CARUSELL Myauto-ს ანაცვლებს?

CARUSELL-ის ბიზნეს მოდელი სრული ინოვაციაა ბაზარზე

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CARUSELL ჯერ 1 წლისაც არაა და ავტომფლობელებს უკვე უყვართ ის. ამაზე მისი თვიდან თვემდე ზრდის 200%-იანი მაჩვენებელი მეტყველებს.

Carusell

მაშინ როცა 200%-იანი ზრდის მაჩვენებელი უბრალოდ შედეგია, ამის მიზეზად CARUSELL-ის დამფუძნებელი მხოლოდ 1 რამეს ასახელებს - სიმარტივე.

"მანქანის ყიდვა ყოველთვის იყო ჩახლართული და გაურკვევლობებით მოცული პროცესი. 10-დან 9 ადამიანმა არ იცის როგორ უნდა შეარჩიოს მანქანა, რა იკითხოს ან რა გადაამოწმოს. რაც ყველაზე მთავარია როგორ უნდა გადაამოწმოს. ამიტომ მარტივია ვინმეს გადააბარო ეს პროცესი და თან ასეთი პირობებით" - აცხადებს ნიკა აბაშიძე.

CARUSELL-ის ბიზნეს მოდელი სრული ინოვაციაა ბაზარზე. ყიდვის შემთხვევაში საკომისიო საწყისი ღირებულებიდან დაკლებული თანხის 30%-ია. რაც ნიშნავს რომ CARUSELL-ის წარმომადგენელი უბრალოდ ყიდვაზე კი არაა ორიენტირებული, იმაზეა ორიენტირებული რომ რაც შეიძლება მეტი დააკლებინოს გამყიდველს, ეს კი ზუსტად ისაა რაც მომხმარებლისთვისაა კარგი.

გაყიდვის შემთხვევაში კი მარტივად აღებული თანხის 3%.

რაც შეეხება კითხვას, ანაცვლებს თუ არა CARUSELL MYAUTO-ს, ნიკას ასეთი პასუხი აქვს: "არა რა თქმა უნდა, პირიქით, CARUSELL და MYAUTO პარტნიორები უფრო გამოდიან. MYAUTO პლატფორმაა, რომელსაც CARUSELL იყენებს. ზუსტად იგივე სიტუაციაა რაც CARU-სა და თეგეტას შემთხვევაში."