Sponsored Content

"ჩვენ არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა არასწორ ინფორმაციას, შეაჩეროს პროგრესი" – მოირა გილქრისტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დოქტორი მოირა გილქრისტი, ფილიპ მორის ინთერნეიშენალის სტრატეგიებისა და სამეცნიერო კომუნიკაციების ვიცე-პრეზიდენტი

ჩვენ, ადამიანები, დეზინფორმაციასა და არასწორ ინფორმაციას ხშირად ისეთ ფენომენად აღვიქვამთ, რომელიც მხოლოდ ვირტუალურ სამყაროში არსებობს და ვფიქრობთ, რომ ეს კონსპირაციული თეორიები რეალურ ცხოვრებაზე ნაკლებად ახდენს ზეგავლენას. მიზეზი მარტივია – ჩვენ "ცრუ ამბებს" უფრო მეტად "ციფრულ" საფრთხეებად აღვიქვამთ და სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ზიანს, რომლის მოტანაც მათ რეალური სამყაროსთვის შეუძლიათ.

ონლაინ თუ ოფლაინ არსებულ "ცრუ ინფორმაციას" დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანების ქცევასა და მათ მიერ ინფორმაციის აღქმაზე. საუკეთესო შემთხვევაში, ის საზოგადოებაში მხოლოდ დაბნეულობას იწვევს. თუმცა, ხშირად დეზინფორმაცია ადამიანების მიერ მეცნიერების, ფაქტებისა და ექსპერტების მოსაზრებების მიმართ ნდობას აქვეითებს, რაც ინდივიდების მიერ არარაციონალური გადაწყვეტილებების მიღებას განაპირობებს.

უნდობლობა ხშირია ინოვაციების, განსაკუთრებით კი თამბაქოს ზიანის შემცირების პროცესში თამბაქოს უკვამლო მოწყობილობის როლის მიმართ.

როგორც "ფილიპ მორის ინთერნეიშენალის" გუნდის წევრი და მეცნიერი, არასწორი ინფორმაციის შედეგებს თვალნათლივ ვხედავ. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ინტეგრაციით, ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, შეგვექმნა თამბაქოს უკვამლო მოწყობილობა, რომელიც ტრადიციული სიგარეტის საუკეთესო ალტერნატივას წარმოადგენს იმ ზრდასულ მწეველთათვის, რომლებიც სხვაგვარად გააგრძელებდნენ თამბაქოს მოხმარებას. ეს მეცნიერულად არის დადასტურებული.

შედეგად, "ფილიპ მორისში" მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება, ჩვენი რესურსები და ძალისხმევა ტრადიციული სიგარეტების სრულად ჩანაცვლებისკენ მიგვემართა. თუმცა ამ პროცესის განხორციელებას დეზინფორმაცია აფერხებს.

სამეცნიერო მტკიცებულებების მიუხედავად, საზოგადოებაში მოწყობილობის მიმართ უნდობლობა მაინც არსებობს. ამის მიზეზი კი არასწორი და არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაა, რაც სოციუმში დაბნეულობასა და ეჭვებს იწვევს.

შედეგი? მწეველებს არ აქვთ წვდომა ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების შესახებ არსებულ ზუსტ ინფორმაციაზე, რაც ზღუდავს მათ არჩევანს. ეს კი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის დაკარგულ შესაძლებლობას წარმოადგენს.

უდავოა, რომ საუკეთესო არჩევანს მოწევისა და ნიკოტინის მოხმარებისთვის თავის დანებება წარმოადგენს. თუმცა, ზრდასრულ მწეველთა ნაწილი, რომელიც სხვაგვარად გააგრძელებდა თამბაქოს მოხმარებას, მეცნიერულად დადასტურებულ ინფორმაციაზე წვდომას საჭიროებს. ეს კი შესაძლებლობას მისცემს მათ, მიიღონ ინფორმირებული არჩევანი.

ნიკოტინის შემცველი თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ უკვამლო მომავალი. ეს ოცნება არ არის, ეს შესაძლებლობაა. არასწორმა ინფორმაციამ კი არ უნდა შეაჩეროს პროგრესი.

სწორედ ამიტომ, "ფილიპ მორისში" შევიმუშავეთ სისტემა, რომელიც გამჭირვალობასა და მეცნიერულ მტკიცებულებებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. ჩვენ საჯაროდ ვაზიარებთ კვლევის პროტოკოლებსა და შედეგებს, ხელს ვუწყობთ დამოუკიდებელი მეცნიერების კვლევებს, შემოწმებებს, გამოვთქვამთ მზადყოფნას და მოვუწოდებთ საკანონდებლო და ჯანდაცვის ორგანოებს დიალოგისკენ.

მჯერა, რომ მალე შეუძლებელი იქნება უგულებელვყოთ მეცნიერულად დადასტურებული ფაქტები. თუმცა ახლა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ უფრო მეტს, უფრო სწრაფად… ცვლილების განხორციელება კი მხოლოდ დეზინფორმაციის აღმოფხვრით არის შესაძლებელი.