Sponsored Content

DataMind | ინტერვიუსების სერია აქსელის პორტოლიო სტარტაპებთან და ანგელოზ ინვესტორებთან

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სტარტაპის შექმნისა და განვითარების გამოწვევებით სავსე გზაზე თითოეულ მხარდამჭერს დიდი როლი აქვს. ქართულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემაში, სტარტაპების ერთ-ერთი ასეთი ქომაგი და მხარდამჭერი აქსელი - საქართველოს ანგელოზი ინვესტორების ქსელია, რომელიც თავისი ინიციატივებით, ყოველთვიური ღონისძიებებითა და სხვადასხვა პროექტებით სტარტაპებს ეკოსისტემის ნამდვილ ანგელოზებთან - ანგელოზ ინვესტორებთან აკავშირებს. ეს დინამიკა აქსელის მისიას ეხმიანება და საქართველოში ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს.

ირაკლი ბიწკინაშვილი - სტარტაპ DataMind-ის იურიდიული და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ლაშქარავა - აქსელის საინვესტიციო საბჭოს წევრი და გური ქოიავა - აქსელის თანადამფუძნებელი განიხილავენ სტარტაპის პირველ ნაბიჯებს, ანგელოზი ინვესტორების მნიშვნელობას სტარტაპის ზრდა-განვითარების პროცესში და საინტერესო რჩევებს გაგვიზიარებენ.

გური: პირველ რიგში, მკითხველს ის ვუთხრათ, რომ მე და ლევანიც დატამაინდის ინვესტორებს შორის ვართ და ამ პერსპექტივითაც გავაზიარებთ გამოცდილებას ამ ინტერვიუში. ირაკლი, კარგად მახსოვს, რომ DataMind-ის იდეა აქსელის ანგელოზი ინვესტორებისთვის თავიდანვე საინტერესო და მიმზიდველი იყო. როგორ გაიხსენებდი აქსელთან პირველ შეხებას და ამ გამოცდილებას შენი დღევანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეაფასებდი პროცესებს?

ირაკლი: მოდი, მეც თავიდან დავიწყებ. როცა DataMind აქსელში მოვიდა ძალიან, ძალიან საწყის ნაბიჯებს დგამდა. როგორც ახსენე, სწორედ აქ იყო ჩვენი პირველი დიდი ფიჩიც და ინვესტორებთან პირველი კომუნიკაციაც, რაც არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ კარგი გამოცდილება აღმოჩნდა. ამან ბევრი რამ გვასწავლა, ბევრი შესაძლებლობის კარიც გაგვიხსნა და საბოლოოდ, ინვესტიციების მოზიდვაშიც დაგვეხმარა.

გური: რადგან ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, გაგვიზიარე რას აქცევ ყურადღებას ამ პროცესში? რა არის ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რასაც ინვესტორებთან კომუნიკაციისას აუცილებლად აკვირდები?

ირაკლი: ინვესტიციის მოზიდვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორებს სტარტაპისთვის დამატებითი ღირებულება მოჰქონდეთ. სწორედ ამიტომ, ვეძებთ "Smart Money"-ის და არა უბრალოდ ფინანსურ ინვესტიციას. ეს, ერთის მხრივ, გვეხმარება ჩვენი კომპანიის კიდევ უფრო განვითარებაში, რაც, ცხადია, ინვესტორის ინტერესის საგანიცაა. რაც უფრო მეტად დაგვეხმარებიან ინვესტორები ჩვენ და რაც უფრო წინ წავალთ, შესაბამისად - გაიზრდება ინვესტორების წილის ღირებულებაც სტარტაპში და მათი ინვესტიციაც უფრო ღირებული გახდება. ეს კი, ალბათ დამეთანხმებით, თითოეულ ინვესტორს სურს:).

გური: ნამდვილად, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ანგელოზი ინვესტორის ჩართულობას იმ გამოწვევების დასაძლევად, რასაც სტარტაპი შეიძლება წააწყდეს. ლევან, როგორც აქტიური ანგელოზი ინვესტორი, შენი მხრიდან როგორ შეაფასებდი სტარტაპში დამატებითი ღირებულების მოტანის მნიშვნელობას?

ლევანი: როგორც ირაკლიმ ახსენა, ის "Smart Money-ს" ეძებს. ეს აბსოლუტურად სწორი მიდგომაა. ვიტყოდი, რომ მთელი ანგელოზი ინვესტორობის უპირატესობაც სწორედ სტარტაპში ინვესტირების ეს პრინციპია. ანგელოზი ინვესტორის ინვესტიცია, ხშირ შემთხვევაში, მსხვილი ჩეკი არ არის. სწორედ ამით განვსხვავდებით Venture Capital Fund -ებისგან. ანგელოზი ინვესტირების შემთხვევაში, ჩეკის ზომა მნიშვნელოვნად ნაკლებია, მაგრამ ამას სტარტაპისთვის სხვა დამატებითი ღირებულება მოაქვს. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ ინვესტორებმა თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ სტარტაპებს; მისცენ საჭირო ორგანიზაციებთან კონტაქტის დამყარების შესაძლებლობა; დაეხმარონ მათთან შეხვედრაში - ეს, ნამდვილად, ძალიან მნიშვნელოვანია.

გური, შენთან გადმოვალ მე კითხვით, რადგან ინვესტორებზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ შენ კარგად უნდა მოყვე ასევე, თუ რას აძლევს აქსელი თავის მხრივ ინვესტორებს, გარდა საინვესტიციო შესაძლებლობებისა. ვგულისხმობ განათლების, ცოდნის გადაცემისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის ნაწილში.

გური: კარგი საკითხია, ნამდვილად და თუ ჩვენს სტატიებს პოტენციური ანგელოზებიც გაეცნობიან, საინტერესო იქნება მათთვის. აქსელში ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი მიდგომაა "Learn by Doing", როცა ჩვენი კლუბის წევრები პროცესში სწავლობენ სტარტაპებში ინვესტირებას. Ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ჩვენი წევრები ერთმანეთს უზიარებენ უკვე დაგროვილ გამოცდილებასა და ექსპერტიზას, ხშირად კი ერთმანეთის ნდობით შედიან, როგორც ვიტყოდით "ერთმანეთს მიჰყვებიან" ამა თუ იმ გარიგებაში.

რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს, რომელსაც აქსელი წევრებს სთავაზობს, უნდა გამოვყოთ ჩვენი ახალი გაიდლაინები, რომელიც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით შეიქმნა. პროგრამასთან პარტნიორობით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები საქართველოში ანგელოზი ინევსტირების გარემოს გაძლიერებისკენ და ამ თანამშრომლობის ფარგლებში, როცორც ვთქვი, შევქმენით სახელმძღვანელოები, რომლებიც მიზნად ისახავს ანგელოზი ინვესტირებისა და სტარტაპ საინვესტიციო გარემოს გაძლიერებას. შემუშავებული დოკუმენტები მორგებულია ქართულ რეალობაზე და მოიცავს ინვესტირების გზისა და სრული პროცესის ამომწურავად აღწერას, რაც დაეხმარება ინვესტორებს, შეაფასონ ჩვენ მიერ შეთავაზებული გარიგებები და უფრო ეფექტიანად წარმართონ სტარტაპებში ინვესტირების პროცესი. პროექტის ფარგლებში ასევე შემუშავდა აქსელში ახალი ინვესტორების გაწევრიანების პროცესის გაუმჯობესებული ფორმა.

გური: მე ისევ მივუბრუნდები ირაკლის და სტარტაპის გამოცდილებას. აღსანიშნავია, რომ აქსელმა DataMind-ში თანხა უკვე ორჯერ დააინვესტირა, რითაც სტარტაპისადმი თავისი ნდობა გამოხატა და რწმენაც დაადასტურა. მოგვიყევი რა ეტაპზეა ახლა DataMind და რა გეგმები გაქვთ?

ირაკლი: ამ ეტაპზე DataMind – ში რაუნდი გახსნილი გვაქვს და გვინდა, რომ 1.750.000 დოლარის ინვესტიცია მოვიზიდოთ. ინვესტიციის მცირე წილი იქნება საქართველოდან და ალბათ, უფრო დიდი წილი იქნება საზღვარგარეთიდან - ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ამ ეტაპამდე კი დიდი შრომით, ძალისხმევითა და ჩვენი ანგელოზი ინვესტორების მხარდაჭრით მოვედით. ვიტყოდი, რომ ანგელოზ ინვესტორებში ძალიან გაგვიმართლა, რადგან ისინი არაერთხელ დაგვხმარებიან. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ასე არ ხდება და ვფიქრობ, რომ ნამდვილად აქსელმა დაიწყო სტარტაპების მხარდაჭერა და ზრუნვა: ''მოდი დავეხმაროთ სტარტაპებს, მოდი მივცეთ მათ მეტი შესაძლებლობა, მოდი ვკითხოთ რაში შეგვიძლია მათი დახმარება'', ამას ძალიან მივესალმები მეც და დარწმუნებული ვარ ნებისმიერი სხვა სტარტაპერიც.

DataMind-სთვის ბევრი კარი სწორედ ასე გაიღო. აქსელმა და ჩვენმა სხვა ანგელოზმა ინვესტორებმა არაერთხელ გაგვიკეთეს ე.წ "warm intro"-ები და ამით ახალი კონტაქტები დავამყარეთ. ამან ნამდვილად წინ წაგვწია და საბოლოოდ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რომ ინვესტიცია მხოლოდ ფული არ არის, ინვესტიცია არის დამატებითი ღირებულება, რომელსაც ინვესტორი სძენს სტარტაპს.

თუ გსურთ დაიწყოთ სტარტაპებში ინვესტირება და გახდეთ კლუბის წევრი ანგელოზი ინვესტორი, გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე: https://axelnetwork.org/register

თუ სტარტაპის დამფუძნებელი ხართ და გსურთ მომავალ ღონისძიებებზე ანგელოზი ინვესტორების წინაშე თქვენი ბიზნეს იდეით წარსდგეთ, შეავსეთ ეს აპლიკაცია: https://rb.gy/0fa1h