Get All Access for $5/mo

ჩაისუნთქე ახალი წელი — განსაკუთრებული საახალწლო ხე ტერაბანკისგან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტერაბანკი საახალწლო კამპანიას კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას — გარემოზე ზრუნვასა და ჰაერის დაბინძურების შემცირებას უძღვნის.

კამპანიის ფარგლებში, თბილისში, ბუკიას ბაღში, აღმართულია განსაკუთრებული საახალწლო ხის კონსტრუქცია, რომელიც ჰაერის გამწმენდი მცენარეებითაა დაფარული. ბუკიას ბაღის კონსტრუქციის პარალელურად, აღმაშენებლის გამზირზე იმავე პრინციპითაა შეფუთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაც, რაც საახალწლო დღეებში ადამიანებს უფრო სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის საშუალებას აძლევს.

საახალწლო ხე, რომელიც არა მარტო ალამაზებს, არამედ აჯანსაღებს კიდეც, სპეციალური ღონისძიებით, 25 დეკემბერს გაიხსნა. ღონისძიების სტუმრებს საინტერესო აქტივობა, სპეციალური ვორკშოპიც ელოდათ, რომლის დროსაც მათ ჰაერის გამწმენდი პანელების დამზადება შეისწავლეს და სასარგებლო საახალწლო დეკორაციებითაც დასაჩუქრდნენ.

ტერაბანკში ამბობენ, რომ კამპანიის მთავარი გზავნილი "ჩაისუნთქე ახალი წელი", განსაკუთრებულ საახალწლო ხესთან ერთად, ერთგვარი შეხსენება და მოწოდებაა, რომ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამ პროცესში კი რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა ჩაერთოს.

"წელს ჩვენთვისაც გამორჩეული ახალი წელია, რადგან ეს კამპანია არა მარტო სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად, არამედ სპეციალურად გარემოს დაბინძურების შესამცირებლად და ჰაერის გასაწმენდადაა შექმნილი. გვიხარია, რომ ტერაბანკის საახალწლო ინიციატივა დეკორატიულთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ითავსებს და საშუალებას გვაძლევს, ჩავისუნთქოთ სუფთა ჰაერი" - აღნიშნავენ ტერაბანკში.

ტერაბანკი გარემოზე ზრუნვის მიმართულებით სხვადასხვა სახის აქტივობას არაერთი წელია ახორციელებს და ამ მიმართულებით ინიციატივები სამომავლოდ მთელი ქვეყნის მასშტაბით კიდევ უფრო ინტენსიურად გაგრძელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

რა არის სეო (SEO)?

გაიგეთ მეტი საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის შესახებ

მარკეტინგი

რა დავარქვა ჩემს კომპანიას?

ნუ დაარქმევთ კომპანიას თქვენს, ან თქვენი ოჯახის წევრების სახელებს