"დეტექტი" – სახანძრო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტი 400-ზე მეტი წარმატებული პროექტით საქართველოში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის წარმართვა საქართველოში ხშირად რისკების სწორ მართვასა და იმ საჭიროებების დროულ აღმოჩენას ნიშნავს, რომლებიც ბაზარზე ჯერ კიდევ აუთვისებელია. სწორედ ასე, 2021 წელს, პანდემიისგან გამოწვეული ეკონომიკური რყევების ფონზე, ბაზარზე გაჩნდა "დეტექტი" – კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა არა მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების სისტემების ინსტალაცია, არამედ ამ სფეროში სრულიად ახალი, ექსპერტული კულტურის დამკვიდრება.
იმ დროს, როდესაც ქვეყანაში სახანძრო უსაფრთხოების ახალი რეგულაციები ძალაში შედიოდა, ბიზნესსექტორი სერიოზული დილემის წინაშე აღმოჩნდა: კვალიფიციური კადრების დეფიციტი და არაკეთილსინდისიერი მიდგომები სფეროს განვითარებას აფერხებდა.
"2021 წელს გადავწყვიტეთ დაგვეფუძნებინა კომპანია, რომელიც ამ გამოწვევებს უპასუხებდა. ბაზრის ანალიზმა დაგვანახა, რომ ბევრ კომპანიას უჭირდა ახალ რეგულაციებთან სრულად შეგუება. ჩვენი მიზანი სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრა და პარტნიორებისთვის ექსპერტული ცოდნის გაზიარება გახდა", – იხსენებს კომპანიის დამფუძნებელი, გიორგი გიორგაძე.
ნებისმიერი კომპანიის წარმატება იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც იდეის გარშემო ერთიანდებიან. "დეტექტმა" აქცენტი იმ პროფესიონალებზე გააკეთა, რომლებისთვისაც უსაფრთხოება მხოლოდ ტექნიკური დავალება კი არა, ღირებულებითი საკითხია.
გუნდის ფორმირებისას პრიორიტეტი ინდუსტრიის სტანდარტების ცოდნა და მაღალი კვალიფიკაცია იყო. სწორედ ამ პროფესიონალიზმმა განაპირობა ის, რომ დღეს "დეტექტი" საქართველოს ბიზნესის ასოციაციის (BAG) წევრია, რაც კომპანიის სანდოობისა და სტაბილურობის კიდევ ერთი დასტურია.
"გუნდი ჩამოყალიბდა ისეთი ადამიანების გარშემო, ვინც რეალურად იზიარებს ჩვენს ხედვასა და ღირებულებებს. დღეს ეს ძლიერი გუნდი არის იმის გარანტი, რომ ნებისმიერი პროექტი, რისკების შეფასებიდან ინსტალაციამდე, უმაღლეს დონეზე შესრულდება", – აღნიშნავს გიორგი.
პირველი ნაბიჯები ყოველთვის რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მომხმარებელს უჭირს კვალიფიციური სერვისის გარჩევა არაპროფესიონალურისგან. თუმცა, "დეტექტმა" შეძლო მოკლე დროში დაემტკიცებინა თავისი უპირატესობა.
დღეს კომპანიის პორტფოლიო 400-ზე მეტ წარმატებულ პროექტს აერთიანებს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო მასშტაბურ მიზნებზე იფიქრონ. მათი ამბიცია ახლა განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული, უახლესი ტექნოლოგიების დანერგვაა, რაც ხანძრის ადრეულ გამოვლენას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.

როგორც Entrepreneur-თან ინტერვიუში გიორგი გიორგაძე აღნიშნავს, "დეტექტი" არ არის მხოლოდ სერვისისა და კომპონენტების მიმწოდებელი; ის ბიზნესის პარტნიორია, რომელიც პროცესს სრულად მართავს. კომპანიის მომსახურების სპექტრი მოიცავს:
- შენობის კატეგორიზაციის მიხედვით რისკების პროფესიონალურ შეფასებას: საფრთხეების იდენტიფიცირებას სამუშაოს დაწყებამდე.
- კონსულტაციას: პარტნიორებისთვის ყველა საჭირო ინფორმაციის მიწოდებას.
- პროექტირებას: სისტემების პროექტის დამუშავებას მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან სრული შესაბამისობით.
- ინსტალაციასა და შემდგომ მენეჯმენტს: სწრაფ და მოქნილ სამუშაო პროცესსა და ტექნიკურ მხარდაჭერას.
- კომპონენტების იმპორტს: უმაღლესი ხარისხის სახანძრო სისტემების ნაწილების რეალიზაციას.
ნებისმიერი საინჟინრო ბიზნესის ხერხემალი აღჭურვილობა და ტექნოლოგიებია. სფეროში, სადაც წამებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ტექნოლოგიური სიზუსტე ფუფუნება კი არა, სასიცოცხლო აუცილებლობაა. "დეტექტი" ამ გამოწვევას გლობალური სტანდარტების დანერგვით პასუხობს.
კომპანია აქტიურად ნერგავს ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზარზე აპრობირებულ უსაფრთხოების ნორმებს ლოკალურ დონეზე – NFPA, EN, CE. ეს არის გარანტია იმისა, რომ ქართული ბიზნესი და კომუნა ზუსტად ისევეა დაცული, როგორც ნებისმიერ სხვა წამყვან დასავლურ ქვეყნებში.
"ხარისხი ნამდვილად ჩვენი პრიორიტეტია. ჩვენი მიდგომა გულისხმობს მხოლოდ ისეთი აპარატურისა და კომპონენტების გამოყენებას, რომელიც პასუხობს საერთაშორისოდ აღიარებულ უსაფრთხოების ნორმებს. ეს უზრუნველყოფს სისტემების მდგრადობასა და სიზუსტეს ნებისმიერ ვითარებაში", – განმარტავს გიორგი გიორგაძე.
გავრცელებული მიდგომაა, რომ სახანძრო სისტემის მონტაჟით საქმე სრულდება. "დეტექტში" კი მიაჩნიათ, რომ ეს მხოლოდ სერვისის საწყისი ეტაპია. მათთვის უსაფრთხოების სისტემა "ცოცხალი ორგანიზმია", რომელიც მუდმივ მენეჯმენტსა და პრევენციულ დიაგნოსტიკას საჭიროებს.
რატომ არის პრევენცია კრიტიკული? პასუხი მარტივია: ხანძრის შემთხვევაში შეცდომები შესაძლოა ფატალური იყოს. სისტემა, რომელიც საჭირო მომენტში არ ამოქმედდება, უბრალოდ, უსარგებლო ინვენტარია, რომელიც ფუჭი იმედით გვატყუებს.
"ჩვენთვის პრევენცია ნიშნავს, რომ საფრთხეზე ადრე ჩვენ "მივდივართ" ობიექტზე. ჩვენი ჩარევით მომხმარებელს ვარიდებთ ორ ძირითად რისკს: პირველ რიგში, ეს არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა. მეორე მხრივ კი, ეს არის ფინანსური და მატერიალური ზიანი, რომლის თავიდან აცილებაც სწორი დაგეგმარებითა და ეფექტური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი".
დამკვეთებს ხშირად უჭირთ, ერთმანეთისგან გამიჯნონ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი და დაბალბიუჯეტიანი, არაეფექტური გადაწყვეტილებები. "დეტექტმა" გადაწყვიტა, ეს თამაშის წესები შეეცვალა. მათი შეთავაზება სწორედ მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და ყოველდღიურ კომუნიკაციაშია.
ეთიკურ პასუხისმგებლობასთან ერთად, "დეტექტის" მიდგომას პრაგმატული სარგებელიც მოაქვს: პროექტების მაღალი სიზუსტე უზრუნველყოფს 112-ის ინსპექტირების პროცესის შეფერხებების გარეშე, მარტივად გავლას. ეს პარტნიორებს საშუალებას აძლევს, თავიდან აირიდონ ბიუროკრატიული გართულებები და დარწმუნებული იყვნენ შენობის სრულ შესაბამისობაში სახელმწიფო რეგულაციებთან.
"რაც მეტია გამჭვირვალობა, მით მეტია ნდობა და ეფექტურობა. დამკვეთებთან ყოველდღიური კავშირი გვაქვს, რაც საქმიანობას კიდევ უფრო პროდუქტიულს ხდის. როგორც საქართველოს ბიზნესის ასოციაციის წევრი კომპანია, ჩვენ ვიზიარებთ ბიზნესის ეთიკის იმ მაღალ სტანდარტებს, რაც აუცილებელია პარტნიორული ნდობისთვის".
"დეტექტის" საქმიანობის არეალი და პარტნიორთა ქსელი საკმაოდ ფართოა: მსხვილი ბიზნესცენტრები, საწარმოო საწყობები, სახელმწიფო დაწესებულებები და საცხოვრებელი კორპუსები.
ყველგან, სადაც უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, "დეტექტი" საკუთარ ხელწერას ტოვებს. მათთვის არ არსებობს პატარა პროექტი, რადგან ნებისმიერ სივრცეში ადამიანის სიცოცხლე უმთავრესი ღირებულებაა.
საქართველოში სახანძრო უსაფრთხოების მიმართ მიდგომა წლების განმავლობაში მხოლოდ ბიუროკრატიულ ვალდებულებად აღიქმებოდა. თუმცა, დღეს ბაზარი ტრანსფორმაციის ეტაპზეა. "დეტექტის" გუნდი თვლის, რომ ამ სასიკეთო ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი "ლოკომოტივი" სწორედ მათი კომპანიაა.

"პოტენციურ დამკვეთებს ხშირად უჭირთ ერთმანეთისგან გამიჯნონ მაღალკვალიფიციური, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი და დაბალბიუჯეტიანი, არაეფექტური გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, ჩვენი როლი მხოლოდ ინსტალაციით არ შემოიფარგლება – ჩვენი მისია ბაზარზე სწორი და აპრობირებული სტანდარტების დამკვიდრებაა".
კომპანიაში მიესალმებიან სახელმწიფო უწყებების მხრიდან წამოწყებულ განახლებულ კამპანიებსაც, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრებას ისახავს მიზნად. ეს ნაბიჯები ბაზარს უფრო ჯანსაღს და კონკურენტუნარიანს ხდის.
სფეროში, სადაც შეცდომა შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს, ექსპერტული ცოდნა ერთადერთი გამოსავალია. "დეტექტის" პრაქტიკაში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც წინა კონტრაქტორების მიერ დაშვებული კრიტიკული ხარვეზების გამოსწორება მოუხდათ.
ერთ-ერთი ასეთი პროექტი გუნდისთვის განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა: ობიექტი, რომელიც არასწორი დაგეგმარების გამო სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდა, "დეტექტის" ჩარევის შემდეგ სრულად გადაიარაღდა და სახელმწიფო ინსპექტირება ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაიარა.
"ეს შემთხვევა ჩვენთვის კიდევ ერთხელ გახდა დასტური იმისა, რომ გამჭვირვალობა და ექსპერტული ცოდნა არის ის, რაც "დეტექტს" გამოარჩევს. ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ სისტემებს, ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც ბიზნესი და ადამიანები თავს დაცულად გრძნობენ".
საინჟინრო სფეროში ხარისხის კონტროლი ხშირად მხოლოდ უსაფრთხოების მშრალ პროტოკოლებთან ასოცირდება. "დეტექტისთვის" კი ეს პროფესიონალიზმის, პატიოსნების, ავთენტიკურობისა და გამჭვირვალობის საკითხია. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ნდობა არ არის ერთჯერადი მოცემულობა – ის ყოველ პროექტში ხელახლა უნდა დაიმსახურო.
ყველა შესრულებული სამუშაო მკაცრად მიჰყვება ინდუსტრიის სტანდარტებს, რაც მხოლოდ სიტყვები არ არის: ამას ადასტურებს მოპოვებული სერტიფიკატები და სახელმწიფო ინსპექტირებების წარმატებული შედეგები.
"მუდმივი სწავლა და ადაპტირება ჩვენი ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია. გვჯერა, რომ მხოლოდ ძლიერ და განვითარებულ გუნდს შეუძლია ბიზნესმიზნების მიღწევა. ამიტომ გუნდის წევრების პროფესიული ზრდა ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია".
კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობს ევროკავშირის ქვეყნების, თურქეთისა და ჩინეთის წამყვან მწარმოებლებთან. ეს კავშირები საშუალებას აძლევთ, ქართულ ბაზარზე პირველებმა დანერგონ ისეთი სისტემები, როგორიცაა სმარტდეტექცია და ადრეული შეტყობინების ტექნოლოგიები.
ამასთანავე, როგორც საქართველოს ბიზნესის ასოციაციის (BAG) წევრები, ისინი მუდმივად ფლობენ ინფორმაციას ბაზრის ახალ მოთხოვნებზე, რაც მათ ეხმარება, ტექნოლოგიური სიახლეები იდეალურად მოარგონ ადგილობრივ რეგლამენტს.
"დეტექტი" მომავალ 2-3 წელს დიდი გეგმებით ხვდება. კომპანია გეგმავს გასცდეს მხოლოდ სახანძრო უსაფრთხოების ჩარჩოებს და ბაზარს შესთავაზოს MEP (Mechanical, Electrical, Plumbing) მიმართულების სრული სპექტრი. ეს ნიშნავს, რომ დამკვეთი მიიღებს შენობის საინჟინრო სისტემების მართვის ერთიან, მაღალი სტანდარტის მომსახურებას პროექტირებიდან ექსპლუატაციამდე.
"ჩვენთვის მასშტაბირება არ ნიშნავს მხოლოდ რაოდენობრივ ზრდას, არამედ ბაზარზე არსებული ტექნოლოგიური ვაკუუმის შევსებას. თბილისის გარდა, უკვე გვაქვს მოქმედი ფილიალი ზუგდიდში, რაც საშუალებას გვძლევს, ოპერატიულად მოვემსახუროთ დასავლეთ საქართველოს. უახლოეს პერიოდში კი ვგეგმავთ კიდევ ერთი ფილიალის გახსნას კიდევ ერთ ქალაქში".