Get All Access for $5/mo

checkcov.ge - კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრები ერთ პლატფორმაზე

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

checkcov.ge

მსოფლიო გამოცდილებამ აჩვენა, რომ კორონავირუსი ადამიანის ორგანიზმზე კვალს ტოვებს და მისი გართულებების მართვა ჯანმრთელობის მდგომარეობის შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება რეკომენდებულია მათთვისაც, ვისაც კოვიდ 19-ის გადატანის შემდგომ ჩივილები არ აღენიშნება.

სწორედ ამ მიზნით, ევექსი ჰოსპიტლების ბაზაზე თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში კოვიდის შემდგომი 7 ჯანმრთელობის ცენტრი ამოქმედდა, რომლებიც www.checkcov.ge პლატფორმის გარშემო საკუთარი გამოცდილებით გაერთიანდნენ.

პორტალზე ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა შეავსოს Covid 19-ის კითხვარი ზოგადი ჩივილების გათვალისწინებით, მიიღოს რეკომენდაციები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნულიდან გამომდინარე ისარგებლოს სხვადასხვა ბენეფიტებით. ბენეფიტები მოიცავს

  • თერაპევტის უფასო კონსულტაციას როგორც online, ასევე ცენტრში ვიზიტის შემთხვევაში.
  • ანტისხეულების უფასო ტესტს (პირველი 300 მომხმარებლისთვის)
  • მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებულ რეკომენდაციებსა და შეთავაზებებს

ჯანმრთელობის საფუძვლიან კვლევაზე ცენტრებში უახლესი საერთაშორისო პროტოკოლებით გადამზადებული ექიმების მულტიდისციპლინური გუნდი იზრუნებს. ცენტრებში შესაძლებელია ამბულატორიული და საჭიროების შემთხვევაში სტაციონარული მომსახურების ერთ სივრცეში მიღება. ნებისმიერი ტიპის მკურნალობა ინდივიდუალური მიდგომით იგეგმება და მოიცავს არა მხოლოდ სამედიცინო ჩარევას, არამედ სარეაბილიტაციო კურსს ბალნეოლოგიურ კურორტებზე.

გარდა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვისა, ცენტრები პაციენტებს ფსიქოლოგიური ჯგუფური სეანსების გათვალისწინებით ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს. კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე არსებული კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი მსურველებს ონლაინ ფსიქოლოგიურ კურსებს 1 თვის მანძილზე უფასოდ შესთავაზებს.

კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დარეკეთ ნომერზე 2 600 600 ან ეწვიეთ ვებ-გვერდს www.checkcov.ge

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ფრანჩაიზი

3 მიზეზი, თუ რატომ სჯობს საკუთარი ბიზნესის დაწყებას ფრანჩაიზი

თუ ფრანშიზაზე ფიქრობთ, მის შეძენასთან დაკავშირებული სამი საკვანძო უპირატესობაც უნდა გაითვალისწინოთ

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"

Business News

ეპიზოდ ჯგუფი - საკუთარი საქმის სიყვარულით შექმნილი წარმატების ისტორია

"კომპანიის სახელთან ემოციური კავშირი მაქვს, რადგან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე საუბრისას ერთ-ერთი განმსაზღვრელი ტერმინი ჩემთვის სიტყვა "ეპიზოდი" იყო"