Get All Access for $5/mo

"ჩირეული" - ნატურალური ხილისგან დამზადებული ჩირი სოფელ მეჯვრისხევიდან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოფელ მეჯვრისხევში, ე.წ. საზღვრისპირა ტერიტორიაზე, მაკა ქვრივიშვილსა და მის ოჯახს ქლიავის ბაღები აქვთ გაშენებული. თითქმის 12 წელია, რაც მამაპაპისეულ სახლში ოჯახს აქტიურად მოჰყავს ქლიავი და მის რეალიზაციას ეწევა.

როგორც მაკა აღნიშნავს, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად დაეცა პროდუქტის ფასი. ფაქტობრივად, ფერმერები უკან ვერ იღებდნენ, რაც მთელი წლის განმავლობაში მოსავლის წარმოებისთვის გაიღეს. სწორედ ეს გარემოება გახდა ხილის გადამამუშავებელი საწარმოს დაარსების მოტივაციის წყარო, რომელსაც "ჩირეული" უწოდეს.

"ვფიქრობდით რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მივაგენით პროდუქტს, რომელიც შესაძლ დღეს ბევრია, თუმცა მასზე მოთხოვნა ნამდვილად არსებობს, არის სასარგებლო, გემრიელი და მთელი წლის განმავლობაში შეიძლება მისი წარმოება თუ რეალიზაცია. გადავწყვიტეთ ჩირის წარმოება დაგვეწყო", − იხსენებს მაკა ქვრივიშვილი.

მხოლოდ საკუთარი ძალებით იდეის რეალიზება რთული აღმოჩნდა, ამიტომ მაკამ რამდენიმე საგრანტო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. თავდაპირველად, USAID-ის პროექტის "ზრდა" ერთ-ერთი ბენეფიციარი გახდა და თანამონაწილეობით ჩირის საშრობი დანადგარი შეიძინა. წელს იგი საგრანტო კონკურსის "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი გამარჯვებულია და კურკის საცლელი აპარატის შეძენას გეგმავს. ამჟამად საწარმოში ყველაფერი ხელით კეთდება − იქნება ეს ხილის დაჭრა, გარეცხვა, კურკის გამოცლა თუ სხვა.

თითქმის ორი წელია, რაც "ჩირეული" არსებობს, თუმცა პირველი წელი ექსპერიმენტული იყო. მაკა და მისი ოჯახი ცდილობდნენ ერთად ეპოვათ ხილის გამოშრობის ტექნიკა, რომელიც "ჩირეულს" უნიკალურს გახდიდა. როგორც თავად აღნიშნავს, ყველაფერი პროცესში ისწავლა.

"ყველაფერი სწავლებადია, თუ გიყვარს საქმე, ომელსაც აკეთებ. ყველაფერი დატესტვის ხარჯზე ხდება, პირველი წელი ამიტომ იყო ექსპერიმენტული. რამდენიმე ვარიანტი ვცადეთ, ვიდრე არ მივიღეთ ის პროდუქტი, ომელი გვინდოდა. პირველესად ჩვენ მივირთმევთ ამას, მნიშვნელოვანი რას მივირთმევთ, და მომხმარებლამდე ამის შემდეგ გადის. მეგობრებს, ნათესავებს, ვისაც ვასინჯებ, მაინტერესებს მათი აზრი, რას ფიქრობენმოსწონთ გემოვნური თვისებები თუ არ მოსწონთ, რა გავაუმჯობესო და სხვა. მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანია", − აღნიშნავს მაკა.

განვითარების რა ეტაპზე ბრენდი დღეს?

თავდაპირველად "ჩირეულის" გარკვეული ნაწილი "აგროჰაბში" შეიტანეს, ნაწილი გორსა და კახეთის აგრობაზრებშიც შევიდა, ნელ-ნელა საზოგადოებისგან დიდი მოწონება დაიმსახურა და დამფუძნებლებმაც აქტიურად განაგრძეს საქმიანობა. გასულ წელს, პროექტის "გმირობის ნაყოფი" მხარდაჭერით, სხვა მეწარმეებთან ერთად საკუთარი პროდუქტი "კარფურის" მაღაზიათა ქსელშიც შეიტანეს.

ამ ეტაპზე "ჩირეული" მხოლოდ ქლიავის ჩირს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ასორტიმენტის გაზრდა სურთ. ჯერჯერობით საწარმო 15 ტონამდე ქლიავს ამუშავებს, თუმცა მოთხოვნის შესაბამისად აქვთ საშუალება, ნედლეული ადგილობრივი ფერმერებისგან შეიძინონ და შესაბამისი რაოდენობის ჩირიც აწარმოონ.

"ძალიან მცირე საწარმო ვართ, ჩემ უკან დგას მთელი ჩემი ოჯახი. თუმცა, მხოლოდ ოჯახი არ არის საკმარისიდაახლოებით 12 ადამიანია ჯგუფში, რომლებიც ეტაპობრივად საქმდებიან იქნება ეს სეზონზე ხილის კრეფა, განკურკვა თუ სხვა. ყველას სხვადასხვა ფუნქცია-მოვალეობები აქვს, როდესაც ამის საჭიროება დგება", − ამბობს მაკა.

დღეს საწარმო ორიენტირებულია განვითარებასა და საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე, რაც თავის მხრივ ქართულ ბაზარზე შესვლის შესაძლებლობას იძლევა. როგორც მაკა აღნიშნავს, ბაზარზე ფაქტობრივი მონოპოლიაა და რთულია სახელის დამკვიდრება. მართალია არიან ადგილობრივი წარმომადგენლები, თუმცა არა დიდი რაოდენობით.

"კი არ გწყინს, ბრაზობ. რაღაცნაირად, გულისწყვეტა გაქვს. ფაქტობრივად, საქმეს თავგანწირვის ხარჯზე აკეთებ და დაუფასებლობას გრძნობ, როდესაც არ იყიდება პროდუქტი, რომელიც არის ჯანსაღი, ყოველგვარი დანამატის გარეშე და მინიმუმ 2-ჯერ იაფი, ვიდრე იმპორტირებული", − აღნიშნავს მაკა ქვრივიშვილი.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი