Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - თათია კობერიძის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

გახსოვთ, რაზე ოცნებობდით ბავშვობაში? მე მთელი ცხოვრების განმვალობაში, ხან მსახიობობა, ხან მწერლობა მსურდა. მუდმივი ორჭოფობის მიუხედავად, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩემი პროფესია კრეატიულ სფეროსთან იქნებოდა დაკავშირებული. მაგრამ 18 წლის ასაკში ყველასთვის მოულოდნელად უნივერსიტეტში სწავლა კომპიუტერული ინჟინერიის და საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გადავწყვიტე.

აბსტრაქტული, კრეატიული მისწრაფებებიდან სრულიად რაციონალურ და ლოგიკურ სამყაროში მოვხვდი. უცნაური გამოცდილება იყო. ვხვდებოდი, რომ იმ ვიზუალური გამოსახულების კულვარებში აღმოვჩნდი, რომელიც ჩემში აღფრთოვანებასა და ინტერესს იწვევდა.

Software Development-ში კრეატივი მაკლდა, ანუ ეს ის სფერო არ იყო, რომელიც ჩემი კარიერული ინსპირაცია გახდებოდა. უფრო მეტად ის ვიზუალური კომუნიკაცია მაინტერესებდა, რომელსაც სწორად შექმნილი პროდუქტის დიზაინი ამყარებდა მომხმარებელთან.

ამიტომ გადავწყვიტე, სამუშაო პროფილი სრულად შემეცვალა და რაციონალური სფეროს ნაცვლად საკუთარ შესაძლებლობები კრეატიულ სამყაროში მეცადა. დავიწყე Adobe-ს პროგრამების სწავლა და დიზაინ მიმართულებით საკუთარი თავის განვითარება.

ვაკვირდებოდი, რომ სფეროებისა და პროფესიების რადიკალური ცვლილება ჩემში შიშის ნაცვლად მოლოდინებს იწვევდა და იმის მაგივრად, რომ შესაძლო რისკებზე მეფიქრა, სულ საკუთარი თავის განვითარებასა და საკუთარ თავში ჯერ კიდევ უცნობი მხარეების აღმოჩენაზე ვკონცენტრირდებოდი.

ამ პერიოდში შევქმენი პირველი დამოუკიდებული ციფრული პროექტი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ჯეოლაბის კრეათონის ფარგლებში განვახორციელე. ეს იყო ფიროსმანის ნამუშევრების ციფრული artwork-ების შექმნის პროცესი. ახლაც მახსოვს, რომ იმ რეზონანსმა, რომელიც ჩემს პროექტს მოყვა, მომცა მოტივაცია, მემუშავა საკუთარი თავის კიდევ უფრო მეტად განვითარებაზე და დამეგროვებინა უნარების ერთგვარი კომპლექტი, რომელიც ციფრულ სამყაროში წარმატებულად ნავიგაციის შესაძლებლობას მომცემდა.

ასე მოვხვდი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში, სადაც ჩემი შესაძლებლობების გამოცდა ქოფირაითინგის კუთხით ვცადე. ეს იყო ადგილი, სადაც ყოველდღიურად საკუთარი თავის ახალ ვერსიას ვპოულობდი.

გავლილი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ შევიცვალე კარიერული მიმართულება, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდი, თითოეული პროფესიული არჩევანი მჭიდრო კავშირში ყოფილიყო ციფრულ სფეროსთან. ამ პერიოდში მივხვდი, რომ არ უნდა გეშინოდეს ახალი გამოწვევების, არ უნდა თქვა უარი სიახლეზე, არამედ უნდა დაისახო მიზანი და ყველაფერი გააკეთო ამ მიზნის მისაღწევად.

ჩემი თავგადასავალი ამ ეტაპზე კომპანია Noxtton-ში გრძელდება, სადაც მნიშვნელოვან ციფრულ პროექტებსა თუ აქტივებს ვმართავ, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. Noxtton-ი პიონერია Data Driven Marketing-ის მიმართულებით და ჩვენი გუნდის მიზანია, ყველაზე მაღალი დონის მომსახურება შევთავაზოთ ლოკალურ თუ გლობალურ ბრენდებს.

აქ მუშაობა დიდი გამოწვევაა, რადგან ყოველდღიურად მიწევს რამდენიმე მილიონიან აუდიტორიასთან კომუნიკაცია, მათი ქცევის გაანალიზება და მათზე მორგებული გამოცდილების შეთავაზება. ჩემი საქმიანობა სწორედ ამიტომ მომწონს, აქ შესაძლებლობა გაქვს, დააკვირდე მომხმარებლის უკუკავშირს შენ მიერ შეთავაზებულ ნებისმიერ პროდუქტსა თუ სერვისზე. აქ შენ განსაზღვრავ სწორ სტრატეგიას და მუდმივად მონაწილეობ კლიენტი კომპანიის განვითარების პროცესში.

პარალელურად, გაქვს ლავირების შესაძლებლობაც. პროექტის განხორციელების პროცესში შეგიძლია მუშაობდე როგორც პროექტ მენეჯერი და პარალელურად მონაწილეობდე პროდუქტის დიზაინის შექმნის პროცესში. ანუ, აქ გაქვს შესაძლებლობა გამოხვიდე ის, რაზეც ბავშვობიდან ან ზრდასრულ ასაკში ოცნებობდი.

ვფიქრობ, რომ ამ სფეროში საკუთარი თავი ვიპოვე, მაგრამ ჯერ 24 წლის ვარ და მუდმივად განვითარებად ციფრულ სამყაროში საკუთარი შესაძლებლობების ამოწურვა შეუძლებელია. თუმცა, ამ გრძელ და გამოწვევებით სავსე გზაზე ჩემი წარმატების ფორმულა, ვფიქრობ, უცვლელი დარჩება. გახსოვდეთ:

წარმატების მისაღწევად საჭიროა ყოველდღიურად საკუთარი თავის, საკუთარი კომპანიის საუკეთესო ვერსია გახდე და არასოდეს დანებდე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

როგორ დავიწყო ბიზნესი

სახლიდან მუშაობის 18 გზა მშობლებისათვის

შინ ბავშვის მოვლას და ფულის გამომუშავებას ერთადაც კარგად მოახერხებთ

ლიდერობა

ანტრეპრენერი VS მეწარმე

ამიტომ ვარ მე ანტრეპრენერი და არა მეწარმე

მენეჯმენტი

პროდუქტიულობა, როგორც წარმატების ერთ-ერთი გარანტი

სწრაფად მზარდი კომპანიების აღმასრულებელ დირექტორთა 85% დღეში 10-ზე მეტ საათს მუშაობს.