Get All Access for $5/mo

CROSTY ავრცელებს განმარტებას სასაქონლო ნიშნებთან დაკავშირებით გთავაზობთ ბრენდის კომენტარს უცვლელად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"CROSTY დაარსებიდანვე მიისწრაფვის გლობალური ბაზრისკენ. ინტელექტუალური საკუთრება კი არის ის ერთ-ერთი საფუძველი, რომელზეც ნებისმიერი წარმატებული საერთაშორისო ბრენდი დგას. სასაქონლო ნიშანი "თავისუფლება" გამოხატავს იმ ღირებულებების ერთობლიობას, რომელიც წარმოადგენს ბრენდის იდენტობას 2015 წლიდან.

სტეფან კარი NBA მატჩზე

განვმარტავთ, რომ ქროსთის მოქმედებები არ არის მიმართული ფიზიკური პირების მიმართ. ნებიმიერ ადამიანს აქვს უფლება გამოიყენოს ნებისმიერი სიტყვა საკუთარი თავის გამოხატვისთვის და ჩვენ, პირველ რიგში, ვიცავთ და ვემხრობით ასეთ თავისუფლებას.

ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ სასაქონლო ნიშანი "თავისუფლება" არაერთი წლის განმავლობაში ბაზარზე დამკვიდრებულია როგორც განსაკუთრებული ცნობადობისა და რეპუტაციის მქონე სასაქონლო ნიშანი. ამ სასაქონლო ნიშნის ქვეშ არსებული პროდუქცია გამოირჩევა უნიკალური დიზაინით, ხარისხით და ასოცირდება ბრენდთან, რომელიც დაარსებიდანვე სთავაზობს მომხმარებელს განსაკუთრებულ გამოცდილებას და მომსახურებას.

CROSTY ONDA

განსაკუთრებით ყურადღებას ვამახვილებთ, რომ CROSTY-ს მიმართვის ობიექტები გახდნენ მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი კომპანიები და არა ნამუშევრების შემსრულებელი ფიზიკური პირები. კომპანიები, რომლებიც სასაქონლო ნიშნის უნებართვო გამოყენებით უსაფუძვლოდ იქმნიან მათთვის სასარგებლო კომერციულ პირობებს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ მოვაგვაროთ ასეთი საკითხები მეორე მხარის პატივისცემით და მივმართავთ სამართლებრივ ზომებს, როგორც უკანასკნელ საშუალებას.

ბრენდის პოპულარობის მატებასთან ერთად გაიზარდა მისი სასაქონლო ნიშნების და დიზაინების უნებართვო გამოყენების ფაქტები. დღემდე 30-მდე ასეთ შემთხვევას ქონდა ადგილი. აღნიშნული ქმედებები საფრთხეს უქმნის ბრენდის იდენტობას, მის გლობალურ პოტენციალს და აუფასურებს იმ ნაშრომს, რაც თავად CROSTY-ს დიზაინერმა ჩადო საერთაშორისო ბრენდის მშენებლობაში.

კონტრაფაქციული პროდუქტი

ჩვენ ვიცავთ სასაქონლო ნიშნებს საქართველოში და მის საზღვრებს გარეთაც. სასაქონლო ნიშანი "თავისუფლება" ქროსთის მიერ დარეგისტრირებულია არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. სასაქონლო ნიშანი საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ "საქპატენტში" სარეგისტრაციოდ წარდგენილი იქნა ჯერ კიდევ 2018 წელს. CROSTY-მ სასაქონლო ნიშანი "თავისუფლება" 25-ე კლასის საქონლისთვის დაარეგისტრირა. ნიშანი მოიცავს საქონლის შემდეგ კატეგორიებს: ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, თავსაბურავი, რომელიც ბრენდის საქმიანობის ძირითად ხაზს წარმოადგენს. სასაქონლო ნიშანი ვრცელდება როგორც გამოსახულებით ელემენტზე, ასევე სიტყვიერ ნაწილზე.

რეგისტრაციის შესახებ მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრ "საქპატენტის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე (IPCG (sakpatenti.gov.ge). მისი მოძიება ასევე შესაძლებელია სამრეწველო საკუთრების ოფიციალურ ბიულეტენში. დამატებით განვმარტავთ, რომ აღნიშნული რეგისტრაცია არ წარმოადგენს სასაქონლო ნიშანი "თავისუფლების" ერთადერთ რეგისტრაციას. რადიო "თავისუფლების" მიერ სასაქონლო ნიშანი რეგისტრირებულია 35-ე, 38-ე, და 41-ე კლასებში, რაც მათ შორის მოიცავს რადიო და ტელემაუწყებლობის მომსახურებას.

ჩვენ პატივს ვცემთ ინტელექტუალურ საკუთრებას და ჩვენთვის ინდუსტრიის განვითარება მნიშვნელოვანი ღირებულებაა. ამ გზაზე კი, ჩვენი უფლებების დაცვა ჩვენი თავისუფლებაა."

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი