Sponsored Content

დღეში 30 წუთი ადმინისტრაციული რუტინისთვის – როგორ აერთიანებს AIsaqme გაფანტულ AI-ხელსაწყოებსა და საბაზისო ოპერაციებს ქართული ბიზნესისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა ხშირად დამატებით დროსა და რესურსებს მოითხოვს. თანამშრომლების მონაცემების მოწესრიგება, ხელფასების გაანგარიშება, შრომითი დოკუმენტაციის მომზადება და საგადასახადო ვალდებულებების კონტროლი – ეს ის ამოცანებია, რომელთა შესრულებაც მეწარმეებს ხშირად სხვადასხვა პროგრამისა და ხელსაწყოს გამოყენებით უწევთ.

სწორედ ამ პროცესების გასამარტივებლად შეიქმნა AIsaqme – პლატფორმა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საჭირო ადმინისტრაციულ ფუნქციებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მისი მიზანია, ბიზნესს ყოველდღიური რუტინის მართვა გაუმარტივოს და დამფუძნებლებსა თუ ბუღალტრებს დრო დაუზოგოს.

პლატფორმის ავტორი დიმიტრი გუგავა ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიაში საქართველოსა და სომხეთის ოფისების ადამიანური რესურსების მიმართულებას კურირებს. კორპორაციულ გარემოში ხელოვნური ინტელექტის მიერ გამოწვეულმა ცვლილებებმა მას დაანახა, რომ მსგავსი ტექნოლოგიური შესაძლებლობები მხოლოდ მსხვილი კომპანიებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი – მათზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესსაც სჭირდება.

კორპორაციული გამოცდილებიდან ქართული ბიზნესის საჭიროებამდე

AIsaqme მსხვილი სტარტაპ-ამბიციებით არ დაწყებულა. იდეა თავდაპირველად საკუთარი სამუშაო პროცესების გამარტივებას უკავშირდებოდა, თუმცა მუშაობის პროცესში ქართულ ბაზარზე მორგებულ პრაქტიკულ ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა.

"დღეს ბაზარი ახალი AI-ინსტრუმენტებითაა გადაჭედილი. ზუსტად იგივე ხდებოდა 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში ვებტექნოლოგიების ბუმის დროს. ბუნებრივია, დროთა განმავლობაში ბაზარი გაიფილტრება და მხოლოდ ის დარჩება, რასაც რეალური ღირებულება მოაქვს. მაგრამ მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი იმდენად მასშტაბურია, რომ ყოველდღიური ავტომატიზაცია კომპანიებს უბრალოდ ჰაერივით სჭირდებათ.

ჩვენ არ ვამტკიცებთ, რომ ბორბალს თავიდან ვიგონებთ. დღეს მეწარმეები ცალკე იყენებენ ჩატბოტებს ტექსტებისთვის, ცალკე ეძებენ Word-ის ძველ ფაილებს ხელშეკრულებებისთვის და ცალკე ითვლიან ხელფასებს Excel-ში. AIsaqme, უბრალოდ, ამ გაფანტულ პროცესებს კრავს ერთ ჭერქვეშ. ეს არის მარტივი პროდუქტი, რომელიც რეალურ დროს უზოგავს ბიზნესს", – ამბობს დიმიტრი გუგავა.

როგორ მუშაობს AIsaqme პრაქტიკაში

პლატფორმა აერთიანებს რამდენიმე ფუნქციას, რომლებიც ბიზნესს თანამშრომლებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პროცესების მართვაში ეხმარება. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრინციპია ფინანსური გამოთვლებისა და ხელოვნური ინტელექტის საკონსულტაციო ფუნქციის ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ხელფასების გაანგარიშება და AI-მრჩეველი

დარიცხული (Gross) და ხელზე ასაღები (Net) ხელფასები, 20%-იანი საშემოსავლო გადასახადი, 2%+2% საპენსიო შენატანი და ზეგანაკვეთური საათების ტარიფები პროგრამული კოდით ითვლება და არა ხელოვნური ინტელექტის ვარაუდით. პლატფორმაში ჩაშენებული AI-მრჩეველი კი მომხმარებელს სამუშაო რეკომენდაციებს სთავაზობს. ამასთან, მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადამოწმებას საჭიროებს.

შრომითი დოკუმენტაციის შაბლონები

მომხმარებლებს შეუძლიათ ისარგებლონ შრომითი ხელშეკრულებების, გათავისუფლებისა და შვებულების ბრძანებების შაბლონებით. პლატფორმა ასევე მოიცავს სამუშაო დროის აღრიცხვის ტაბელს. დოკუმენტაცია საქართველოს შრომის კოდექსზეა დაფუძნებული და ითვალისწინებს შესაბამის სამართლებრივ ვადებსა და კომპენსაციის საკითხებს.

ბრუნვის ზღვრებისა და ვადების კონტროლი

ინდივიდუალური მეწარმეებისთვის, რომლებიც მცირე ბიზნესის 1%-იანი დაბეგვრის რეჟიმით სარგებლობენ, სისტემა ითვალისწინებს 500000-ლარიან წლიურ ბრუნვის ზღვარს, დღგ-ის 100000-ლარიან უწყვეტ 12-თვიან ზღვარსა და ყოველთვიური დეკლარირების კალენდარს. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგადასახადო ვალდებულებების დროული შესრულებისთვის.

ფაილების მოწესრიგება და სტანდარტიზაცია

პლატფორმაზე Excel-ის ან Word-ის ფაილის ატვირთვისას სისტემა თანამშრომლების რეესტრს აყალიბებს და პირადი ნომრების ფორმატს ამოწმებს. ეს მომხმარებელს მონაცემების ხელით მოწესრიგებისთვის საჭირო დროს უზოგავს.

მონაცემთა უსაფრთხოება და კონფიდენციალურობა

რადგან AIsaqme კომპანიის შიდა ინფორმაციასა და თანამშრომლების პერსონალურ მონაცემებთან მუშაობს, პლატფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მონაცემთა დაცვაა. დიმიტრი გუგავას განმარტებით, სისტემაში რამდენიმე დამცავი მექანიზმია გათვალისწინებული:

  • პერსონალური მონაცემების ანონიმიზაცია: ხელოვნური ინტელექტის მოდელს თანამშრომლის სახელისა და გვარის ნაცვლად მხოლოდ მისი შიდა კოდი ეგზავნება.
  • ფაილების შენახვა მომხმარებლის სივრცეში: გენერირებული დოკუმენტები მომხმარებლის საკუთარ Google Drive-ზე ინახება.
  • მონაცემთა იზოლაცია: მონაცემთა ბაზის დონეზე თითოეულ კომპანიას მხოლოდ საკუთარ ჩანაწერებზე აქვს წვდომა.
  • უსაფრთხო გადახდები: საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანა და დამუშავება "საქართველოს ბანკის" დაცულ გვერდზე ხდება და არა პლატფორმის სერვერზე.

მომხმარებლის უკუკავშირი და განვითარების შემდეგი ეტაპი

AIsaqme-ის განვითარება მომხმარებლების გამოცდილებასა და უკუკავშირს დაეფუძნება. პლატფორმის ავტორის თქმით, პროდუქტის გაუმჯობესება რეალურ გარემოში გამოყენების პროცესში გაგრძელდება და სამომავლოდ ახალი ფუნქციური განახლებებიც იგეგმება.

"ინდუსტრიაში კარგად ნაცნობი წესია – პროდუქტი რეალურ მომხმარებელთან მუშაობის პროცესში იხვეწება. წინ მნიშვნელოვანი ფუნქციური განახლებები გვაქვს, ხოლო სისტემა ეტაპობრივად, მომხმარებლის უკუკავშირთან ერთად განვითარდება", – ამბობს დიმიტრი გუგავა.

AIsaqme-ის შესაძლებლობების გაცნობა და ტესტირება ნებისმიერ დაინტერესებულ მცირე მეწარმესა თუ კომპანიის დამფუძნებელს ვებგვერდზე – aisaqme.io – შეუძლია. პლატფორმა დემო რეჟიმს სთავაზობს, სრული ფუნქციონალით სარგებლობა კი ფასიანი გამოწერით იქნება შესაძლებელი.