Get All Access for $5/mo

დიზაინ ფიქრი, ანუ როგორ ვიფიქროთ ინოვაციურად - ინტენსიური სასწავლო კურსი "ალტე უნივერსიტეტისგან"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

თანამედროვე სამყარო აჩქარდა. ბიზნესებს, ისევე, როგორც პერსონალურად თითოეულ ადამიანს, სულ უფრო მეტ გამოწვევასთან და პრობლემასთან უწევთ გამკლავება. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენლები კი დაგვეთანხმებიან, რომ დღევანდელი ამოცანებისადმი მოძველებული მიდგომებით, მოუქნელი მეთოდებითა და დროში გაწელილი გადაწყვეტილებებით ამოხსნა, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება. ამ დაკვირვებაზე დაყრდნობით, სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ რაღაც ახალი, ინოვაციური მეთოდის შემუშავება იყო საჭირო და სწრაფი, მარტივი და ეფექტური გადაწყვეტილებების ძიებაში მიაგნეს Design Thinking-ს, ჩვენებურად კი − დიზაინ ფიქრს.

საქართველოში დიზაინ ფიქრი ჯერ კიდევ ახალი დისციპლინაა, თუმცა მისი დაუფლების მსურველთა რიცხვი დღითი დღე იზრდება. 2022 წლის თებერვლიდან კი, "ალტე უნივერსიტეტი", რომელმაც უწყვეტი განათლებისა და განვითარების სხვადასხვა მიმართულების კურსზე აქტიური მუშაობა დაიწყო, დიზაინ-ფიქრის სამდღიან, ინტენსიურ კურსს შესთავაზებს მსურველებს, რომელსაც სააგენტოს JWT Metro კრეატიული დირექტორი, ეკა ყიფიანი გაუძღვება. მეტ დეტალს კურსის შესახებ, Entrepreneur-ს თავად ეკა გაუზიარებს:

"დღესდღეობით, დროის ნაკლებობის გამო, ყველას უჭირს რაღაც ახლის შესწავლა. მეც გამოცდილი მაქვს საკუთარ თავზე ეს პრობლემა და ამიტომ, ყველანაირად ვეცადეთ, Bootcamp-ის პრინციპით შეგვექმნა ინტენსიური კურსი − სამი დღის განმავლობაში სრულად ერთ მიმართულებას დაუთმობ მთელ შენს ყურადღებას, ხოლო ცოდნას, რის მისაღებადაც შესაძლოა რამდენიმე თვე დაგჭირვებოდა, უმოკლეს დროში მიიღებ".

კურსის ხელმძღვანელი − ეკა ყიფიანი უკვე 18 წელზე მეტია, რაც სარეკლამო ინდუსტრიაშია ჩართული. სამუშაო პრაქტიკის გარდა, იგი 10 წელზე მეტია, რაც ლექციებს კითხულობს კრეატივისა და სტრატეგიის განხრით. მისი თქმით, "ყველა ადამიანი ბუნებით შემოქმედია" და მიაჩნია, რომ შემოქმედებითი ფიქრი არა ნიჭის, არამედ მიდგომის საგანია და ყველას გონებას შეუძლია შექმნას განსაკუთრებული იდეები.

და მაინც, რა არის დიზაინ ფიქრი? – "ის, თუ როგორ ფიქრობენ ადამიანები ამოცანების ამოხსნისას და რა მიდგომებით ასრულებენ დავალებებს. ბევრი ამბობს, რომ შემოქმედებითი ნიჭი არ აქვს, თუმცა დიზაინ-ფიქრი ნიჭზე არაა დამოკიდებული. ესაა ერთგვარი ტექნიკა იმისა, თუ როგორ ვიფიქროთ მარტივად, როგორ გადავჭრათ პრობლემები სწრაფად და როგორ გავაკეთოთ ჩვენი რესურსებით იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგვედგინა" , − ამბობს ეკა ყიფიანი.

როგორც ეკა აცხადებს, დიზაინ ფიქრის შესწავლის მსურველს არანაირი პრერეკვიზიტი, ანუ წინასწარი სპეციფიკური ცოდნა არ დასჭირდება. "მთავარია სურვილი და მზადყოფნა, რათა სამი დღე ყველაფერი გადადო, კურსს დრო დაუთმო და თავით გადაეშვა მასში. ძალიან ბევრი წიგნია დაწერილი დიზაინ ფიქრზე მისი "მამების" და "დედების" მიერ. ჩვენი კურსის სამი დღე დაეთმობა ამ სფეროს ფუძემდებლების ცოდნის გაზიარებას, დიზაინ-ფიქრის სრული პროცესის გატარებასა და პრაქტიკულ მეცადინეობას. მხოლოდ თეორიული ცოდნა მალე იკარგება, ამიტომ ეს კურსი გაჯერებული იქნება პრაქტიკული მუშაობით. საბოლოო ჯამში, ეს იქნება დიზაინ-ფიქრის სამყაროს ექსპრესდეგუსტაცია", − გვიამბობს კურსის ხელმძღვანელი.

"ალტე უნივერსიტეტის" დიზაინ ფიქრის ტრენინგის მონაწილეები გაიაზრებენ და გაითავისებენ, თუ რა წვლილი აქვს დიზაინ ფიქრის პროცესს ორგანიზაციებისა თუ ინდივიდების ტრანსფორმაციასა და შთაგონების პროცესში. ხოლო კურსის გავლის შემდეგ, ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი შეძლებს:

  • დიზაინ ფიქრის დანერგვას ნებისმიერი ამოცანის ამოხსნის პროცესში;
  • აიმაღლოს თავდაჯერებულობა და ირწმუნოს საკუთარი შემოქმედებითი შესაძლებლობების;
  • უკეთ გაუგოს ადამიანებს − მათ ემოციურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ საჭიროებებს;
  • შეისწავლოს იდეების გენერაციის ტექნიკები;
  • განავითაროს პრობლემების გადაჭრის უნარები.

აღნიშნული ინტენსიური ტრენინგკურსი უპრეცედენტოა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ეკა ყიფიანმა Entrepreneur-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მოცემული სამდღიანი ტრენინგკურსის მოდელი "ალტე უნივერსიტეტთან" ერთად ხანგრძლივი მუშაობის შედეგად შემუშავდა. "მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში დიზაინ ფიქრი ახალი შემოსულია, მასზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება. თუკი ადრე ბიზნესები მეტი ფულის შოვნაზე იყვნენ ორიენტირებული, დიზაინ ფიქრმა ეს პარადიგმა შეცვალა და დღეს მთავარი ღირებულება ადამიანები და მათთვის სარგებლის მოტანა, გარემოზე ზრუნვა და მისი შენარჩუნება ხდება. ბიზნესები მიხვდნენ, რომ საბოლოო ჯამში, ასეთი მიდგომა უფრო მომგებიანი და მდგრადია, ხოლო ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების შემუშავებას, დიზაინ-ფიქრი უძღვის", − ამბობს ეკა ყიფიანი, − "ძალიან გამიხარდა, როცა ამ კურსის შემუშავება შემომთავაზეს, ვინაიდან ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი სფეროა. მიუხედავად იმისა, რომ დიზაინერი არ ვარ, სარეკლამო ინდუსტრიაში ვმუშაობ და დიზაინერების დაგროვილ ცოდნას ყოველდღიურად ვიყენებ. ირგვლივ ყველაფერი დიზაინერების შრომის შედეგია. როდესაც დიზაინ ფიქრის სფეროს უახლოვდები, ყველაფერს სხვა თვალით უყურებ, იწყებ ახალი შესაძლებლობების ძიებას. ვფიქრობ, ასეთი მიდგომა ძალიან სჭირდება ჩვენს ქვეყანას სწრაფი განვითარებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს სამდღიანი ტრენინგი მონაწილეებს ახლებურად დააწყებინებს ფიქრს და მეც, მათთან ერთად, ყოველ ჯერზე უკეთესს გამხდის და უფრო დამაფიქრებს ყველაფერზე".

ეკა ყიფიანის საავტორო კურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

Design Thinking-ის კურსი 4, 5, 6 თებერვალს ჩატარდება. კურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ "ალტე უნივერსიტეტის" ვებგვერდზე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

საუკეთესო წინ არის!

2024 წელს გილოცავთ ჩვენ და ჟირაფი ჟოზე