დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა.
ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge მიმდინარეობს.
წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი.