📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

დაფინანსების მოპოვება და ბიზნეს გეგმის შექმნა - BTU და Henley Business School-ის ტრენინგები ანტრეპრენერებს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

BTU-ს მეწარმეობის ცენტრი, ბრიტანულ Henley Business School-თან პარტნიორობით, ონლაინ ბიზნეს კლინიკის პროგრამას ყველაზე აქტუალური და მოთხოვნადი ტრენინგებით იწყებს.

,,როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა'' და ,,როგორ მოვიპოვო სახელმწიფო დაფინანსება სტარტაპისთვის'' ტრენინგების სერიაა, რომელიც ყველა მსურველისთვის სრული დაფინანსებით ჩატარდება. ტრენინგების მიზანია იმ სტარტაპების და ანტრეპრენერების მხარდაჭერა, რომელთაც სურთ შესაბამისი განაცხადის მომზადება სხვადასხვა სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებლად, სურთ შეიმუშაონ ბიზნეს გეგმა რომელიც დააკმაყოფილებს ფინანსური ინსტიტუციების მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს, ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო დაფინანსების გასაცემად.

ტრენინგები ჩატარდება ონლაინ ფორმატში:

  • ,,როგორ დავწერო ბიზნეს გეგმა'' – 9 დეკემბერი, 18:00საათი. ტრენერი მარიამ ქოიავა, მმართველი პარტნიორი, SavvY

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

  • ,,როგორ მოვიპოვო სახელმწიფო დაფინანსება სტარტაპისთვის'' – 14 დეკემბერი, 17:30საათი, გიორგი ბაგაშვილი, Matching Grants Coordinator of GENIE project by World Bank.

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

სამმაგი აკრედიტაციის მქონე ბრიტანული Henley Business School BTU-ს მეწარმეობის ცენტრის თანადამფუძნებელია. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ცენტრის ფარგლებში ტრენინგები, მენტორშიპის პროგრამები, პრეაქსელერაცია, სამეცნიერო კვლევები და სხვა პროექტები ინტენსიურად მიმდინარეობს.

ცენტრის მიერ დაგეგმილ პროექტებს შორისაა ტრენინგები და ანტრეპრენერთა ინდივიდუალური კონსულტაციები ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებში: ფანდრაიზინგი, საგრანტო განაცხადების მომზადება, ინვესტორთან ურთიერთობა, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და სხვა.

ცენტრის მიერ დაგეგმილი ტრენინგები ეტაპობრივად დაანონსდება მთელი წლის განმავლობაში.

ტრენინგებზე დასწრების მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი