს პედაგოგი.

პედაგოგებს აქვთ საშუალება ატვირთონ საკუთარი კურსები და დავალებები, რომელსაც გაყიდიან.

სტუდენტური სტარტაპების დემო დღის ჟიურის წევრები:

  • თიბისის სტარტაპერი და IT აკადემია - ნიკოლოზ კირკიტაძე
  • თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი - გოგა საათაშვილი
  • სტარტაპ ბიურო - გური ქოიავა
  • სამბრელა - დავით სხილაძე

სტარტაპების დემო დღის გამარჯვებულს, 300წავლებლოს გადაეცა

  • თიბისის სტარტაპერი IT აკადემია - ინდივიდუალური კონსულტაციები
  • თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი - მენტორშიპის პროგრამა და ბიზნეს გეგმის განვითარება
  • სამბრელა - სარეკლამო ვიდეორგოლი
  • სტარტაპ ბიურო - ბილეთები სტარტაპ ბიუროს ყველა ღონისძიებაზე გუნდის ყველა წევრისთვის

გამარჯვებულის გარდა, დასახელდნენ ჟიურის რჩეულები:

  • თბილისის მერიის აქსელერატორი სპარკი - ურიგო და სტუმრობა - მენტორშიპის პროგრამა
  • თიბისის სტარტაპერი IT აკადემია - ურიგო - MVP
  • სტარტაპ ბიურო - სტუმრობა - ბილეთები სტარტაპ ბიუროს ყველა ღონისძიებაზე გუნდის ყველა წევრისთვის
  • სამბრელა - TravelBud - უფასო ვიდეო რგოლი

სტარტაპების დემო დღის მოსამზადებელი Bootcamp, თიბისის პროგრამა სტარტაპერმა ჩაატარა, რომელიც მოიცავდა შემდეგ თემებს: ბიზნეს მოდელის ვორქშოპი, წარმატებული პრეზენტაციის ვორქშოპი.

დემო დღე საშუალებას აძლევს BTU-ს ბაკალავრიატის ისევე როგორც მაგიტრატურის სტუდენტებს წარადგინონ საკუთარი იდეები დემო დღის პარტნიორების წინაშე და გამარჯვების შემთხვევაში მიიღონ სხვადასხვა ტიპის ჯილდო და მხარდაჭერა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს