Get All Access for $5/mo

და მოგზაურობა იწყება აქ - ლუკა ლორთქიფანიძის ისტორია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ჩემი პირველი კარიერული ნაბიჯები, პროფესიის არჩევის დროს გადავდგი. გადაწყვეტილების მიღება და სწორი მიმართულებებისკენ გეზის აღება რთული პროცესია კარგი მენტორის გარეშე.

ვეძებდი გამოცდილ პროგრამისტებს, მათ ვეკითხებოდი რჩევებს, ვკითხულობდი სხვადსახვა მასალას ინტერნეტის დახმარებით.

ტექნოლოგიურ სამყაროში მუშაობის მოტივაცია ვფიქრობ, რომ ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს. შეგიძლია ისწავლო უფასოდ, იმუშაო დისტანციურად, ნებისმიერ დროს. დიჯითალში, პროგრამირება ჩემთვის ყველაზე საინტერესო სპეციალობაა.

პროგრამირება, რომ ისწავლო უნდა დაწერო პროგრამები, ეს არის ერთადერთი გზა. სწავლა რთული იმდენად არაა, რამდენადაც იდეის მოფიქრება. სხვადასხვა მასალის გაცნობის მერე ეს იდეებიც ჩნდება. ვფიქრობ, რომ კომპიუტერები ადამიანების ცხოვრებაზე უდიდეს გავლენას ახდენს და ასევე იქნება მომავალშიც, გაცილებით მეტადაც. Პროგრამირება უნივერსიტეტში დავიწყე, მეორე კურსიდან პრაქტიკულ საქმიანობაში ჩავები. ვმუშაობდი, როგორც პირად ასევე დამსაქმებლის მიერ მომაგრებულ პროექტებზე.

ივლისში შემოვუერთდი Noxtton-ის გუნდს, დასაწყისშივე ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. თავისუფალი სამუშაო გრაფიკი და დამოკიდებულებები, რაც აქ დამხვდა სასიამოვნოს ხდის ამ აქტიურ სამუშაო პროცესს, რომელშიც ჩვენი გუნდი ვართ ჩართული. backend დეველოპერის პოზიციას ვიკავებ და პარარელურად სწავლასაც ვაგრძელებ. მოქნილი დედლაინები და თავისუფალი გრაფიკი გვაქვს, რაც იმას განაპირობებს, რომ უფრო პროდუქტიული ვარ. ვითავსებ project owner-ის მოვალეობებსაც, რაც ასევე დიდი პასუხისმგებლობაა. მუშაობასთან ერთად, პარარელურად უნივერსიტეტსაც ვაგრძელებ.

გამოვარჩევდი ხელოვნური ინტელექტის მხრივ ჩემ ჩართულობას. სხვადასხვა პროფესიაში ადამიანის მონოტონური, რუტინული საქმის ჩანაცვლება უკვე შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს.

დასაწყისში, ინტერვიუზე დეტალურად მიმოვიხილეთ ჩემი ინტერესები და ზუსტად იმ პროექტებში ჩავერთე, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა. ეს პროექტი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რასაც ახლა ვაკეთებ არის შედარებით High Level, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრ ისეთ რამეს ვქმნი რისი ფუნდემანტალებიც კარგად არ მესმის. ჩემი სამომავლო გეგმაა, რომ რაც შეიძლება მალე დავეუფლო Machine Learning-ის მათემატიკურ ფუნდამენტებს, ამის შემდეგ ბევრად პროდუქტიული და საინტერესო გახდება მუშაობა, Noxtton-ში მაქვს ამის შესაძლებლობა რომ ვიმუშაო რეალურ პროექტებზე და პარალელურად დავუთმო დრო პრინციპების სწავლას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი