Get All Access for $5/mo

BTU სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს საქართველოში სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარებისთვის უპრეცედენტო პროექტი დაიწყო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პირველია საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს. სტატუსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ მეწარმეობის ცენტრის ბაზაზე შექმნან სტარტაპი და ისარგებლონ სხვადასხვა უპირატესობებით.

ზოგადად, სტარტაპ სტატუსის მინიჭება და მისი მხარდაჭერა მიღებული პრაქტიკაა მსოფლიოში. რიგ ქვეყნებში ამ სტატუსს სახელმწიფო ანიჭებს, სხვაგან კი სტატუსის მინიჭება სასწავლო დაწესებულებების მიერ ხდება. ისინი სტარტაპ სტატუსს ანიჭებენ ისეთ იდეებს, რომელსაც გლობალურად აქვს განვითარების შესაძლებლობა.

ამიერიდან კი სტარტაპ სტატუსის მინიჭება საქართველოშიც მოხდება. როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში განმარტავენ, ინიციატივის მიზანია სამეწარმეო აქტივობების განვითარება და დასაქმების შესაძლებლობის შექმნა.

"მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე მოვლენებმა დაგვანახა თუ რამდენად მნიშვნელოვანია სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენს ქვეყანას და მსოფლიოს ძალიან ბევრი ახალი იდეა და მისი განვითარება, კომერციალიზაცია სჭირდება, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრება შეიცვალოს უკეთესობისკენ. ჩვენი უნივერსიტეტი დაარსების დღიდან ყველაფერს აკეთებს სტუდენტების მხარდასაჭერად და მათი საქმიანობის გასავითარებლად. ეს ჩვენი სტრატეგიის უმთავრესი ნაწილია. ამიერიდან კი სტუდენტების მარდაჭერა სულ სხვა ეტაპზე გადადის და ჩვენ მათ სტარტაპ სტატუსს მივანიჭებთ," – აცხადებენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

სტარტაპ სტატუსის მოპოვების შემდეგ, სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან:

  • საოფისე სივრცით Co-working-ში;
  • უფასო ფინანსური სერვისებით
  • უფასო იურიდიული სერვისებით
  • უფასო მარკეტინგული სერვისებით
  • მენტორშიპის პროგრამით
  • ფინანსებთან წვდომის/ფანდრაიზინგში დახმარებით
  • კვლევა და განვითარებაში მხარდაჭერით

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული სტუდენტის სტარტაპ სტატუსის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია BTU-ს ნებისმიერ სტუდენტს, რომელსაც სტარტაპის შექმნის სურვილი და გეგმა გააჩნია, მიუხედავად იმისა განვითარების რა საფეხურზეა მისი იდეა.

BTU-ს სტუდენტებს სტარტაპ სტატუსს მიანიჭებს კომისიის ადგილობრივი და საერთაშორისო წევრები, რომელთაც შეიმუშავეს შეფასების კრიტერიუმები. მათ შორისაა:

  • დიეგო კოლასი - საფრანგეთის ელჩი საქართველოში
  • ენდრიუ გოდლი - Henley Center for Entrepreneurship-ის აკადემიური დირექტორი, მეწარმეობის და ინოვაციების ექსპერტი
  • ავთანდილ კასრაძე - GITA - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო
  • ეალ ბაროზი - გლობალური სტარტაპ ფონდი, Webiz
  • ანა ლომთაძე - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი
  • დავით ჭიაბერაშვილი - Microsoft
  • ნიკოლოზ ქურდიანი - TBC Bank
  • ვახო ვახტანგიშვილი - Bank of Georgia
  • გიორგი ჩუგოშვილი - Phubber App

2020/2021 წლის მოწვეული ბორდის წევრები არიან 500 საქართველოს წარმომადგენლები არიანე დილტსი და პედრო ვიერა.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

ლიდერობა

რა მოვალეობები აქვს გენერალურ დირექტორს?

თითოეულ კომპანიას ერთი გენერალური ჰყავს, მაგრამ მათი როლები შესაძლოა სრულიად განსხვავებული იყოს. რას უნდა აკეთებდეთ, თუ გენერალური დირექტორი ხართ?