ChatGPT-ის ტოპმენეჯერის თქმით, ყველას, OpenAI-ს ჩათვლით, სურს შეიძინოს Google-ის Chrome ბრაუზერი

By Erin Davis

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გლობალური საძიებო ბრაუზერების ბაზრის 67%-ზე მეტით, Google Chrome-ი დომინანტური საძიებო სისტემების ლიდერია მთელ მსოფლიოში (Safari არის მე-2 ადგილზე თითქმის 18%-ით, Microsoft Edge - 5,2%-ით, ხოლო Firefox-ს აქვს 2,54%).

ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ სამშაბათს მოსამართლის კითხვაზე, შეეცდება თუ არა OpenAI Google-ის ბრაუზერის შეძენას, თუ მშობელი კომპანია Alphabet-ი იძულებული გახდება გაყიდოს კომპანია, ChatGPT-ის პროდუქტის ხელმძღვანელმა, ნიკ ტურლიმ უპასუხა, რომ ცალსახად "დიახ" - და რომ ისინი არ იქნებიან ერთადერთი დაინტერესებული კომპანია ამ კუთხით.

"დიახ, ჩვენ ეს გვინდა, ისევე როგორც ბევრ სხვა მხარეს",- Bloomberg-ის ცნობით, თქვა ტურლიმ სამშაბათს სასამართლოში და დაამატა, რომ ChatGPT და Chrome-ი ერთად მისცემენ მის კომპანიას შანსს, შესთავაზონ მომხმარებელს "წარმოუდგენელი გამოცდილება", რომელიც "პირველ რიგში, ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული".

CNBC-ის ინფორმაციით, OpenAI აცხადებს, რომ მას ყოველკვირეულად 400 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

2024 წლის აგვისტოში, 10-კვირიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ Google-მა უკანონოდ მოახდინა მონოპოლიზება ონლაინსაძიებო და საძიებო სარეკლამო ბაზრებზე. მოსამართლემ 286-გვერდიან მოსაზრებაში აღნიშნა, რომ "Google-ი არის მონოპოლისტი და ის მოქმედებდა იმისთვის, რომ შეენარჩუნებინა მონოპოლია" ექსკლუზიური შეთანხმებებით.

ამჟამად Google-ი დაბრუნდა სასამართლოში, იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომ ტექნიკურ გიგანტს გაეყიდა Chrome ბრაუზერი მონოპოლიის გამოსასწორებლად. მოსამართლე აგვისტოსთვის გადაწყვეტს, რა უნდა გააკეთოს Alphabet-მა - მაგალითად, ეს შეიძლება იყოს Chrome-ის გაყიდვა ან მისი ძიების მონაცემების კონკურენტებისთვის ლიცენზირება.

Google ასაჩივრებს გადაწყვეტილებების ნაწილს.

Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ ბოლოს სასამართლომ 1980-იან წლებში გასცა ბრძანება მსხვილი ამერიკული კომპანიის AT&T-ის დაშლის შესახებ.

თარგმანი: მარიამ ქობალია

Erin Davis

Entrepreneur Staff

Trending News Writer

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"