Cyber Week Sale! 50% Off All Access

და მოგზაურობა იწყება აქ - გიორგი კალანდიას ისტორია "აქ შემთხვევით მოვხვდი"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

noxtton

როდესაც დიზაინ სფეროში ჩემი კარიერის შესახებ ვიწყებ საუბარს, ყოველთვის ვამბობ, რომ აქ შემთხვევით მოვხვდი. ჩემ პირველ სამსახურში სოციალური მედიის მენეჯერისა და დიჯითალ მარკეტერის პოზიციაზე ვმუშაობდი. თუმცა, ერთ-ერთ პროექტზე მუშაობის კრიტიკულ მომენტში მოხდა ისე, რომ გუნდში დიზაინერი არ გვყავდა. გადავწყვიტე, ეს პოსტერი მე შემექმნა და ინიციატივა გამოვხატე. პოსტერის შექმნის შემდეგ მალევე შემომთავაზეს დიზაინის გუნდში გადასვლა და მეც დავთანხმდი.

ეს ჩემთვის საკუთარი თავისა და საყვარელი საქმის აღმოჩენის ახალი შესაძლებლობა იყო.

ბავშვობაში აქტიურად ვთამაშობდი ონლაინ თამაშებს და სხვადასხვა ფორუმზე ვიყავი გაწევრიანებული. თამაშებით ინსპირირებული ხშირად ვატარებდი ექსპერიმენტებს ფოტოშოფში, ვქმნიდი ჩემპიონებისა და ავატარების ვიზუალებს და ფორუმებზე ვტვირთავდი. ამ პერიოდში დავეუფლე ფოტოშოფის საბაზისო უნარებს. პარალელურად, ვორდპრესის მსგავს პლატფორმებზე ვაწყობდი საიტებს და მათი ვიზუალის შექმნაზე ვმუშაობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს ჩემს ჰობის ვუთმობდი, არასდროს მიფიქრია, რომ ჩემი გატაცება ოდესმე პროფესიად გადაიქცეოდა.

თუმცა, დიზაინის გუნდში გადასვლის შემდეგ მალევე გადავწყვიტე ვებდიზაინი პროფესიულ დონეზე მესწავლა. გრაფიკულ დიზაინზე მუშაობის პარალელურად დავიწყე ამ მიმართულებით საკუთარი უნარების განვითარება.

მიუხედავად იმისა, რომ ვუყურებდი სხვადასხვა ტუტორიალებს, ვკითხულობდი სტატიებს და ვათვალიერებდი სხვადასხვა დიზაინერის ნამუშევრებს, საბოლოოდ, ჩემთვის ამ მიმართულებით უნარების შეძენის საუკეთესო საშუალებად ექსპერიმენტების ჩატარება და უშუალოდ მუშაობის პროცესში მიღებული გამოცდილება აღმოჩნდა.

ვიზუალური პარამეტრების შერჩევა, სტილის ძებნა და ფუნქციონალის მისადაგება ჩემთვის ვების შექმნის პროცესის ყველაზე საინტერესო ასპექტებია. ამიტომ ყოველ პროექტზე მუშაობის დროს ძალიან დიდ დროს ვუთმობ ძებნას, ახალი დეტალების აღმოჩენასა და შექმნას.

ეს პროცესი განსაკუთრებით საინტერესო გახდა მას შემდეგ, რაც Noxtton-ის გუნდს შემოვუერთდი. აქ გვიწევს სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, შესაბამისად, ყოველი ახალი პროექტი თუ დავალება ერთმანეთისგან განსხვავებულია. ეს განსხვავებულობა კი ხელს უწყობს მუდმივი ძიების, ახალი მიმართულებებისა და ახალი სტილის აღმოჩენის პროცესს.

მართალია სულ ცოტა ხანია გასული რაც Noxtton-ის გუნდის წევრი გავხდი, თუმცა ძალიან მომწონს თავისუფლი მიდგომა, რომელსაც კომპანიაში შექმნილი გარემო გვთავაზობს. აქ ყველა მზად არის დაგეხმაროს, მოისმინოს შენი იდეები და მოგცეს რჩევები.

Noxtton-ის მენეჯმენტის მთავარი იდეა გუნდის წევრების მიმართ ნდობაზე არის დაფუძნებული, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარი საქმე მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან აკეთოს. რაც, ვფიქრობ, ხელს უწყობს მოტივაციის ამაღლებას და სამუშაო პროცესის ეფექტურობას. აქ გუნდის თითოეულ წევრს გააზრებული აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა, შესაბამისად, მათი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ თითოეული დავალება ეფექტურად და წარმატებით შესრულდეს. ეს კი კომპანიაში მუშაობას ძალიან კომფორტულ გამოცდილებად აქცევს.

საბოლოოდ კი, ყველა ადამიანს, რომელსაც დიზაინის მიმართულება აინტერესებს, ვურჩევ, არ დაივიწყონ პრაქტიკა, არ შეუშინდნენ ექსპერიმენტების ჩატარებას პროგრამებში, მუდმივად იმუშაონ საკუთარი უნარებისა და ხედვის განვითარებაზე. Ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, თეორიული ცოდნა პრაქტიკის გარეშე არასდროს გამოიღებს სასურველ შედეგს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი