Sponsored Content

DataFest Tbilisi 2023 - მასშტაბური ფესტივალი მონაცემებისა და ვიზუალიზაციის შესახებ იწყება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლევანდელი DataFest Tbilisi 2023, რომელიც აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მასშტაბით მონაცემთა უდიდესი ფესტივალია, წელს უკვე მეშვიდედ, 9-11 ნოემბერს ჩატარდება.

ფესტივალი ყოველწლიურად თავს უყრის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია მონაცემთა მეცნიერებასთან და ვიზუალიზასთან - მარკეტერებს, ფინანსისტებს, დეველოპერებს, მონაცემთა ანალიტიკოსებს, ხელოვნური ინტელექტის ინჟინრებს, დიზაინერებს, სტარტაპერებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს და სახელმწიფო მართვის სპეციალისტებს. ფესტივალმა 2017 წლიდან დღემდე 80-მდე ქვეყნიდან 4 ათასზე მეტ მონაწილეს, 200-ზე მეტ ვორქშოფსა და სპიკერს უმასპინძლა, მათ შორის, ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა: Google, Meta, და Amazon.

ორგანიზატორი ორგანიზაცია ForSet გეგმავს, რომ გასული წლების მსგავსად, ფესტივალის სცენა გამოიყენოს მნიშვნელოვან პლატფორმად, მწვავე გლობალური თუ ლოკალური პრობლემების წარმოსაჩენად.

წლევანდელი ფესტივალის თემებია:

  • მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი მისი ეთიკურად გამოყენება
  • მონაცემთა აქტივიზმი და ღია მმართველობა
  • დეზინფორმაცია და არჩევნები
  • კლიმატი და გარემოსდაცვითი მონაცემები

ფესტივალზე სპიკერებად მოწვეულები არიან მონაცემთა ვიზუალიზაციის და ტექნოლოგიის სფეროს წამყვანი ექსპერები ისეთი კომპანიებიდან, როგორიცაა Flourish, Canva, Chatham House, Macaw.

DataFest Tbilisi 2023-ის ორგანიზატორია ForSet - არასამთავრობო ორგანიზაციის, კრეატიული სააგენტოს, დიზაინის სტუდიისა და დეველოპერული კომპანიის უნიკალური ჰიბრიდი. ორგანიზაციის მიზანი მონაცემების, დიზაინისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.

ფესტივალის მთავარი პარტნიორები არიან: საქართველოს ბანკი, ევროპის საბჭო, USAID-ის ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა, ZINC NETWORK.

პარტნიორები არიან: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, გრანთ თორნთონ საქართველო, Alliance of Democracies, National Endowment for Democracy, Open Government Partnership.

მხარდამჭერები არიან: Making Science Sweeft, ოპტიო, ტერმინალი, სმარტ აკადემია, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამა, askgov.ge და ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა.

მედიაპარტნიორები: next.on.ge, marketer.ge, Business Media, dev.ge, entrepreneur.ge