CARE FOR WONDERS - LOUIS XIII წარმოგვიდგენს ახალ ლიმიტირებულ გამოცემას - RARE CASK 42.1
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბოლო ათწლეულის მანძილზე პირველად - ელიტარული კონიაკის სახლი წარმოგვიდგენს LOUIS XIII-ს მაქსიმალურ გამოხატულებას - დროისა და ბუნების ნამდვილ სასწაულს - ლიმიტირებულ გამოცემას RARE CASK 42.1.
."გაუფრთხილდით საოცრებებს" - ამ თემით აღნიშნა სახელგანთქმულმა კონიაკის სახლმა ახალი შეზღუდული სერიის პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გამართულ გალა-ვახშამზე და მიწვეულ სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქა.
LOUIS XIII ლიმიტირებული გამოცემის RARE CASK 42.1-ის პრეზენტაცია და საზეიმო საღამო საქართველოში, კომპანია GD Holding-ის დაკვეთით, ვიზუალურად გააფორმა და ორგანიზება გაუწია "ანი პირველი ივენთსმა".
ექსკლუზიური ღონისძიების პარალელურად, LOUIS XIII-ს სპეციალურად მოწვეული უცხოელი სტუმრები და ცნობილი კონიაკის სახლის ოფიციალური წარმომადგენლები, პრემიალური კონიაკის მოყვარულებთან ერთად მიიწვიეს პრივატულ ტურზე თბილისში, დედაქალაქის რამდენიმე გამორჩეულ ადგილას, საქართველოს მდიდარი კულტურისა და ისტორიის გასაცნობად.
RARE CASK 42.1, რომელიც მსოფლიოს პირველად 2023 წლის მარტში გააცნეს, ხელმისაწვდომია შეზღუდული რაოდენობით - ერთადერთი კასრიდან ჩამოსხმული სულ 775 ბოთლში, რომელიც სპეციალურად დაამზადა კომპანია Baccarat-მ შავი ბროლისგან. თითოეული კასრი იქმნება ფრანგული მუხისგან, რომელსაც 100 წელი სჭირდება სოლიდურ ასაკამდე მისაღწევად. როგორც ამბობენ, ასეთ ხეს საკუთარი სული აქვს და ჩურჩულით გადასცემს მას eaux-de-vie-ს, ე. წ. "სიცოცხლის წყალს".
ლიმიტირებული სერია RARE CASK შეარჩია ბატისტ ლუაზომ - მარნების ოსტატმა მეხუთე თაობაში, რომელმაც აღმოაჩინა ერთადერთი კასრი განსაკუთრებულად არომატული პროფილით LOUIS XIII-ის საგვარეულო Domaine du Grollet-ის მარანში.
RARE CASK-ის აღმოჩენა უნიკალური მომენტია LOUIS XIII-ის მარნების ოსტატის ცხოვრებაში, რადგან ასეთი სპონტანური, იშვიათი მოვლენა შესაძლოა მხოლოდ ერთხელ მოხდეს მის ცხოვრებაში.
"მართალია, RARE CASK-ის უნიკალურობას თავად ბუნება განაპირობებს, თუმცა მისი შექმნისთვის აუცილებელი ნოუ-ჰაუ ამ ხელოვნების თაობიდან თაობაზე გადაცემის შედეგად გაჩნდა, რა დროსაც თითოეული ოსტატი თავისი წინამორბედების ხელწერას ინარჩუნებდა. Rare Cask 42.1 რომ აღმომეჩინა, ამისათვის ყურს ვუგდებდი ჩემს ინსტინქტებს, ემოციებს მეცნიერებაზე მაღლა ვაყენებდი, ჩემს მოგონებებს ვუხმობდი", ამბობს ბატისტ ლუაზო.
ლეგენდარული ბოთლი - თავისთავად ხელოვნების ნიმუშია, რომელსაც საფრანგეთის საუკეთესო ბროლის სახლების ოცი ოსტატი ქმნის. ძვირფასი ქვის მსგავსი იდეალური შავი ფერის მისაღწევად საჭიროა წარმოუდგენელი ტალანტი და უკიდურესი სიფრთხილე. ბოლოს ბოთლს უმაგრდება ოქროთი და როდიუმით გაწყობილი ყელი, რგოლი კი დამშვენებულია ოთხყურა ორნამენტების ნატიფი გრავიურით, რომელიც Fleur-de-lis-ს - ფრანგულ ჰერალდიკურ შროშანს მოგაგონებთ.
უესტმინსტერის სააბატოში (ლონდონი), დოჟების სასახლეში (ვენეცია) და მსოფლიოს სხვა გამორჩეულ ადგილებში გამართული მასშტაბური ღონისძიებების შემდეგ LOUIS XIII-ის ახალი ლიმიტირებული სერიის წარდგენა თბილისშიც შედგა.
რატომ საქართველო?
რადგან ეს არის ქვეყანა, რომელმაც საუკუნეების მანძილზე შეინარჩუნა უნიკალური მემკვიდრეობა, ტრადიციები და ესთეტიკური სილამაზე. დღეს საქართველო კვლავ რჩება შთაგონების წყაროდ მთელი მსოფლიოს შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანებისათვის.
პრემიალური ფრანგული ბრენდის ღონისძიების პიარ მხარდაჭერა და კონტენტის მომზადება უზრუნველყო სააგენტომ "სიმეტრა დიჯითალ".
LOUIS XIII-ის შესახებ
1874 წლიდან მოყოლებული, კონიაკი LOUIS XIII მუდმივად ხელახლა იბადება თაობიდან თაობაზე გადაცემული და ოსტატურად კუპაჟირებული Cognac Grande Champagne-ის ძვირფასი საკონიაკე eaux-de-vie-სგან. დრო - არის ის, მთავარი მასალა, რომლისგანაც იქმნება ეს უიშვიათესი სული, თავისი მდგრადი არსით.
მარნის ოსტატის ბატისტ ლუაზოს ხელმძღვანელობით, LOUIS XIII წარმოადგენს ბუნებასა და ე.წ. ტერუარს შორის მჭიდრო კავშირის სიმბოლოს, დროის ანაბეჭდით კიდევ უფრო გაძლიერებულს. თითოეული წვეთი ცოცხალი მემკვიდრეობაა, თითოეული ბოთლი - დღესასწაულია შორსმჭვრეტელი გონებისა და ადამიანის ხელებისა, რომლებიც ქმნიან მომავალს, დღესვე ტოვებენ კვალს ხვალინდელ დღეში.
იფიქრეთ ასი წლით წინ.