დეველოპერული კომპანია "გრინ დეველოპმენტი" – "ააშენე ხვალინდელი ისტორია დღეს"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"გრინ დეველოპმენტი" სამშენებლო სფეროში საქმიანობას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პარტნიორ კომპანიებთან ერთად იწყებს. გუნდის სამომავლო გეგმები კი ინოვაციური დეველოპერული პროექტების შექმნაზეა ორიენტირებული.
კომპანიისთვის ყოველი ახალი პროექტი არის შრომისა და ხალხის სიყვარულის ერთობლიობა, რადგან გუნდმა შეძლო და მათ ოცნებების ასრულების შესაძლებლობა მისცა.
"უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, სწორედ ამიტომ, "გრინ დეველოპმენტის" მთავარი მიზანია, მომხმარებელთა სურვილები რეალობად აქციოს და ყველას, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ახალი ცხოვრების ახალი ემოციებით დაწყების შანსი მისცეს", - გიორგი გრიგოლაშვილი, "გრინ დეველოპმენტის" აღმასრულებელი დირექტორი.
როგორც გიორგი ამბობს, კომპანიის მიზანია, ქუთაისში უკონკურენტო, ურბანული ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი შექმნას. კონტრაქტორებად შერჩეულნი არიან მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კომპანიები, რომელთაც სამშენებლო ბაზარზე თავიანთი ნიშა დაამკვიდრეს.
"გრინ დეველოპმენტის" მიზანია შექმნას კონცეფცია "ქალაქი-ქალაქში", მაღალი ხარისხი და კომფორტული ცხოვრება ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი გახადოს.
ეს იქნება არა მხოლოდ წამყვანი არქიტექტორების მიერ შექმნილი მაღალი დონის საცხოვრებელი კომპლექსი, არამედ პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე მოიცავს 7 000 კვ.მ. განაშენიანებას, საბავშვო მოედნებს, რეკრეაციულ ზონას, კომერციულ სივრცეებსა და 24-საათიან დაცულ, კერძო ტერიტორიას. მომავალ მცხოვრებლებს შეეძლებათ თავიანთი კომფორტისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ სივრცეში მიიღონ.
"ჩვენი სამომავლო გეგმები ყოველთვის უკავშირდება კომპანიის ზრდასა და განვითარებას, რასაც ჩვენი მიმდინარე პროექტი ცხადყოფს. ყოველი ახალი პროექტი იმის მანიშნებელი იქნება, რომ დღეს გუშინდელზე წარმატებულები ვართ, ხვალ კი დღევანდელზე უკეთესები ვიქნებით".
"გრინ დეველოპმენტი" - თქვენ შეიძენთ არა მხოლოდ კვადრატულ მეტრს, არამედ რეალობად ქცეულ ისტორიას"
.