Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - ნინო გვენეტაძის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ციფრულ სამყაროში ჩემი მოგზაურობა ძალიან უცნაურად და სპონტანურად დაიწყო. ბავშვობაში სპორტი მაინტერესებდა და ეს უბრალო გატაცება არ იყო, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ფეხბურთელი ვიყავი. ვფიქრობდი, რომ საქმიანობას ამ სფეროში გავაგრძელებდი.

თუმცა, სკოლის დამთავრების შემდეგ გადავწყვიტე აკადემიური განათლების მიღება და საზღვარგარეთ საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. მალევე მივხვდი, რომ ეს სფერო არ მაძლევდა ჩემი თავის გამოხატვის შესაძლებლობას, უფრო სხვა ინტერესები მქონდა. ამიტომ დავიწყე პატარ-პატარა ბიზნესის წარმოება და საკუთარი თავის ჯერ კიდევ უცნობ სფეროში გამოცდა.

სტარტაპერისთვის წარუმატებლობა და მარცხი უცნობი არ არის. მიუხედავად ამისა, ბევრი შრომისა და გამოცდილების დაგროვების შემდეგ წარმატებაც არ აყოვნებს და დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელი ხდება. ახლა რამდენიმე წარმატებულ ბიზნესს ვმართავ, თუმცა იმ ეტაპამდე მისვლა, სადაც დღეს ვარ, ციფრული სამყაროს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.

ბიზნესის დაწყების დროს მნიშვნელოვანია, სწორად შეარჩიო აუდიტორია და მოახდინო მათთან ეფექტური კომუნიკაცია. ეს კი უფრო თვალნათლივ პანდემიის დროს დავინახე. გამომდინარე იქიდან, რომ არაფერი ვიცოდი ციფრული ხელსაწყოებისა თუ რეკლამის გაშვების შესახებ, გადავწყვიტე, კურსი ამეღო და სიღრმისეულად შემესწავლა დიჯითალში ბიზნესის წარმოების საფუძვლები.

ასე გადავწყვიტეციფრული ინდუსტრიის აკადემიაში ციფრული მარკეტინგის კურსზე სწავლა და მიღებული ცოდნის ბიზნეს პროცესებში იმპლემენტაცია. შედეგმაც არ დააყოვნა. გაყიდვები თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და თვალნათლივ დავინახე, სწორი სეგმენტაციის შედეგები. შედეგად, უფრო მეტად დავინტერესდი ამ სფეროთი და მალე Noxtton-ის გუნდის წევრი გავხდი.

Noxtton ეს არის ორგანიზაცია, რომელიც თითოეულ ინდივიდს საკუთარი პოტენციალის აღმოჩენისა და გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. ძალიან მომწონს კომპანიის ორგანიზაციული და სტრუქტურული მოწყობაც. აქ მნიშვნელობა არ აქვს დისტანციურად მუშაობ თუ დღეს ოფისში ატარებ, რადგან სხვადასხვა ციფრული მედიუმის გამოყენების შედეგად მუდმივად ჩართული ხარ კომპანიაში მიმდინარე პროცესებში, რაც გეხმარება, წარმატებულად გაართვა თავი თითოეულ დავალებას.

სხვადასხვა ციფრული საკომუნიკაციო არხის გამოყენების შედეგად ვახერხებთუფრო ეფექტურად კლიენტებთან კომუნიკაციის დამყარებას, განსაკუთრებით კი პანდემიის პერიოდში, როდესაც პირადი და საქმიანი შეხვედრები ონლაინ სივრცეში გადავიდა და დისტანციის დაცვა დღის წესრიგად იქცა.

სხვადასხვა ციფრული მედიუმის მეშვეობით გამარტივდა არა მხოლოდ კომუნიკაცია, არამედ პროექტებისა და დავალებების ორგანიზება და დროის მენეჯმენტი.

მიმაჩნია, რომ დიჯითალი ბიზნესისთვის აუცილებელი კომპონენტია, რადგან ეს არის ერთგვარი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს თითოეულ მეწარმეს, სწორად შეარჩიოს აუდიტორია, გაზარდოს გაყიდვები და მომხმარებელთა კმაყოფილების დონე. საბოლოოდ კი შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი ციფრულ სამყაროშია.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

სელფი მობაილის 5G უკვე თბილისშიც

უფრო ადრე, სელფი მობაილის 5G გაეშვა აჭარაში, სამეგრელოში და პოპულარულ მთის კურორტებზე გუდაურსა და ბაკურიანში