📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

Doctor goods ევროპელ მომხმარებლებს პროდუქციას იტალიის საწყობიდან მიაწვდის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

5 აპრილიდან დოქტორ გუდსის პროდუქციის შეძენა ევროპელ მომხმარებელს უკვე კომპანიის ონლაინ მაღაზიის საშუალებით ევროპული წარმომადგენლობის იტალიის საწყობიდან შეეძლება.

კომპანია ონლაინ შოპის საშუალებით თავის ევროპელ მომხმარებლებს მაქსიმალურად უადვილებს შესყიდვის პროცესს და სთავაზობს მიწოდებას იტალიაში 24 საათში, ევროკავშირის სხვა ქვეყნებში კი მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში. ყოველგვარი წინასწარი შეკვეთის, ლოდინის, განბაჟების, მინიმალურ რაოდენობაზე შეზღუდვის და ბიუროკრატიის გარეშე.

პროდუქციაზე მაქსიმალური წვდომისთვის და მოქნილობისთვის შექმნა დოქტორ გუდსმა ონლაინ შოპი, საწყობი და ლოჯისტიკური ქსელი იტალიაში, საიდანაც განხორციელდება პროდუქციის მიწოდება მთელს ევროპაში.

"დოქტორ გუდსი" პირველი ქართული საწარმოა, რომელიც სტერილურ სამედიცინო სახარჯ მასალებს 2019 წლიდან აწარმოებს. "დოქტორ გუდსს" მიღებული აქვს სამედიცინო მასალების მწარმოებლის, უმაღლესი კლასის სტანდრტის ISO13485 სერტიფიკატი და ევროკავშირის ბაზარზე დაშვებისთვის აუცილებელი CE მარკირება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

სიახლეები

m2 კოლაბორაციულ პროექტს იწყებს

ამ ეტაპზე, პროექტში 7 ქართული ბრენდია ჩართული