Get All Access for $5/mo

Ćhapidon - ცქრიალა ღვინო ''შაბიდონი'' გარიყულაში

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საქართველოს ბანკი

მსოფლიო მოდის მითად აღიარებული კოკო შანელი წერდა: "შამპანურს მხოლოდ ორ შემთხვევაში ვსვამ: როცა შეყვარებული ვარ და როცა არ ვარ შეყვარებული".

ისევე, როგორც ყველა ტრადიციულ ქვეყანაში, საქართველოშიც მზადდებოდა მსუბუქი ცქრიალა ღვინო. XVIII საუკუნეში ვახუშტი ბატონიშვილი ატენური ღვინის გარდა ასევე აღწერს, თუ როგორ აჰქონდათ ყურძნის ტკბილი ბარიდან მთაში და იქ ადუღებდნენ. მიიღებოდა "ღვინო კეთილი და გემოიანი", "კეთილი, თეთრი და ტკბილი". სავარაუდოდ, ეს ტკბილთან ერთად, მსუბუქად ცქრიალა ღვინის სახეობები უნდა ყოფილიყო.

დღეს ცქრიალა ღვინოს უკვე ძალიან ბევრი მარანი უშვებს. მათ შორის, მცირე მარნებიც. ერთ-ერთი ასეთი მარანი "საქართველოს ბანკის" საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეიქმნა. იდეა, რომელიც ცქრიალა ღვინის საწარმოს შექმნას გულისხმობდა, კონკურსში წარდგენილი 103 პროექტიდან შეირჩა.

სულ მალე არტ-ვილა "გარიყულას" ტერიტორიაზე ფრანგული მეთოდით ცქრიალა ღვინო "შაბიდონის" წარმოებაც დაიწყო. ცქრიალა ღვინით, რომელიც პოპულარული გახდა ადგილობრივ ბაზარზე, მარაგდება საუკეთესო რესტორნები და ღვინის მაღაზიები, პროდუქტმა შეიძინა ერთგული მომხმარებლები; ეს ყველაფერი კი შესაძლებელს ხდის საწარმოს გაფართოებასა და რეგიონში არსებული სოციალური საკითხების მოგვარებას. საწარმოს შექმნა "საქართველოს ბანკმა" 50 000 ლარით დააფინანსა. ამ ეტაპზე საწარმო გაფართოვდა, ააშენა ახალი მარანი, 2021 წლის მოსავლით კი მეტი ბოთლის ჩამოსხმას და წარმოების გაფართოებას გეგმავს:

"ეს არის ცქრიალა ღვინის საწარმო, რომლის შექმნის იდეა გარიყულაში წარმოიშვა. შევიტყვეთ "საქართველოს ბანკის" სოციალურ საწარმოებთან დაკავშირებით პროექტის შესახებ და საინიციატივო ჯგუფმა გადავწყვიტეთ, მიგვეღო მონაწილეობა და გავიმარჯვეთ. ვაწარმოებთ ცქრიალა ღვინოს ტრადიციული მეთოდით და სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერება გვინდა. ამ ეტაპზე ცოტა გავფართოვდით კიდეც, გავზარდეთ წარმოება, გავზარდეთ მარანი. უკვე საკუთარი ინვესტიციებიც დავხარჯეთ და საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს", − ამბობს ჯაბა მუჯირი, "შაბიდონის" დამფუძნებელი Entrepreneur-თან საუბრისას.

შაბიდონის მისიაა 100-წლიანი ტრადიციის გაგრძელება და ასევე, ტრადიციის (კულტურის) დანერგვა და პოპულარიზაცია, რაც გულისხმობს ტრადიციული მეთოდით დამზადებული ცქრიალა ღვინის განსხვავებას სხვა სასმელებისგან (ის, რომ ყველა გაზიანი ღვინო არ არის შამპანური) და საბჭოთა დამახინჯებული კლიშეების დანგრევა. მაგალითად, რომ ცქრიალას უნდა გაუყვანო გაზი დალევის დროს, რადგან ის იგაზება CO-თი, რომ ეს არის მხოლოდ დესერტის სასმელი ან თუნდაც ნაბახუსევის დროს დასალევი და ა. შ.

"ჩვენ გვინდა, ადგილობრივ ბაზარზე გვქონდეს დიდი ცნობადობა, რათა მსგავსი დამოკიდებულება ამ სასმლის მიმართ იყოს სახეცვლილი. გვინდა "შაბიდონი" და ჩვენი ცქრიალა ღვინის სახლი გახდეს ახალი ტრადიციის შემქმნელი. ასევე გვაინტერესებს უცხოური ბაზარი, იმისათვის, რომ ქართული ცქრიალა ღვინის პოტენციალი საქართველოს ფარგლებს გარეთაც გავაცნოთ და გავიტანოთ", − ამბობს ჯაბა.

"საქართველოს ბანკში" კი ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია მსგავსი, ღირებული პროექტების მხარდაჭერა. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი და "შაბიდონის" პარტნიორობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ისეთი მცირე მეწარმეების ხელშეწყობაში, რომელთაც განვითარების მდგრადი პოტენციალი აქვს, თანაც − რეგიონში. ჩვენი მიზანია, წავახალისოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სოციალური მისიის მქონე ბიზნესები, რათა შევქმნათ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა", − განაცხადა "საქართველოს ბანკის" CSR-მიმართულების ხელმძღვანელმა თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, "საქართველოს ბანკს" კორპორაციული სოციალურ პასუხისმგებლობის ფარგლებში, 100-ზე მეტი პროექტი აქვს განხორციელებული. ბანკი ამით არ ჩერდება და ცდილობს სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერით უკეთესობისკენ შეცვალოს ადამიანების ცხოვრება.

ვრცლად ბანკის სხვა CSR-პროექტების შესახებ ინფორმაციას აღნიშნულ ბმულზე გაეცნობით.

სიახლეები

საახალწლო სურვილები

თუ თქვენს თავს ისე შეხედავთ, როგორც საყვარელი ფილმის გმირს ან წიგნის პერსონაჟს, გაცილებით ცნობისმოყვარე გახდებით საკუთარი ცხოვრების მიმართ