D ვიტამინის 5 ბუნებრივი წყარო ვეგეტარიანელებისთვის
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მზის ვიტამინის სახელწოდებით ცნობილი D ვიტამინი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. D ვიტამინი ეხმარება ორგანიზმს კალციუმის ათვისებაში, ასევე მაგნიუმისა და ფოსფატის ადეკვატური კონცენტრაციით შრატში შენარჩუნებაში — სწორედ ეს სამი ნუტრიენტი არის მნიშვნელოვანი მაგალითად კბილებისთვის, კუნთებისთვის და ძვლებისთვის. D ვიტამინი ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტვინის განვითარებაში, გულის ფუნქციონირებაში, იმუნურ სისტემისთვის და მენტალური ჯანმრთელობისთვის.
D ვიტამინის ნაკლებობა მსოფლიოში გავრცელებული პრობლემაა. ასეთ დროს სიმპტომები შეიძლება იყოს დაღლილობის შეგრძნება, კუნთების ტკივილი, ძვლების სისუსტე, ბავშვებში კი ზრდის შეფერხება. ორგანიზმში D ვიტამინის საკმარისი ოდენობით შენარჩუნებისთვის, შესაძლოა, თქვენმა მკურნალმა ექიმმა, დანამატი დაგინიშნოთ. მსგავსი საშუალებები ხელმისაწვდომია პსპ-ს სააფთიაქო ქსელში და ისინი "მზის ვიტამინის" დეფიციტთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ასეთია, მაგალითად, დეტრივიტი.
D ვიტამინის მისაღებად ასევე არსებობს ბუნებრივი წყაროები. რამდენიმე საკვები პროდუქტიც შეიცავს მზის ვიტამინს, მაგრამ ეს ძირითადად ცხოველური წარმოშობის პროდუქტებია, ამიტომ თუკი ვეგეტარიანელი, ან ვეგანი ხართ, ყურადღებით უნდა იყოთ და სწორად შეარჩიოთ თქვენზე მორგებული პროდუქტები თუ სხვა ბუნებრივი წყაროები, რომლებიც ამავდროულად მდიდარია D ვიტამინით.
მზე
თქვენს კანს შეუძლია D ვიტამინის გამომუშავება მზის ულტრაიისფერი B (UVB) სხივების ზემოქმედებისას. ადამიანების უმეტესობა ამ გზით იღებს D ვიტამინს, ნაწილობრივ მაინც.
სამედიცინო ლიტერატურაში ხშირად არის აღნიშნული, რომ მზის აბაზანები თქვენს სახეზე, ხელებზე, ფეხებზე თუ ზურგზე კვირაში ორჯერ 5-დან 30 წუთამდე არის საკმარისი D ვიტამინის ოპტიმალური დოზის გამოსამუშავებლად. თუმცა თქვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და კლიმატის მიხედვით, შესაძლოა ეს მოცემულობა განსხვავებული იყოს. აქვე, გასათვალისწინებელია, დერმატოლოგების მოსაზრება, რომ გახანგრძლივებულ მზის აბაზანებს შეუძლია კანის კიბოს გამოწვევა, ამიტომ ეს არ უნდა იყოს D ვიტამინის მიღების ერთადერთი ბუნებრივი წყარო და უნდა მიიღოთ ექიმისგან შესაბამისი რეკომენდაცია.
სოკოს გარკვეული სახეობები
სოკოს აქვს D ვიტამინის გამომუშავების უნიკალური უნარი ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების დროს. ეს სოკოს D ვიტამინის ერთადერთ საკვებ მცენარეულ წყაროდ აქცევს.
გაითვალისწინეთ, რომ კომერციული სოკოების უმეტესობა იზრდება სიბნელეში და არ ექვემდებარება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას, რაც ნიშნავს, რომ ისინი, სავარაუდოდ, ნაკლები რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს. ამიტომ სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, ყურადღება მიაქციეთ სოკოს ეტიკეტზე D ვიტამინის შემცველობას.
ინფორმაციისთვის, ყველა სოკო არ არის საკვებად გამოსადეგი. მაგალითად შხამიანმა სოკოებმა შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები საჭმლის მონელების მსუბუქი დარღვევიდან, ორგანოთა უკმარისობამდე, ან გარდაცვალებამდე. ამიტომ იყავით ყურადღებით და ბუნებაში ყოფნის დროს, თუკი ვერ არჩევთ სოკოების სახეობებს, თვითნებურად არ მიიღოთ ან მოამზადოთ ისინი.
შეჯამების სახით, ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედების მქონე სოკოები D ვიტამინის სხვადასხვა დონეს შეიცავს და, როგორც ჩანს, ისეთივე ეფექტურია D ვიტამინის დონის ამაღლებაში, როგორც დანამატები. თუმცა, ჩვეულებრივ მოყვანილი სოკოების უმეტესობა არ ექვემდებარება ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას და შეიცავს ამ ვიტამინის ძალიან მცირე რაოდენობას.
კვერცხის გული
თუ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ და კვების ისეთ გეგმას მიყვებით, რომელიც კვერცხსაც მოიაზრებს, D ვიტამინის მისაღებად კიდევ ერთი სასარგებლო პროდუქტი კვერცხის გულია. თუ რა შემცველობით არის ეს ვიტამინი კვერცხის გულში, დამოკიდებულია ქათმებზე — რა საკვებით იკვებებიან ისინი და როგორ გარემოში არიან. მაგალითად, საკვები უნდა იყოს D ვიტამინით მდიდარი და ქათამს გარეთ გასეირნების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ამიტომ თავისუფალი ჯიშის ქათმებისგან მიღებული ან ორგანული კვერცხები უფრო ხშირად არის D ვიტამინით მდიდარი. ამ ინფორმაციას ეტიკეტზეც შეგიძლიათ გაეცნოთ.
ყველი
თუ თქვენ ვეგეტარიანელი ხართ, რომელიც ყველს მიირთმევს, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს პროდუქტიც მცირე ოდენობით, თუმცა შეიცავს D ვიტამინს. შემცველობა კი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის დამზადებული და ნაწარმოები ყველი. მაგალითად ფონტინა, მონტერეი და ჩედარი უფრო მეტი ოდენობით შეიცავს D ვიტამინს, ვიდრე მოცარელა. ხოლო ყველის უფრო რბილი სახეობები, ან ხაჭოსმაგვარი კონსისტენციებით, თითქმის საერთოდ არ შეიცავს ამ ვიტამინს.
დანამატები
თუკი ეჭვი გეპარებათ, რომ D ვიტამინის საკმარის ოდენობას ვერ იღებთ საკვები პროდუქტიდან, ამ დროს მნიშვნელოვანია ჩაიტაროთ გამოკვლევები და თუ ამის საჭიროება დადასტურდა, მიმართოთ ექიმს და დააზუსტოთ, რომელი დანამატების მიღება შეგიძლიათ.
გაითვალისწინეთ, რომ დანამატების დოზირება და მიღების ხანგრძლივობა ექიმის დანიშნულების მიხედვით უნდა განისაზღვროს, რათა თავიდან აირიდოთ D ვიტამინის ზედოზირება.