Get All Access for $5/mo

DigiEduHack საქართველოს გამარჯვებული გუნდი გლობალურ კონკურსში მიიღებს მონაწილეობას

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ელექტრონული ინჟინერიის მიმართულების მნიშვნელობა, ყოველწლიურად, სულ უფრო იზრდება და ერთ-ერთ სწრაფად მზარდ დარგად ყალიბდება. ამის პირდაპირპროპორციულად იზრდება მოთხოვნა პროფესიონალ კადრებზეც, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული სფერო ახალგაზრდებს რთულად და მიუწვდომლად მიაჩნიათ. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ქვეყნის ტექნოლოგიური განვითარება დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც სწორედ მომიჯნავე სფეროში უნდა იმუშაოს და შექმნას ინოვაციური მიდგომები.

პრობლემის აქტუალურობა კარგად დაინახა CosmoTronix-ის სტუდენტურმა გუნდმა, რომელმაც ჰაკათონში - ციფრული განათლება მომავლისთვის • Digital Education For Future, ადგილობრივი გამარჯვება მოიპოვა. ჰაკათონზე, რომელიც საერთაშორისო პროექტის DigiEduHack ფარგლებში მიმდინარეობდა, გუნდმა შეიმუშავა ინოვაციური პროექტი "CosmoTronix", რომლის მიზანია ელექტრონიკის პოპულარიზაცია და ამ სფეროში მომუშვე ადამიანების რაოდენობის ზრდა. კონკურსის ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით, გამარჯვებული გუნდი საქართველოს სახელით გლობალურ ჰაკათონში მიიღებს მონაწილეობას და შეეცდება საქართველოში შემუშავებული ინოვაციური გადაწყვეტა საერთაშორისო მასშტაბით წარუდგინოს პოტენციურ პარტნიორებს.

"CosmoTronix არის შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც მოთამაშეებს აძლევს საბაზისო განათლებას ელექტრონულ ინჟინერიაში. ეს იდეა მოგვივიდა მას შემდეგ, რაც მივხვდით რომ საჭირო იყო ამ სფეროში განათლების მიღება უფრო მისაღები და სახალისო გაგვეხადა, ბევრს მსგავს ტექნიკურ საგნებზე დაუფლება რთულად მიაჩნიათ, ჩვენი მიზანი კი არის, პირიქით, სახალისო და მარტივი გზებით გავუღვივოთ ახალგაზრდებს ამ სფეროს მიმართ ინტერესი", - Entrepreneur-თან საუბარში აცხადებს პროექტის თანადამფუძნებელი - ანა გოგელია.

CosmoTronix-ის გუნდი ოთხი წევრისგან შედგება: ანა გოგელია, შალვა გაგნიძე, დავით გოგია და ლიზი შარიქაძე - ადამიანები, რომელთაც ელექტრონული ინჟინერიის მიმართულებით სწავლობენ და გამოცდილებას აგროვებენ. პრობლემის დანახვა მათ მარტივად შეძლეს და სწორედ ამიტომ, დაიბადა იდეა - ახალგაზრდებისთვის ინჟინერია გასართობთან ერთად შემეცნებითიც გამხდარიყო. "ჩვენი, როგორც გუნდის მთავარი მიზანია, ელექტრონიკის პოპულარიზაცია და ამ სფეროში მომუშავე ადამიანების რაოდენობის გაზრდა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებას", - აცხადებენ გუნდში.

ჰაკათონში მოპოვებული ჯილდოს გამოყენებას გუნდი თამაშის უფრო მეტად დახვეწასა და გაუმჯობესებაში აპირებს, რათა მომხმარებლებს, უახლოეს პერიოდში, მაქსიმალურად მომზადებული პროდუქტი შესთავაზონ.

ჰაკათონების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გუნდურობაა - ფაქტობრივად, მსგავსი ტიპის პროექტები არის შესაძლებლობა გაიცნო პოტენციური პარტნიორები ახალი გუნდის ჩამოყალიბების მიზნით ან/და დაინახო უკვე არსებული გუნდის პოტენციალი. როგორც CosmoTronix-ის თანადამფუძნებელმა, ანა გოგელიამ, Entrepreneur-თან საუბარში განმარტა: "პროექტში მონაწილეობამ უფრო კარგად დაგვანახა ჩვენი - როგორც გუნდის შესაძლებლობები, ბევრი რამის შეცვლა და დამატება დაგვჭირდა მუშაობის დროს, თუმცა ამან უფრო გაგვაძლიერა და რაც მთავარია, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვიმუშაოთ CosmoTronix-ზე და გავხადოთ ელექტრონული ინჟინერია ხელმისაწვდომი და სახალისო ყველასთვის".

ჰაკათონი "ციფრული განათლება მომავლისთვის - Digital Education For Future" საერთაშორისო პროექტ DigiEduHack-ის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ინოვაციური განათლების ფონდით ორგანიზებით განხორციელდა.

გარდა არაკომერციული ორგანიზაციებისა, კერძო სექტორის ჩართულობა მსგავს პროექტებში მონაწილეებს კიდევ უფრო მეტ მოტივაციას და იდეის განვითარებისთვის საჭირო რესურსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს. ჰაკათონის ერთ-ერთი მხარდამჭერი, მობილური ოპერატორი ბილაინია, რომლის მუშაობის განუყოფელი ნაწილია ციფრული, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროების განვითარების ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ ბილაინი ხშირად მხარს უჭერს მსგავს პროექტებს და რიგ შემთხვევებში გამარჯვებულებთან პარტნიორობის ფარგლებში, მათი ბიზნესის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

"თუ საჭიროა, იტირე, შემდეგ გაიღიმე. წინ წადი, იყავი შეუპოვარი"

როჯერ ფედერერის სიტყვა დარტმუთის კოლეჯის გამოსაშვებ საღამოზე

ინდუსტრიული ტრენდები

ადაპტაცია შენი ბიზნესის გადასარჩენად!

Optimo - ქართველი მეწარმეების მხარდასაჭერად!