Catapult VC საქართველოში $50 მილიონიანი ფონდით შემოვიდა

GITA 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი

ფოტო: ქეთი სიდამონიძე

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა და "კატაპულტ ჯორჯიას" შორის პარტნიორობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის თანახმად Catapult Georgia ქართულ ტექნოლოგიურ და ინოვაციურ სტარტაპებში 50 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს, ხოლო ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 5 მილიონის თანამონაწილეობით იქნება ფონდში წარმოდგენილი, რათა ხელი შეუწყოს ქართული სტარტაპების სწრაფ წინსვლას გლობალურ ბაზრებზე. "სილიკონ ველის" ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული ფონდის, Catapult Ventures-ის წარმომადგენლობის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა.

"კატაპულტის" დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა, ჯონათან თაუერმა დამსწრე აუდიტორიას ფონდის გეგმები გააცნო. ფონდი ქართულ სტარტაპებს ადრეული ეტაპის დაფინანსებაში დაეხმარება, ისევე, როგორც მსხვილი ამერიკელი ინვეტორების მოზიდვასა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში.

„კატაპულტი" არის ვენჩურული კაპიტალის ფონდი, რომელიც სპეციალიზირებულია "სილიკონ ველის" გარეთ განვითარებად ტექნიკურ ჰაბებში ინვესტირებაში. მათ ინვესტირება განახორციელეს 100+ კომპანიაში. ფონდის მმართველმა პარტნიორმა ჯონათან თაუერის ინვესტიციებმა 7 მილიარდ დოლარზე მეტი უკუგება (Exit) გამოიწვია, მათ შორის ადრეული ინვესტიცია Jet.com-ში (შეიძინა Walmart-მა $3,5 მილიარდად), Dollar Shave Club-ში (შეიძინა Unilever-მა $1 მილიარდად), Freshly-ში (შეიძინა Nestle-მ $1,5 მილიარდად) IfOnly-ში (შეძენილია Mastercard-ის მიერ) MapR Technologies-ში (შეძენილია HP-ის მიერ) და მრავალი სხვა. ჯონათანის სხვა მნიშვნელოვანი ინვესტიციები მოიცავს Madison Reed, Qumulo, InsideView, Price.com, Zenplace, Kanler, Joy, Manufactured.Net, BillFloat და ბევრ სხვა კომპანიას, რომლებიც გახდნენ ბაზრის ლიდერები. Catapult Ventures-ის პარტნიორები საქართველოში არიან "სტარტაპ გრაინდ თბილისი" და US Market Access Center.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, ასევე ინვესტორები, ბიზნეს ასოციაციებისა და მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოდან.

Related Topics

სიახლეები

თუ ბიზნესს ფლობთ, ეს სტატია თქვენთვისაა

თუ თქვენ კომპანიის მფლობელი ან დირექტორი ხართ, მაშინ შესაძლოა ამ სტატიის წაკითხვამ გადაგადგმევინოთ უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი თქვენი კომპანიის კეთილდღეობისთვის

სიახლეები

ISET ახალ სამაგისტრო პროგრამას იწყებს ფინანსებში

პროგრამა პროფესიონალ ფინანსურ ანალიტიკოსთა (CFA) საერთაშორისო სასწავლო პროგრამის შესაბამისია, რომელიც საფინანსო სექტორის "ოქროს სტანდარტად" არის აღიარებული

ლიდერობა

12 რამ, რასაც მხოლოდ შინაგანად ძლიერი ადამიანები აკეთებენ

ადამიანთა უმრავლესობა შინაგან შიშებს გაურბის, რასაც ძლიერი ფსიქიკის მქონენი არასოდეს აკეთებენ.