დავით მიზანდარი მრავალჯერადი გამოყენების ელექტრო ნიღაბზე მუშაობს ქართველ ანტრეპრენერს იმედი აქვს მალე სრულად დაამთავრებს პირველ proof-of-concept-ს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართველი ანტრეპრენერი, დავით მიზანდარი მრავალჯერადი გამოყენების, ვირუსული ინფექციებისაგან დამცავ ელექტრო ნიღაბზე მუშაობს. მან დააკავშირა ჰაერის ფილტრაციის/სტერილიზაციის რამდენიმე მეთოდი, რომლებიც დიდი ხანია სხვადასხვა აპარატურაში წარმატებით გამოიყენება, ესენია: ჰეპა ფილტრი, ჰაერის იონიზატორი და ულტრაიისფერი ნათება.
ნიღაბს აქვს ვირუსებისგან დაცვის რამდენიმე ბარიერი:
- შემოსული ჰაერი ჯერ იფილტრება ჰეპა და ნახშირის ფილტრის საშუალებით, რომელზეც ძლიერი დიოდის საშუალებით ხდება UV-C (254 nm) ნათება და ფილტრის შიდა და გარე ზედაპირის მუდმივი სტერილიზაცია
-შემდეგ ჰაერი გადადის დახვეულ მილაკში, რომელიც შიგნიდან დაფარულია ვერცხლის იონებით
რის შიგნითაც ასევე ხდება UV-C (254 nm) ნათება და ჰაერის მუდმივი სტერილიზაცია
- საჰაერო მილაკის ბოლოს ჰაერი გადის იონიზაციის კამერას, სადაც ჰაერის ნაწილაკები იმუხტებიან უარყოფითი იონებით და კიდევ ერთხელ ახდენენ დარჩენილი ბაქტერიების ან დამაბინძურებელი ალერგენების ან მტვრის უმცირესი ნაწილაკების საბოლოო განეიტრალებას.
საბოლოო ჯამში კი მივიღებთ 99.9%-ით სუფთა ჰაერს.
ნიღაბში მოთავზებულია აკუმულატორი, რომელიც ერთი დატენვით მას 8-12 საათი მუშაობის საშუალებას მისცემს. მათ ვისაც აქვთ სუნთქვის უკმარისობა, ან საჭიროა მეტი ჰაერი ფიზიკური დატვირთვის დროს ნიღაბს აქვს BOOST AIR-ჩართვის ფუნქცია, რაც ჰაერის ნაკადის მიკრო ძრავით ავტომატურ მიწოდებას ახორციელებს სუნთქვის რითმის მიხედვით.
ნიღაბს აქვს ორი ცალი გამშვები სარქველი, რომელიც გამოსუნთქულ ჰაერს მთლიანად გაუშვებს გარეთ და არ მოხდება მასში კონდენსატის წარმოქმნა.
ნიღაბს ასევე გააჩნია გარე UV-C ნათება მიმმართველით, რაც სხვა ნივთების სტერილიზაციაში დაგეხმარებათ (ტელფონი, საფულე, კარის სახელური და ა.შ)
ნიღაბის გაწმენდა შესაძლებელია სველი ან სპირტიანი ხელსახოცით, ადვილად ეცვლება ჰეპა ფილტრი.
პირველი პროტოტიპი დამზადებულია მთლიანად 3D პრინტერის საშუალებით.
დავით მიზანდარმა ნიღაბი დაამზადა ზუსტად 48 საათში, რომელიც ამ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ ფილტრით და UV სტერილიზატორით, დანარჩენი ნაწილები გზაშია და ქართველ ანტრეპრენერს იმედი აქვს მალე სრულად დაამთავრებს პირველ proof-of-concept-ს.