Creative Touch იწყება! ფილმი "13-ცამეტის" რეჟისორი, DreamWorks' Animation-ის გუნდის სუპერვაიზორი, Wargaming-ის კრეატიული დირექტორი, Google-ის ბრენდინგის ხელმძღვანელი და UX/UI-ის ტოპ დიზაინერები საქართველოში გამართულ კრეათონს ესტუმრებიან
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Creative Touch კრეათონის ფორმატში დაუვიწყარ მოგზაურობაში იწვევს გრაფიკულ დიზაინერებს, ფილმის მწარმოებლებს, რეჟისორებს, ანიმატორებს, პროდიუსერებს, UX/UI დიზაინერებს, VR/AR დეველოპერებს, პროდუქტის მენეჯერებს, კონტენტის შემქმნელებს და მარკეტერებს. ყაზბეგის რუმსი 3 დღის მანძილზე გარდაიქმნება შემოქმედების ზღაპრულ გარემოდ, სადაც მონაწილეებს საშუალება ექნებათ იმუშაონ პროექტებზე, ისწავლონ და გააზიარონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება და ისრიალონ მსოფლიო დონის პროფესიონალებთან და დიზაინისა და კინო ინდუსტრიის საერთაშორისო ვარსკვლავებთან ერთად.
27-29 თებერვალს, ყაზბეგის რუმსში, კავკასიის მთების ერთ-ერთ ყველაზე თვალწარმტაც ადგილას საქართველოში, Touch-ი ექსპერიმენტულ ღონისძიებას გეგმავს - კრეათონსა და კონფერენციას.
ღონისძიების პროცესში, მოწვეული სპიკერები და დამსწრეები 3 დღის განმავლობაში ერთად იმუშავებენ განსაკუთრებულ შემოქმედებით პროექტზე, როგორიცაა დოკუმენტური ფილმი, მოკლემეტრაჟიანი ფილმი, ფოტო პროექტები, ანიმაციური ფილმი, ილუსტრაცია, UI გადაწყვეტილებები და პერფორმანსები. ღონისძიების დასასრულს იქნება კრეათონის ფარგლებში შექმნილი პროექტების პრეზენტაცია.
"ჩვენ გვინდა, ჩავატაროთ ექსპერიმენტი და ერთად მოვუყაროთ თავი სხვადასხვა ქართული და უცხოური კომპანიის წარმომადგენლებს - გრაფიკულ დიზაინერებს, UX/UI სპეციალისტებს, პროექტ და პროდუქტ მენეჯერებს, რეჟისორებს, VR/AR დეველოპერებს, შინაარსის შემქმნელებს - რათა ერთობლივად შეიმუშავონ ახალი იდეები, " ამბობს Touch-ის დამფუძნებელი, ბექა ქვარცხავა.
ღონისძიება ჩატარდება ჯგუფური მუშაობის, კონფერენციისა და სხვადასხვა აქტივობების ფორმატში.
ძირითადი გამოსვლები და სემინარები/სამუშაო შეხვედრები დაგეგმილია ისეთი კომპანიების მომხსენებლებთან როგორიცაა: DreamWorks Animation, Wargaming, Google, Scorpion Dagger, Revolver Entertainment, Augmented Pixels, Studio Impulse, Boiler Room,Smashing Magazine, Radioaktive Film და სხვა.
ღონისძიების სხვა კომპონენტები: ქართველი რეჟისორების რჩეული მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, ხელოვნება და საუბრები (Arts&Chats) - ინფორმატიული დისკუსია ხელოვნებასა და დიზაინის ტრენდებზე ცნობილ არტისტებთან ერთად, ნეთვორქინგ წვეულებები, ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სრიალი.
რას მიიღებენ დამსწრეები კრეატიული TOUCH-ისგან:
- ისწავლიან, როგორ გაიზარდონ სწრაფად და მიაღწიონ ახალ მწვერვალებს კარიერაში
- ისწავლიან, როგორ გააფართოვონ შემოქმედებითი ბიზნესი
- შეიძენენ ლიდერობის თვისებებს მოწვეული პროფესორებისგან
- იპოვიან ახალ პარტნიორებს, შექმნიან სამუშაო გუნდს და შეიძენენ მომხმარებელს
- იპოვიან ნიჭიერ ადამიანებს საკუთარი გუნდისთვის
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
ბილეთების შეძენა შეგიძლიათ აქ: https://touch.ge/creative#tickets
ადგილები შეზღუდულია და მხოლოდ 80 ბილეთია ხელმისაწვდომი.
TOUCH-ის შესახებ:
TOUCH 2019 – Digital Summit დიდი წარმატების შემდეგ, TOUCH-მა გადაწყვიტა შეექმნა უფრო მეტი ღირებულება საქართველოში ციფრული ბიზნესის განვითარებისთვის. თებერვლის Creative Touch-ის შემდეგ ჩატარდება სხვა ღონისძიებები, როგორიცაა ჰაკათონი და კონფერენცია IT პროფესიონალებისთვის (Tech Touch, 14-16 მაისი, ქუთაისი), რეგიონალური სტარტაპ ბანაკი და შეჯიბრი (Startup Touch, 3-5 აგვისტო, ზღვის სანაპიროზე) და ბოლოს Touch 2020 - მთავარი ღონისძიება და ბიზნეს ციფრული სამიტი (Touch - Digital Summit) 12-13 ნოემბერს თბილისში.
Touch არის საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც ქმნის პროგრამებს და აქტივობებს ციფრული პროფესიონალებისთვის საქართველოში. Touch-ის საერთაშორისი საზოგადოების გამოცდილებით, ის ეხმარება კომპანიებს გახდნენ გლობალური ბაზრის მოთამაშეები და მოიზიდონ უცხოური კომპანიები და ინვესტიციები ქვეყანაში.
კრეატიული Touch-ის პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA), აჭარა გრუფი, fintech.ge, მეღვინეობა შილდა, Onesoul.