Get All Access for $5/mo

დევოპსი (DevOps) - მომავლის პროფესია დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოს ბანკი

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი თითქმის ერთი წელია საკონსულტაციო და რეკრუტინგულ კომპანია "ინსორსთან" ერთად "მომავლის პროფესიების" პროექტს ახორციელებს. პროექტის მთავარ მიზანს შრობით ბაზარზე ცვლილებების შესახებ ცნობადობის გაზრდა და იმ ადამიანების მხარდაჭერა , რომლებმაც ახალ რეალობაში ახალ პროფესიაზე დაიწყეს ფიქრი. "მომავლის პროფესიების" ფარგლებში, არაერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესია უკვე გაგაცანით. დღეს დევოპსზე გესაუბრებით

გიგანტი სავაჭრო პლატფორმის ამაზონის განმარტების თანახმად დევოპსი - კულტურის, პრაქტიკისა და გადაწყვეტილებების ის ნაკრებია, რომელიც ორგანიზაციებს გამორჩეულ მოქნილობასა და საკუთარი სერვისების მომხმარებლებისთვის სხარტად მიწოდების შესაძლებობას სძენს. სწორედ სწრაფი სერვისია დევოპსის მთავარი მიზანი, რაზეც ის ფოკუსირდება და უკვე 2008 წლიდან თავადაც სწრაფი ტემპით ვითარდება. ამ დროის განმავლობაში ციფრული პროდუქტების ინდუსტრიაში მან არაერთი მნიშვნელოვანი გარდატეხის მოხდენა შეძლო და უამრავი კომპანიის სახით ერთგული მომხმარებლების დიდი არმია შეიძინა. უამრავი თანამედროვე ორგანიზაცია სწორედ დევოპსის აქტიური დახმარებით ხვეწს სერვისებს და საკუთარ მომხმარებლებს ახალთახალ საჭიროებებზე მორგებულ სიახლეებს სწრაფად სთავაზობს.

დევოპსის აქტიური იმპლემენტაციითა და გამოყენებით უკვე წლებია უწყვეტად ვითარდება ისეთი გიგანტი კომპანიები, როგორიცაა AMAZON, Netflix, Etsy, NASA, Target, Facebook და სხვა. რაც შეეხება უშუალოდ უმსხვილეს სოციალურ ქსელ Facebook-ს, ის საკუთარი მობიულური აპლიკაციისთვის , რომელიც მუდმივი განახლების რეჟიმშია, სწორედ ამ ინსტრუმენტის გამოყენებით მყისიერად ამცნობს მომხმარებელს სიახლეებისა და ახალი შესაძლებლობების თაობაზე.

არ იქნება ხმამაღალი ნათქვამი თუ გარდატეხის მნიშვნელობის თვალსაზრისით, დევოპსს წინა საუკუნის იმ მასშტაბურ მოვლენებს შევადარებთ, რომელიც ჰენრი ფორდის მიერ ავტოინდუსტრიის წარმოებაში კონვეიერის პრინციპის დამკვიდრებას გულისხმობს და რომელმაც წარმოების ფენომენი სრულიად შეცვალა. ასევე, უმნიშვნელოვანესი ცვლილება აღმოჩნდა Lean მენეჯმენტის ფილოსოფიისა და პრაქტიკების დანერგვა, რომელმაც საერთაშორისო, უდიდეს კომპანიებს შესაძლებლობების ახალ ჰორიზონტზე გაუხსნა წვდომა. მათ შორისაა Nestle, BMW, Amazon-ი, Google-ი, Facebook-ი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ Lean რევოლუციამდე პროდუქტების წარმოების საშუალო დრო 6 კვირით განისაზღვრებოდა და 70%-მდე შეკვეთები საჭირო დროზე გაცილებით გვიან მიდიოდა მომხმარებლამდე. რევოლუციის შემდეგ კი წარმოების დრო განახევრდა, ხოლო პროდუქტების 95%-ზე მეტი მომხმარებლებისთვის დროულადა გახდა ხელმისაწვდომი.

სერვისების სწრაფად შექმნა და მათზე ხელმისწავდომობის წარმატებულად ზრდა კი აუცილებელი ეტაპების მოქნილ შესრულებასა და ამ ყველაფერზე სწრაფ, რეგულარულ უკუკავშირს მოითხოვს, რაც დევოპსის უმთავრესი მახასიათებელია.

ამ პროფესიისა და კომპეტენციის მქონე ადამიანის მნიშვნელობა და აუცილებლობა კი დღეს ყველა ორგანიზაციაში იზრდება. ის მომავლის ერთ-ერთ ტოპ პროფესიადაც მოიაზრება, მითუმეტეს, რომ ფაქტობრივად ყველა ინდუსტრიაში გაციფურლების ტენდენცია მზარდია. ციფრული პროდუქტებისა და სერვისების რაოდენობა კი დინამიურად იზრდება. მზარდია ასევე იმ მომხმარებელთა მოლოდინიც, რომელიც სერვისის სწრაფად მიღებას მოითხოვს. უამრავი კომპანიისთვის ეს სწორედ ის გამოწვევაა, რომლის გადალახვა და დევოპსის სათანადოდ დანერგვა ბაზარზე უმნიშვნელოვანეს კონკურენტულ უპირატესობას ნიშნავს.

შესაბამისად იზრდება მოთხოვნა დევოპსის სპეციალისტებზე, რომლებმაც სწორედ ამ მიმართულებას უნდა გაუწიონ მენეჯმენტი ორგანიზაციაში. დევოპს მენეჯერებზე, დევოპს ინჟინრებსა და დევოპს კომპეტენციების მქონე კადრების საჭიროებას მოწმობს არაერთი საერთაშორისო კვლევაც. ამ საერთაშორისიო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება.სწრაფად ევოლუცირებად დარგში მუშაობის მსურველებმა კი პროფესიულ განვითარებაზე დროულად და უწყვეტად უნდა იზრუნონ. დევოპსის პროფესიის ადამიანებს აუცილებლად კარგად უნდა ესმოდეთ როგორც დეველოპმენტი და კოდის წერა, ასევე სისტემური ადმინისტრირების ნაწილი და ფლობდნენ კარგ საკომუნიკაციო უნარებს. თანამედროვე მენეჯმენტის აქტიურ რიტმს კი კარგად უნდა უწყობდნენ ფეხს.

მსურველები, რომლებიც დევოპსის სხარტ სამყაროში გადაწყვეტენ შებიჯებას, შემდეგ უნარებს უნდა ფლობდნენ:

  • კოდის ვერსიების კონტროლის გადაწყვეტილებები
  • აპლიკაციის Build & Package-ის გადაწყვეტილებები
  • მუდმივი ინტეგრაციის ციკლის აგება
  • მონიტორინგი
  • აპლიკაციის ტესტირების პრინციპების დონეზე ცოდნა
  • ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან მუშაობა

ხოლო იმისათვის კი, რომ ეს ყველაფერი კომპანიისა და მისი მომხმარებლების სპეციფიურ საჭიროებებს სწორად მოარგონ, კარგად უნდა იცნობდნენ ინდუსტრიასა და კომპანიის განვითარების ციკლს, რომელშიც მათი ორგანიზაცია ოპერირებს. ერთი შეხედვით კომპლექსური და რთული ხასიათის მიუხედავად, დევოპსის ხასიათსა და ტექნოლოგიაში საფუძვლიანი გარკვევა არაერთი დამხმარე სასწავლო ინსტრუმენტითაა შესაძლებელი, რომლისთვისაც სასწავლო კურსებთან ერთად YouTube, Reddit, Linkedin და სხვა პლატფორმებიც გამოდგება.

მომავლის ამ პროფესიის შესახებ კიდევ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს: https://bit.ly/3p406a3

დევოპსი

მომავლის პროფესია

არ გაჩერდე

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

სიახლეები

ცოტა რამ გია დვალის შესახებ

ქართველი მეცნიერი ავტორიტეტად მიიჩნევა თეორიული ფიზიკის დარგში

ლიდერობა

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ლიდერების ციტატები ლიდერობაზე

ერთხელ აინშტაინმა თქვა: "ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს".