Get All Access for $5/mo

CNICK ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზარზე შევიდა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ინოვაციური სტარტაპი CNICK, რომელიც რამდენიმე წლის წინ ქართველმა სტუდენტებმა, კობა ცერცვაძემ, დავით კვიციანმა და გიორგი მიქაცაძემ შექმნეს, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზარზე შევიდა. CNICK პირველი ქართული მაღალტექნოლოგიური სამომხმარებლო პროდუქტია, რომელიც ადამიანებს ეხმარება ყოველდღიური ფინანსური თუ სხვა ოპერაციების შესრულებაში. კომპანია "ჭკვიან" ბეჭდებს ამზადებს და მისი გამოყენება ერთდროულად რამდენიმე ფუნქციითაა შესაძლებელი, მათ შორის: უკონტაქტო გადახდები საკრედიტო ბარათის ნაცვლად, Tesla-ს ავტომობილის გაღება და სხვა.

CNICK 2 წელზე მეტია აქტიურად ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და დღეს რეალიზაცია, ახალი ზელანდიისა და ავსტრალიის გარდა, 20-მდე ქვეყანაში აქვთ და მოიცავენ შემდეგ ძირითად ბაზრებს: აშშ, კანადა, კორეა, ტაივანი, ჩინეთი და ევროპის 11 ქვეყანა. მისი მეშვეობით გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, სადაც MasterCard მოქმედებს.

რა საერთაშორისო გეგმები აქვს ქართულ სტარტაპს და რა გამოარჩევს კომპანიას სხვა პროდუქტებისგან? - ამასთან დაკავშირებით Entrepreneur CNICK-ის თანადამფუძნებელს, კობა ცერცვაძეს, ესაუბრა:

"ბეჭედს აქვს ძალიან მაღალი უსაფრთხოების დონე. ვიყენებთ ტოკენიზაციას, რაც დღეს საკამოდ მაღალ სტანდარტს წარმოადგენს და ამით შესაძლებლობას ვაძლევთ მომხმარებლებს, რომ ბეჭედი უკვე არსებულ თავიანთ ბარათს მიაბან და გამოიყენონ. ბეჭედს არ სჭირდება ცაკლე ანგარიშის გახსნა ან ბარათის აღება, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ საქართველოს ბაზარზე არ ვართ. ძალიან დიდი მცდელობის მიუხედავად ქართულმა ბანკება არ ისურვეს ჩვენთან თანამშრომლობა. რაც შეეხება ავტომობილის გასაღების ფუნქციას, ხელმისაწვდომია გლობალურად, CNICK-მა შექმნა პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რაც ავტომობილის, კონკრეტულად, TESLA-ს გასაღების ფუნქციას ასრულებდა და ბაზარზე 2019 წლის ნოემბერში გავიტანეთ".

ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ბაზარზე სტარტაპი ავტომობილის გასაღების ვერსიის მქონე ბეჭდით შევიდა და ავსტრალიაში ადგილობრივი წარმომადგენლობა დააფუძნა. თანადამფუძნებელი აცხადებს, ინტერესი CNICK-ის პროდუქტზე საკმაოდ დიდი იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, სწორედ ამან განაპირობა აღნიშნულ ბაზარზე შესვლაც.

"საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ბეჭედი მზადდება ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებული მასალისგან, რაც თანამედროვე მომხმარებლის გემოვნებას და ტრენდებს ერგება. ამის გარდა, კნიკის ბეჭდის დიზანი არის უნიკალური და გამორჩეული დიზაინის, რაც იწვევს მომხმარებლების კმაყოფილებას და გამოყენების პროცესს უფრო სასიამოვნოს ხდის.

სამომავლოდ ძალიან გვინდა რომ აშშ-ს ბაზარზე დავამატოთ ბეჭედს საგადამხდელო ფუქნციონალი და ასევე, ბეჭედის შემდეგი, გაუნჯობესებული ვერსია გამოვუშვათ."

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი