Get All Access for $5/mo

CBD - ინგრედიენტი, რომელმაც სილამაზის ინდუსტრიის ბაზარი დაიპყრო

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

CSD

ვის არ სურს ჰქონდეს ახალგაზრდა, ნაზი და გლუვი კანი? კაცობრიობა ამ მიზნის მისაღწევად ოდითგან უამრავ ხერხს მიმართავდა. დაწყებული ზეთებით, დამთავრებული თაფლით, ანტიკურ სამყაროში არაერთ საშუალებას იყენებდნენ ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად.

საბედნიეროდ, საუკუნეების განმავლობაში მეცნიერება იმდენად განვითარდა, რომ დღესდღეობით არსებობს არნახული რაოდენობის კანის მოვლის პროდუქტი და კიდევ უფრო მეტი ინგრედიენტი, რომელთა სწორი გამოყენების შედეგად, შესამჩნევი რეზულტატის მიღწევაა შესაძლებელი.

ამ ინგრედიენტებს შორისაა CBD, იგივე Cannabidiol, რომლის ბაზარიც თანდათან დიდ მასშტაბებს აღწევს და სილამაზის ინდუსტრიაში ბევრი ანტრეპრენერისა თუ ბიზნესმენის ყურადღებას იქცევს.

შოკოლადები, კოქტეილები, სურნელოვანი სანთლები, სპორტული ტანსაცმელი - ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც CBD გვხვდება. ახლა კი პოპულარული ინგრედიენტი სილამაზისა და კანის მოვლის სამყაროს იპყრობს. შრატებითა და მზისგან დამცავი კრემებით დაწყებული, სახის საცხებითა და დასაბანი საშალებებით დამთავრებული, კოსმეტიკის მაღაზიებში ყველგან გვხვდება კანაფის შემცველი პროდუქტების მთელი რიგი.

Market Watch-ის ბოლო მოხსენების თანახმად, გლობალური Cbd skincare uk კოსმეტიკური ბაზარი შეფასებულია 580 მილიონ დოლარზე მეტად, სადაც ჩრდილოეთ ამერიკა ლიდერობს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ ეს ბაზარი 2025 წლისთვის 1,7 მილიარდ დოლარს მიაღწევს, პროგნოზირებს Grand View Research. ამგვარად, უსაფრთხოა იმის თქმა, რომ CBD-ის ტრენდს დიდი ხნის განმავლობაში არაფერი დაემუქრება.

და მაინც, რა არის CBD?

Cannabidiol, საყოველთაოდ ცნობილი როგორც CBD, არის ბუნებრივი ქიმიური ნაერთი, რომელიც გვხვდება კანაფის მცენარეებში (მაგ.: მარიხუანა და კანაფი). ეს არის კანაფის ორი ძირითადი აქტიური ინგრედიენტიდან ერთ-ერთი, მეორე არის THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი).

THC-ისგან განსხვავებით, სუფთა CBD Caligold არის არაფსიქოაქტიური კანაბინოიდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ იწვევს არაფხიზელ მდგომარეობას.

კვლევებმა აჩვენა, რომ CBD შეიძლება ეფექტური იყოს შფოთვის, ქრონიკული ანთებისა და ტკივილის, უძილობისა და ბავშვთა ეპილეფსიის ზოგიერთი იშვიათი ფორმის შესამსუბუქებლად. უფრო მეტიც, ალცჰაიმერის დაავადების ჟურნალში გამოქვეყნებულმა გრძელვადიანმა კვლევამ აჩვენა, რომ CBD-მ შეიძლება ხელი შეუწყოს კოგნიტური დაქვეითების პრევენციას. გარდა ამისა, Neurotherapeutics-ის ჟურნალში გამოქვეყნებული მიმოხილვის თანახმად, CBD ასევე შეიძლება ეფექტური იყოს ამა თუ იმ დამოკიდებულების, მაგალითად, ნიკოტინის მოთხოვნილების სამკურნალოდ.

"კანაბიდიოლი გვთავაზობს სერიოზულ ანტიოქსიდანტურ და ანთების საწინააღმდეგო სარგებელს, რაც შეიძლება შედეგიანი იყოს კანის ისეთი პრობლემების სამკურნალოდ, როგორიცაა ანთება, სიმშრალე და თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან გამოწვეული დაზიანება", ამბობს ილდი პეკარი, ნიუ-იორკელი კოსმეტოლოგი და საკუთარი სახელობის კანის მოვლის ხაზის დამფუძნებელი.

CBD ასევე შეიძლება ეფექტური იყოს აკნეს წინააღმდეგ ბრძოლაში, რადგან ის ხელს უწყობს ცხიმის გამომუშავების შემცირებას კანში. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ კანაბიდიოლის რეგულარულ გამოყენებას შეიძლება შედეგი ჰქონდეს ეგზემასა და ფსორიაზთან ბრძოლაში. ნახეთ ამ ინგრედიენტით გაჯერებული კანის მოვლის ბრიტანული საშალებები ბმულზე: Cbdvillage.

როგორია ბაზრის მდგომარეობა?

Market Research Future-ის (MRFR) კვლევის "CBD კანის მოვლის პროდუქტების ბაზრის ინფორმაცია პროდუქტის ტიპის, კატეგორიის, სადისტრიბუციო არხისა და რეგიონის მიხედვით - პროგნოზი 2028 წლამდე", თანახმად, ვარაუდობენ, რომ ბაზარი გაიზრდება 29.1%-ით 2021-დან 2028 წლამდე.

რა უწყობს ხელს ბაზრის ზრდას?

დაბინძურების დონის საგანგაშო მატება, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით გამოწვეული კანის დამწვრობა და ზოგჯერ კანის კიბოც კი, უბიძგებს მომხმარებლებს შეიძინონ სანდო და ეფექტური კანის მოვლის საშუალებები, რომლებიც CBD-ით არის გაჯერებული. ბოლო დროს მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება უახლესი პროდუქტების შესახებ, რომლებიც ემსახურებიან კანის კონკრეტული პრობლემის მოგვარებას, ასევე ზრდის გაყიდვებს ბაზარზე.

კომპანიები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ცნობილ ადამიანებს საკუთარი პროდუქციის რეკლამირებისა და გაპიარების მიზნით. გარდა ამისა, ისინი დიდ თანხებს ხარჯავენ რეკლამებზე, რათა მიიპყრონ მომხმარებლების ყურადღება.

სოციალური მედიის პლატფორმები საოცრად პოპულარულია დღევანდელ მსოფლიოში, სადაც YouTube და Instagram სილამაზის ინდუსტრიაში მყიდველებზე გავლენის მოსახდენ ძირითად არხებად მიიჩნევა. ეს პლატფორმები ეხმარება ბლოგერებსა და ვლოგერებს გაიაზრონ ინფორმაცია CBD კანის მოვლის სხვადასხვა პროდუქტების შესახებ. მარტივად რომ ვთქვათ, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებამ CBD-ს უპირატესობებთან დაკავშირებით, ისევე როგორც უახლესი პროდუქტების ხელმისაწვდომობამ, სარგებელი მოუტანა გლობალურ ბაზარს, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება.

რამდენად კონკურენტულია ბაზარი?

გლობალური ბაზარი გადავსებულია ისეთი ცნობილი ბრენდებით, როგორებიცაა:

Kiehl's

Cannuka LLC

Elixinol Global ltd

Medical Marijuana

ENDOCA

Lord Jones

The CBD Skincare Co

LEEF Organics

Josie Maran Cosmetics

CBD for life

Kana Skincare

Apothecana

Pacific Roots LLC

FOLIUM BIOSCIENCES

Ecogen labs

Nordic oil

Sativa

ამ მხრივ ბრიტანეთში არანაკლებ ცნობილი კომპანიის პროდუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე Cbd cream uk.

როგორია ბაზრის შეზღუდვები?

ზოგიერთ შემთხვევაში, CBD პროდუქტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა ქავილი, კანის აქერცვლა და შეშუპება. შესაძლოა, ამ ფაქტორმა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს მომხმარებლებში ყიდვის გადაწყვეტილებაზე. რამაც, არაა გამორიცხული, მიგვიყვანოს ბაზარზე მოთხოვნის შემცირებამდე მომდევნო ორი წლის განმავლობაში.

ასეა თუ ისე, CBD ნამდვილად საყურადღებო და ინოვაციურ სიტყვას წარმოადგენს სილამაზის, უფრო კონკრეტულად კი, კანსი მოვლის ინდუსტრიაში. ამ ინგრედიენტის დადებითი თვისებების უგულებელყოფა შეუძლებელია. ლოგიკურია, რომ ბიზნესები, რომლებიც ზემოთ ხსენებულ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ და ითვალსწინებენ CBD-ის მზარდ პოპულარობას, დიდ წარმატებას მიაღწევენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

COSMO-ს კოსმიური ამბავი: ბიზნესადქცეული ჰობი

ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი ხელნაკეთი აქსესუარების საწარმო საქართველოს მასშტაბით

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"