Sponsored Content

CROSSOVER: წიგნის შექმნის ხელოვნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

8 დეკემბერს, ლურჯი ოკეანის წლის შემაჯამებელი ღონისძიება CROSSOVER: კიდევ ერთის ძალა საინტერესო პანელურ დისკუსიას შემოგთავაზებთ წიგნის შექმნის ხელოვნების შესახებ.

როგორია ქართული საგამომცემლო ინდუსტრია პირველი წიგნის გამოცემიდან თითქმის სამი საუკუნის შემდეგ? ვინ ქმნის დღეს წიგნებს საქართველოში? რა როლს თამაშობს (ბიზნეს)ლიტერატურა პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში? რა არის ქართველი გამომცემლების რატომ?

პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ:

  • თინა ასათიანი - გამომცემლობა პალიტრა L-ის დირექტორი
  • გვანცა ჯობავა - გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; გამომცემლობა ინტელექტისა და არტანუჯის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი
  • მარიამ გიორგაძე - პალიტრა ჰოლდინგის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ალტე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, PhD.
  • გუგა კობახიძე - უძრავი ქონების გაყიდვების და საკონსულტაციო კომპანია Prospect-ის დამფუძნებელი და დირექტორი

მარიამ გიორგაძეს, როგორც ღონისძიების მოდერატორს, რამდენიმე კითხვით დავუკავშირდით.

რა თემებს მოიცავს პანელური დისკუსია?

წიგნის შექმნა შემოქმედებითი პროცესია, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული. ამ პროცესის ნაწილია წიგნის მკითხველამდე მიტანა, რომელიც, თავის მხრივ, მაღალხარისხიან, გემოვნებიან ლიტერატურას გულისხმობს თავისი ვიზუალით - ყდით, ილუსტრაციებით და ა.შ. ეს ისეთი საქმეა, რომელიც ძალიან თუ არ გიყვარს, რთულია დიდხანს შეძლო მისი კეთება, მითუმეტეს, რომ ის თავის თავში ლიტერატურის ხელმისაწვდომობას, წიგნის კითხვის კულტურისა და პოპულარიზაციის შექმნას აერთიანებს. ამ პანელზე წარმოდგენილ სპიკერებს დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ლიტერატურის განვითარებაში და ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციაში საზღვებს გარეთ, განასკუთრებით ლიტერატურულ წრეებში. შევეცდებით 45 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად მივიტანოთ აუდიტორიამდე წიგნის შექმნის ჯადოსნობა. აუცილებლად ვისაუბრებთ საქართველოში პირველი ქართულენოვანი ბიზნესლიტერატურის გამოცემის შესახებ, როდის გაჩნდა მისი შექმნის საჭიროება და რა გავლენა მოახდინა ამ პროექტმა საზოგადოებაზე. ასევე ვისაუბრებთ უცხოურ პრაქტიკაზე.

რა როლი აქვს ბიზნესლიტერატურას პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში?

მსოფლიოში ბიზნესსამყარო საკმაოდ კომპლექსური ხდება და შესაბამისად, ბიზნესლიტერატურასა და არამხატვრულ გამოცემებზე მოთხოვნა იზრდება. უფრო და უფრო აქტუალური ხდება წიგნები, რომელიც ადამიანს ეხმარება და უმარტივებს ცხოვრებას. მაგ.: Self Help ლიტერატურა. ბიზნესლიტერატურით ადამიანს მარტივად შეუძლია გაიგოს ბიზნესის განვითარების მოსალოდნელი ეტაპები და თუ თავიდან ვერ აირიდებს კონკრეტულ შემთხვევას, მზად მაინც იყოს გამოწვევის მისაღებად. კარიერული კიბის გავლის პარალელურად, საკუთარ თავზე მუშაობა, ტექნიკების დასწავლა ადამიანს ეხმარება საბოლოო მიზნისკენ სვლაში. ხშირად გვხვდება წიგნები, რომლებიც არა მხოლოდ კარიერულ ზრდაზეა ორიენტირებული, არამედ ადამიანებს ეხმარება ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. მთავარია, მკითხველს სწორი მოლოდინები ჰქონდეს კონკრეტული წიგნის კითხვისა და დამუშავების დროს.

განრიგი და სპიკერები: https://online.fliphtml5.com/bzday/vcvt/

ბილეთები: http://tkt.ge/CROSSOVER