დანართი #2 - კიდევ ვის შეუძლია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება?
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს მთავრობამ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა იმ 67 მეწარმე სუბიექტის ჩამონათვალი, რომლებსაც არ ეზღუდებათ ფუნქციონირება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში.
დღეს ვრცელდება დანართი #2, რაც აზუსტებს იმ კომპანიებს ვისაც შეუძლიათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელება.
დანართი №2
დანართი №3
ეკონომიკური საქმიანობები და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტები/მეწარმე სუბიექტები, რომლებიც არ იზღუდება საგანგებო მდგომარეობის პერიოდში
1. სამაცივრე მეურნეობები;
2. საბაჟო საწყობები;
3. ცხოველთა სასაკლაოები;
4. სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
5. სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;
6. სასათბურე მეურნეობები;
7. საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა.