Get All Access for $5/mo

Data Challenge - მონაცემთა მეცნიერებაში საკუთარი თავის გამოვლენისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, სამყაროში სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი გროვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვნად იზრდება ბიზნესების მოთხოვნა მონაცემთა მეცნიერებზე, რომლებიც შეძლებენ დაგროვებული ინფორმაცია კომპანიებისთვის სასარგებლო გადაწყვეტებად აქციონ და ხელი შეუწყონ როგორც ბიზნესის ზრდას, ასევე კომპანიის განვითარებას.

ამ ტენდენციის კვალდაკვალ, "საქართველოს ბანკი", როგორც საქართველოში ტექნოლოგიური ინოვაციების მთავარი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს, Data Challenge-ს, წელიწადზე მეტია ახორციელებს. ინიციატივა მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, შეიტანონ წვლილი ბიზნესის გაციფრულებაში და გახდნენ მონაცემთა საზოგადოების გამორჩეული წევრები. სულ ცოტა ხნის წინ Data Challenge-ის მეორე ნაკადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომლებმაც ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგიის შექმნაზე იმუშავეს. I ადგილის მფლობელ Charlies Angels 30 000 ლარი, მეორე ადგილზე გასულ N3-ს 15 000 ლარი, ხოლო მესამეადგილოსან Synapse NLP-ს 5 000 ლარი გადაეცა.

რა არის Data Challenge?

პროექტის მიზანი საქართველოში ინოვაციების, ტექნოლოგიებისა და მონაცემთა მეცნიერების განვითარების ხელშეწყობაა. Data Challenge ამ მიმართულებებით დაინტერესებულ პირებს ხელს უწყობს, გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, შეიძინონ ახალი კონტაქტები და მიიღონ "საქართველოს ბანკში" დასაქმების შესაძლებლობა.

ზოგადად, Data Challenge-ში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვინც დაინტერესებულია კომპიუტერული მეცნიერებების, მათემატიკის, ფიზიკის, ეკონომიკის, ვიზუალიზაციის, კომუნიკაციის, სტატისტიკისა და მანქანური სწავლების სფეროთი. ამისათვის საჭიროა, ინდივიდუალურად ან გუნდთან ერთად ამოხსნა და გადაჭრა სხვადასხვა ტექნოლოგიური დავალება. გამორჩეული გადაწყვეტების ავტორები მიიღებენ ფულად პრიზს 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან. Data Challenge-ის მონაწილეების შეფასება როგორც პროფესიონალი მონაცემთა მეცნიერების მიერ, ასევე ავტომატურად, ონლაინპლატფორმის მეშვეობით ხდება.

რა სახის კარიერულ შესაძლებლობებს იძლევა Data Challenge?

პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა უნდა გადაჭრან გამოწვევები, რითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ათასობით ადამიანის საბანკო გამოცდილება. სწორედ ამ ტექნოლოგიური გადაწყვეტებიდან გამომდინარე, "საქართველოს ბანკის" მიზანია, აღმოაჩინოს ტალანტები, დაასაქმოს ისინი ბანკში და მისცეს შესაძლებლობა, გახდნენ უდიდესი ბრენდის გუნდის წევრები. დასაქმების შემდეგ, ტექნოლოგიურ ტალანტებს ექნებათ შანსი, იმუშაონ ისეთ მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ სერვისებს და მისცემენ მათ შესაძლებლობას, მიიღონ უფრო ეფექტიანი, ზუსტი და სწრაფი მომსახურება.

რას ნიშნავს, იყო მონაცემთა მეცნიერი "საქართველოს ბანკში?"

"საქართველოს ბანკი" მუდმივად ცდილობს სიახლეების დანერგვასა და მონაცემთა მეცნიერების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების წახალისებას. Data Challenge კი იძლევა შესაძლებლობას, ბრენდმა აღმოაჩინოს უამრავი ტალანტი, რომლებიც საბანკო გამოცდილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებენ. ამასთან, აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს საქართველოში მონაცემთა მეცნიერების პოპულარიზაციასა და შესაბამისი საზოგადოების შექმნას.

"საქართველოს ბანკის" მონაცემთა მეცნიერების გუნდის წევრობა კი ნიშნავს, რომ:

  • ცდილობ ბრენდთან ერთად გააუმჯობესო პროცესები და მომხმარებელს შესთავაზო უფრო სწრაფი და ეფექტიანი მომსახურება;
  • გაქვს მუდმივი, მრავალფეროვანი სიახლეები სამუშაო პროცესში;
  • მუშაობ დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და ყოველდღიურად გეძლევა შესაძლებლობა, შეიძინო ახალი ცოდნა და გამოცდილება;
  • ხელს უწყობ ბიზნესისა და ტექნოლოგიების განვითარებას და უკეთესი გარემოს/ეკოსისტემის შექმნას;
  • ხარ მუდმივად მოთხოვნადი კადრი.

აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე ორჯერ გაიმართა. Data Challenge-ის პირველი სერიის ფარგლებში 125 გუნდიდან 3 გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებმაც წარმატებით ამოხსნეს დავალება სისტემის ალგორითმულ გადაწყვეტაზე და მოიპოვეს 30 000, 15 000 და 5 000 ლარის ოდენობის ფულადი პრიზები. გამარჯვებულები იყვნენ:

  • Pied Piper ‒ 30 000 ₾
  • Synapse ‒ 15 000 ₾
  • Brainblinker ‒ 5 000 ₾

მეორე სერიის კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. მონაწილეებმა იმუშავეს NLP-ის გამოყენებით, "საქართველოს ბანკის" Facebook-გვერდზე მომხმარებლების კომენტარების სენტიმენტების ანალიზზე. გუნდებმა წარმატებით ამოხსნეს დავალება და მოგებული თანხა 50 000-ლარიანი საპრიზო ფონდიდან გაინაწილეს. მონაწილეები ერთი თვის განმავლობაში ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგიის შექმნაზე მუშაობდნენ, რომელიც მომხმარებლის დამოკიდებულების იდენტიფიცირებისთვისაა საჭირო. გამარჯვებულები კი იყვნენ:

  • CharliesAngels ‒ 30 000 ₾
  • N3 ‒ 15 000 ₾
  • Synapse NLP ‒ 5 000 ₾

Data Challenge-ის მასშტაბური პროექტი გრძელდება და ინიციატივის ფარგლებში, "საქართველოს ბანკი" საინტერესო გამოცდილებასა და კარიერულ წინსვლას ისევ შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს. დაელოდეთ მესამე სერიის დაწყებას, რომლის შესახებ ინფორმაცია მითითებულ ბმულზე გავრცელდება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

მეიჯერელ საქართველო დისტანციურ დასაქმებას განაგრძობს

"მეიჯერელი" სწრაფად იზრდება, ყოველ წელს ახალი დამკვეთები შემოდიან საქართველოს ბაზარზე, რაც კომპანიას კიდევ უფრო მეტი ადამიანის დასაქმების საშუალებას აძლევს