Cyber Week Sale! 50% Off All Access

და მოგზაურობა იწყება აქ - ირაკლი ლოლაშვილის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ვიზუალური ნამუშევრების შექმნით ადრეული ასაკიდან ვიყავი გატაცებული. 12-13 წლის ასაკში ფოტოშოპში ფოტომანიპულაციების კეთება დავიწყე, ძალიან მომწონდა სიურეალისტური ნამუშევრების შექმნა.

ამ სფეროში ჩემი პირველი ნაბიჯების გადადგმის მთავარი მოტივაცია სხვა დიზაინერების ნამუშევრები იყო. როდესაც სხვადასხვა პლატფორმაზე სხვადასხვა არტისტის მიერ შექმნილ დიზაინებს ვათვალიერებდი, სულ მქონდა განცდა - ვიღაცას თუ შეუძლია, მე რატომ ვერ გავაკეთებ?

ამიტომ ვცდილობდი, არა მხოლოდ გამემეორებინა სხვა დიზაინერების მიერ შესრულებული ნამუშევრები, არამედ ისინი ჩემი სტილის გავლენის ქვეშ მომექცია და შემექმნა რაღაც ახალი, ორიგინალის მოტივებზე დაფუძნებული, თუმცა რადიკალურად განსხვავებული დიზაინი.

2D ნამუშევრების შემდეგ UX მიმართულებით დავინტერესდი, მინდოდა გამეგო, როგორი იყო UX დიზაინის შექმნის პროცესი, ამიტომ ვუყურებდი ვიდეოებს, ვკითხულობდი სტატიებს, ვატარებდი ემპირიულ დაკვირვებას და ვცდილობდი აღმომეჩინა კარგი დიზაინის შექმნისთვის საჭირო ინსტრუმენტები თუ მიდგომები. მალევე მივხვდი, რომ ემპირიული დაკვირვებით საკმარისი ცოდნა დავაგროვე, რათა ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა და იდეები განმეხორციელებინა. ასე დაიწყო ჩემი პორტფოლიოს სხვადასხვა მიმართულებით განვითარების პროცესი.

ახალი ნამუშევრების შექმნის პროცესში ჩემი ინსპირაციის წყარო ძირითადად Dribbble-ზე ნანახი ვიზუალები იყო. ყოველთვის ვათვალიერებ სხვა, ტოპ დიზაინერების პოსტერებს, ნამუშევრებს, შემდეგ კი მიღებული შთაბეჭდილებების ჩემს დიზაინში გადმოტანას ვახდენ.

ასე მოხვდა ჩემი პირველი ნამუშევარი Dribbble-ის ტოპ რჩეულებში, იმ არტისტების გვერდით, რომლებიც ჩემი ინსპირაციის წყაროს წარმოადგენდნენ.

ეს მომენტი გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, რადგან მივხვდი, რომ თავდაუზოგავი შრომა არ იკარგება და ზოგისთვის საწყის, ზოგისთვის კი გვიან ეტაპზე აუცილებლად ფასდება.

დიზაინ პროდუქტის შექმნის დროს ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები ფართო საზოგადოებას გავუზიარო. მოწონებებისა და გამოხმაურებების რაოდენობა ჩემთვის ერთგვარ სტიმულს წარმოადგენს იმისთვის, რომ შევქმნა რაღაც ახალი. მომხმარებლის მიერ მიღებული უკუკავშირი კი მეხმარება აღმოვაჩინო, რა მიმართულებით არის საჭირო ჩემი ნამუშევრების დახვეწა თუ უნარების განვითარება.

15 წლის ვიყავი, როდესაც პირველი ოფიციალური შეკვეთა მივიღე. დიზაინის სფეროში საქმიანობის პარალელურად ვქმნი მუსიკას, და ეს პირველი პროექტიც სწორედ მუსიკალური ჯგუფის, Tribal Trap-ის ალბომის ქავერის შექმნას უკავშირდებოდა. შესრულებული პროექტი და შემდეგ მიღებული უკუკავშირი ჩემთვის ძალიან ინსპირაციული მომენტი იყო. ამის შემდეგ აქტიურად დავიწყე სხვადასხვა დიზაინ პროექტზე მუშაობა და შესაბამისად ჩემი გატაცება პროფესიად იქცა.

ამჟამად, Noxtton-ის გუნდის წევრი ვარ და UX დიზაინის მიმართულების ვმუშაობ. ჩემთვის Noxtton არის სივრცე, რომელიც მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობას მაძლევს. ჩვენი დიზაინ გუნდი აქტიურად აზიარებს ნამუშევრებს დიზაინ პლატფორმებზე, რაც გვეხმარება, უშუალოდ მომხმარებლისგან მივიღოთ უკუკავშირი, რაც მათზე მორგებული დიზაინის შექმნისათვის უმთავრეს პირობას წარმოადგენს. საკმაოდ შთამბეჭდავია მუშაობის სტილიც. თუ ადრე ყოველთვის დროის მენეჯმენტის პრობლემა მქონდა, კომპანიაში სხვადასხვა ხელსაწყოს ვიყენებთ, მაგალითად trello-ს, იმისათვის, რომ სწორად მოვახდინოთ დავალებებისა და დავალებების შესასრულებლად საჭირო დროის გადანაწილება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა კი კარგი დიზაინის შექმნაა. ვფიქრობ, რომ კარგი და გამორჩეული UX იქმნება მაშინ, თუ ის მომხმარებლისთვის მარტივად აღსაქმელია და უმარტივებს პროდუქტის მოხმარების პროცესს. კარგი დიზაინი ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ უნდა სჭირდებოდეს დროის დაკარგვა იმის სწავლაზე, თუ რა ღილაკი რა ფუნქციას ასრულებს.

ეს მიდგომა ჩემს დიზაინსაც გამოარჩევს. ყოველთვის ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები დაცლილი იყოს ზედმეტი კომპონენტებისგან და არ იყოს გადატვირთული. ეს ჩემი ინდივიდუალური სტილია.

ინდივიდუალიზმი კი არის სწორედ ის, რაც დიზაინერის წარმატებას განსაზღვრავს. ინდივიდუალური სტილისა და ხედვის საპოვნელად, ვფიქრობ, საუკეთესო გზას სხვა არტისტების ნამუშევრების თვალიერება წარმოადგენს. ჩემთვის ეს განვითარების პროცესი ასე ყალიბდება: ტექნიკისა და ხედვის განვითარებისთვის საჭიროა დიზაინერების ნამუშევრების კოპირება, რათა მოხდეს პროფესიონალი დიზაინერის მიერ გამოყენებული ტექნიკური დეტალების გაანალიზება და თავში გაიდლაინების ჩამოყალიბება. მხოლოდ ამ საფუძვლების ათვისების შემდეგ არის შესაძლებელი საკუთარი იდეებს განხორციელებაზე მუშაობის დაწყება და საკუთარი სტილის პოვნა.

რაც მთავარია, მიმაჩნია, რომ დიზაინ პროდუქტის წარმატება თავად დიზაინერის კმაყოფილების დონით განისაზღვრება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინდუსტრიული ტრენდები

გახდი ''სლაშის'' პარტნიორი!

გაყინული არომატიზებული წვენები "სლაშისგან"!

სიახლეები

Neuralink - იმპლანტი ადამიანის ტვინში

ილონ მასკის კიდევ ერთი საამაყო პროექტის განახლებული მიღწევები

სიახლეები

იმუშავე ნებისმიერი ადგილიდან - რას გულისხმობს დასაქმების პლატფორმა Awork-ის ინიციატივა თანამშრომლებისთვის?

Awork-ის ახალი ინიციატიცით, აგვისტოს თვეში თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერი ლოკაციიდან სრულად დისტანციურად იმუშაონ