დიზაინიდან პროგრამირებამდე: რას ისწავლით Skillwill-ში GITA-ს სრული დაფინანსებით
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Skillwill-ში GITA-ს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ სასერტიფიკატო კურსზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს. მსურველებს შეუძლიათ აირჩიონ გრაფიკული დიზაინი და UX/UI, IT პროექტების მართვა ან Back-End პროგრამირება Java-სა და Python-ის მიმართულებებით. რეგისტრაცია 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე დასრულდება.
კურსები საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს "5000 IT სპეციალისტის გადამზადების პროექტის" ნაწილია.
რომელი კურსის არჩევა შეგიძლიათ?
გრაფიკული დიზაინი და UX/UI
მიმართულება აერთიანებს ვიზუალური კომუნიკაციისა და ციფრული პროდუქტების ინტერფეისისადმი ინტერესს. კურსის არჩევა და რეგისტრაცია
IT პროექტების მართვა
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიური პროექტების დაგეგმვისა და მართვის საფუძვლების შესწავლა სურს. კურსის არჩევა და რეგისტრაცია
Back-End პროგრამირება Java
მიმართულება საინტერესო იქნება მათთვის, ვისაც Java-ს გამოყენებით პროგრამირება და სერვერული სისტემების მუშაობა აინტერესებს. კურსის არჩევა და რეგისტრაცია
Back-End პროგრამირება Python
კურსი Python პროგრამირებისა და Back-End მიმართულების შესწავლის შესაძლებლობას იძლევა. კურსის არჩევა და რეგისტრაცია
პროგრამების მიზანია, მონაწილეებმა მიიღონ საბაზისო ცოდნა, შეიძინონ თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენების საწყისი უნარები და იმუშაონ პირველ პრაქტიკულ პროექტებზე. ეს მათ დაეხმარება, უკეთ შეაფასონ საკუთარი პოტენციალი და დაგეგმონ სწავლის შემდეგი ეტაპი.
როგორ მოიპოვებთ დაფინანსებას?
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს 16 წელზე უფროსი ასაკის ნებისმიერ მოქალაქეს. პირველ რიგში, საჭიროა რეგისტრაცია edu.doit.gov.ge-ზე და სასურველი კურსების არჩევა. თითოეულ აპლიკანტს მაქსიმუმ ხუთი კურსის მონიშვნა შეუძლია.
შერჩევა მოიცავს ონლაინ გამოცდასა და გასაუბრებას. გამოცდაზე შემოწმდება შესაბამისი მიმართულებისთვის საჭირო უნარები. თარიღები და მონაწილეობის წესები აპლიკანტის პირად კაბინეტშია მოცემული.
რეიტინგულ 1000-ში მოხვედრილ აპლიკანტებს პროვაიდერი დაუკავშირდება და გასაუბრების ფორმატს გააცნობს. კურსზე ჩასარიცხად ორივე ეტაპის წარმატებით გავლაა საჭირო.
აირჩიეთ Skillwill-ის სასურველი მიმართულება და დაასრულეთ რეგისტრაცია 22 ოქტომბრის 15:00 საათამდე.