Get All Access for $5/mo

BTU ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამას იწყებს მათთვის, ვისაც ციფრული მარკეტინგის სწავლა სურს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

BTU

მათთვის, ვისაც ციფრული მარკეტინგის სწავლა სურს, ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, რომელიც მეხუთე წელია სტუდენტებს გამორჩეულ და უახლეს სასწავლო პროგრამებს სთავაზობს, ახალი სასწავლო წლიდან ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამის განხორციელებას იწყებს.

ციფრული მარკეტინგის გარეშე დღეს ბიზნესისთვის წარმატების მიღწევა ფაქტობრივად შეუძლებელია. სწორედ ამიტომ გახდა ამ მიმართულების სასწავლო პროგრამები ძალიან პოპულარული და მოთხოვნადი.

აღნიშნული პროგრამის მიზანია კვალიფიციური სპეციალისტის მომზადება, რომელიც მარკეტინგის სფეროში არსებული თანამედროვე ტენდენციების, ციფრული ინსტრუმენტების, სტრატეგიული მარკეტინგის კონცეფციების ცოდნის საფუძველზე სასურველი მიზნის მიღწევას შეძლებს. კურსის ფარგლებში მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და გამოცდილება მას საშუალებას მისცემს, რომ მუშაობის პროცესში ბაზარზე არსებული მოთხოვნა და მომხმარებლის საჭიროებება გათვალისწინოს, მარკეტინგული სტრატეგია დაგეგმოს, საბაზრო შეთავაზებების განვითარების გეგმა ჩამოაყალიბოს, საბაზრო შეთავაზები ჩამოაყალიბოს და მიზნობრივ ჯგუფებთან ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის გეგმების შედგენასა და განხორციელებაში მონაწილეობა მიიღოს. საბოლოოდ, კურსდამთავრებული ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების გამოყენებით სხვადასხვა სტრატეგიულ მარკეტინგულ მიზნებს მარტივად მიაღწევს.

BTU–ს ციფრული მარკეტინგის პროგრამის კურსდამთავრებულებს დასაქმების ფართო შესაძლებლობებიც ექნებათ. პოზიციების ჩამონათვალი, რომლებზეც ისინი იმუშავებენ, შემდეგაირია: მარკეტინგის სპეციალისტი, digital-მარკეტინგის სპეციალისტი, ბრენდ-მენეჯერი (Brand Мanager), რეკლამის მენეჯერი (Advertising Мanager), ექაუნთ-მენეჯერი (Account Manager), გაყიდვების მენეჯერი (Sales Manager) და სხვ. კურსდამთავრებულის პოტენციური დამსაქმებლები შეიძლება იყვნენ მარკეტინგული და კრეატიული პროექტების შემქმნელი სააგენტოები, მედიაჰოლდინგები, მარკეტინგული კვლევების და მარკეტინგული კონსალტინგის სექტორის კომპანიები, ბანკები, საინვესტიციო კომპანიები და სხვ.

მრავალფეროვანი დასაქმების შესაძლებლობას კი მათ ის საგნები აძლევთ, რომელსაც სასწავლო პროგრამის ფარგლებში შეისწავლიან. მათი ძირითადი ნაწილი ასეთია: ციფრული ტექნოლოგიების პრინციპები, მათემატიკა ბიზნესისთვის, შესავალი მეწარმეობაში, კრეატიული აზროვნება, მენეჯმეტის საფუძვლები, ინოვაციების მენეჯმენტი და სტარტაპი, ბიზნესის ეტიკეტი და პროტოკოლი, მომხმარებლის ქცევა, ვიზუალური კომუნიკაცია და სხვა.

მთავარი პროგრამის პარალელურად, სტუდენტები მაინორ პროგრამასაც აირჩევენ. დამატებით შეუძიათ აირჩიონ საინფორმაციო ტექნოლოგიები, მენეჯმენტი ან ფინანსები. ბოლო სემესტრი კი გულისხმობს საბაკალავრო პრაქტიკულ პროექტს, მარკეტინგულ თამაშს MARKSTRAT.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სხვა პროგრამების მსგავსად, ციფრული მარკეტინგიც სფეროს წამყვანი კოპანიების პარტნიორობით განხორციელდება. ამ ეტაპზე პროგრამის პარტნიორები არიან: კრეატიულ ციფრულ სააგენტო ლივინგსტონს, მარკეტერი, მუვმენთ ტივი, WINDFORS Georgia, კრაკენი, GMA, Entrepreneur საქართველო, ელიოტი, გამომცემლობა პალიტრა L, პალიტრა TV, 4 მედია, და სხვ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია