Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - ელენე ბიბილეიშვილის ისტორია "პირველი ნაბიჯები ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

იმისათვის, რომ შეძლო საყვარელი პროფესიის პოვნა, საჭიროა თავდაპირველად, აღმოაჩინო საკუთარი თავი - ასე იწყება ჩემი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში.

ბავშვობიდან ვცდილობდი, მეპოვა ისეთი პროფესია, რომელიც საკუთარი თავის მაქსიმალურ რეალიზებაში დამეხმარებოდა. ძალიან ბევრი და ერთმანეთისგან განსხვავებული ინტერესი მქონდა და რატომღაც სულ ვფიქრობდი, რომ მხოლოდ ერთი, კონკრეტული მიმართულება უნდა ამერჩია, რომლის მიმართაც სიყვარულს და ინტერესს არასოდეს დავკარგავდი.

სკოლის დამთავრების შემდეგ პირველად აღმოვჩნდი ციფრულ სფეროში და მაშინვე მივხვდი, რომ ზუსტად ეს არის ის სფერო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. სულ ორი წელი გავიდა, რაც პირველი ნაბიჯები გადავდგი დიჯითალში, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს სფერო ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

ახლა ციფრული მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობ. თუმცა, აქ მოსასვლელი გზა უამრავ უძილო ღამეს, თავდაუზოგავ შრომასა და არაერთ სირთულესთან გამკლავებას ითვლის.

პირველი ნაბიჯები ყოველთვის დიდ ძალისხმევას მოითხოვს. Შესაბამისად, ფორმალური განათლების პარალელურად, ვცდილობდი, უფრო და უფრო მეტი რამ გამეგო და მესწავლა ამ სფეროს შესახებ, სხვადასხვა პლატფორმაზე გავდიოდი ონლაინ კურსებს, უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის გაღრმავებას ინტერნეტში მოძიებული სხვადასხვა ინფორმაციით ვცდილობდი, ასევე არაერთი კურსი გავიარე ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში...

თუმცა, საბოლოოდ მივხვდი, ციფრულ მარკეტინგში თეორიული ცოდნა არაფერია პრაქტიკული გამოცდილების გარეშე. Ძალიან ბევრი პატარა დეტალია, რომელსაც მხოლოდ წაკითხული ან მოსმენილი მასალით ვერ გაიგებ და რომლის სწავლაც მხოლოდ მუშაობის პროცესში შეიძლება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დიჯითალში ცოდნის დაგროვების საუკეთესო საშუალება სწორედ ეს არის - მუდმივად იმუშაო საკუთარ თავზე და ორიენტირებული იყო სამუშაო გამოცდილების დაგროვებაზე.

საფრანგეთში სწავლის დროს ფრილანსერად ვმუშაობდი. სხვადასხვა პროფილის მქონე კომპანიასთან თანამშრომლობა კი დამეხმარა, დამეგროვებინა მრავალმხრივი გამოცდილება და სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებისთვის, ეფექტური ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების შემუშავებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები განმევითარებინა. ამიტომ ვფიქრობ, ფრილანსინგი, განსაკუთრებით დიჯითალ სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, ძალიან კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს, დააგროვონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოახდინონ დროის, ფინანსური თუ ადამიანური რესურსის ეფექტური მენეჯმენტი.

თუმცა, ციფრულ სამყაროში პრაქტიკული ცოდნის მიღების პარალელურად ყველაზე დიდ გამოწვევას მუდმივი ცვლილებები და ტესტინგის მუდმივი საჭიროება წარმოადგენს. ეს ისეთი სფეროა, რომელიც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. საჭიროა, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა. თუ მოდუნდები, ჩამორჩები და დაკარგავ პროდუქტიულობას.

ეს გამოწვევა კი შეიძლება ითქვას ჩემი პროფესიის ხიბლდაც იქცევა - "რაც არ გკლავს, გაძლიერებსო" ამბობენ და ვფიქრობ, მართლაც ასეა. ჩემს პროფესიაში ეს სირთულე მის ხიბლად იქცევა, რადგან მუდმივი გამოწვევები მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს და სამუშაო პროცესს უფრო და უფრო საინტერესოს ხდის.… ზოგადად, ციფრული მარკეტინგის სფერო განუზომლად დიდია, რთულია და გამოწვევებით არის სავსე, მაგრამ ერთი უნივერსალური რამ, რაც ყველა გამოწვევის დაძლევაში გეხმარება - მონდომებაა. თუმცა, ჩემთვის მონდომება ფარდობითი ცნებაა და ვფიქრობ, რომ ის მონდომება თავდაუზოგავი შრომის გარეშე - უშედეგოა. ამიტომ, ჩემთვის ციფრულ მარკეტინგში წარმატების ფორმულა ორი კომპონენტისგან: მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისგან შედგება.

სწორედ თავდაუზოგავი შრომისა და მონდომების შედეგად მოვხვდი Noxtton-ში. ეს არის კომპანია, სადაც შეგიძლია თვალნათლივ დაინახო და შეიგრძნო, თუ რას ნიშნავს მუშაობდე ციფრულ სამყაროში და იყო ე.წ. "Game Changer"-ი. აქ მუშაობის პროცესი ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და ციფრული ხელსაწყოების გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია. ეს ის ადგილია, სადაც დიჯითალით დაინტერესებული ადამიანი აუცილებლად უნდა მოხვდეს.

დიჯითალის სამუშაო პროცესებში გამოყენება მენეჯმენტის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ყველას და ყველაფერს თავისი დრო, ადგილი და რესურსი აქვს გამოყოფილი, რაც როგორც კომპანიისთვის, ასევე თანამშრომლებისთვის ძალიან ხელსაყრელია, რადგან სამუშაო პროცესს უფრო ეფექტურს და უფრო მეტად პროდუქტიულს ხდის.

საბოლოოდ კი ყველა იმ ადამიანს, რომელსაც სურთ ციფულ სამყაროში დაიწყონ მუშაობა, ვურჩევ, მოემზადონ უსასრულოდ დიდ და საინტერესო სამყაროში შესასვლელად. იმისთვის, რომ დიჯითალში წარმატებას მიაღწიო, საჭიროა ძალიან დიდი ყურადღება და მონდომება. არ უნდა დავიზაროთ, რაც შეიძლება მეტჯერ გავტესტოთ, შევადაროთ, გავაანალიზოთ... არ უნდა შეგვეშინდეს შეცდომების, რადგან შეცდომები აუცილებლად იქნება და უნდა შევეცადოთ, ეს შეცდომები გაკვეთილად მივიღოთ.

Აუცილებლად გახსოვდეთ, რომ შრომითა და მონდომებით ყველაფერი შესაძლებელია. მომავალ ციფრულ მარკეტერებს კი აუცილებლად ვურჩევდი, მაღალ CTR-ს და დაბალ CPR-ს!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

როგორ დავიწყო ბიზნესი

როგორ დავიწყოთ ბიზნესი (თითქმის) უფულოდ?

ბიზნესის წამოწყება და განვითარება საკუთარი ფინანსური ინვესტიციის გარეშეც შესაძლებელია, თუკი კარგად იცით, რას აკეთებთ

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინდუსტრიული ტრენდები

ჩირდილი - სოციალური საწარმო მთაში

"ჩვენი ჯგუფის მიზანია ხევსურეთის, როგორც მაღალმთიანი რეგიონის, წარმოჩენა."