Get All Access for $5/mo

Doctor Goods სუბსიდირებულ საშემოსავლო გადასახადს თანამშრომლებზე ხელფასის დანამატის სახით გასცემს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur.ge

კომპანია დოქტორ გუდსი / Doctor goods-მა, რომელიც წარმოადგენს სამედიცინო ტექსტილის პირველ ქართულ საწარმოს მიიღო გადაწყვეტილება: სახელმწიფოს მიერ გაწეულ დახმარებას, რომელიც ეხება 6 თვის განმავლობაში საშემოსავლოს გადასახადის სუბსიდირებას, საწარმოში დასაქმებულ თანამშრომლებზე ხელფასზე დანამატის სახით გასცემს.

კომპანიაში ამ ეტაპზე 100 ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. სახელმწიფოს დახმარებით და კომპანიის ინიციატივით მაისის თვიდან თითოეული თანამშრომელის სახელფასო სარგო 150 ლარით გაიზრდება.

"ჩვენთვის თითოეული ჩვენი თანამშრომელი ძალიან ძვირფასია, სწორედ მათი თავდაუზოგავი შრომით ვახერხებთ იმას, რომ დღეს ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ სამედიცინო სექტორს შეუფერხებლად ვაწვდით საჭირო სამედიციო პერსონალური დაცვის საშუალებებს (ქირურგიული ხალათები და ბიოუსაფრთხოების კომბინიზონები) ვაცნობიერებთ რა ჩვენს პასუხისმგებლობას მათ წინაშე, მივიღეთ აღნიშნული გადაწყვეტილება. დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სახელმწიფოს ბიზნესისთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და ვთავაზობთ ბიზნეს სექტორს, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს გაიზიარონ ჩვენი ინიციატივა და სუბსიდირებული საშემოსავლო გადასახადი თანამშრომლებზე სახელფასო დანამატის სახით გასცენ" - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანია დოქტორ გუდსი / Doctor goods 2019 წლიდან არის წარმოდგენიალი ბაზარზე და სამედიცინო სექტორს უზრუნველყოფს მათთვის საჭირო სტერილური და არასტერილურ ტექსტილით. საწარმომ შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე დამატებით დაიწყო ბიოუსაფრთხოების კომბინიზონების წარმოება.

კომბინიზონების ბიოსამედიცინო სფეროში გამოყენების შესაძლებლობა დაშვებულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.

გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე საჭირო გახდა უმოკლეს ვადებში წარმადობის ზრდა / საწარმოს გადაიარაღება, რაშიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აწარმო საქართველო ჩაერთნენ და უმოკლეს ვადებში მოახდინეს რეაგირება. გაზრდილი წარმადობის ფარგლებში საწარმო სრულად პასუხობს როგორც სახელმწიფო ისე კერძო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და შეუფერხელბად უზრუნველყოფს მათ სამედიცინო ხალათებიდა და ბიოლოგიური უსაფრთხოების კომბინიზონებით.

კომპანიის მიზანია შესთავაზის საქართველოში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებს უმაღლესი კლასის, კონკრეტულ საჭიროებაზე მორგებული პროდუქტები, შეამციროს მომხმარებლისთვის მიწოდებისა და წარმოების ვადები და განავითაროს ადგილობრივი წარმოება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ტექნოლოგიური ტრენდები

5 ანტრეპრენერი, რომელიც რადიკალურად ცვლის განათლებას

ბავშვები ჩვენი მომავალია, ეს ანტრეპრენერები კი საგრძნობლად დიდ შესაძლებლობას აძლევენ მათ, რომ ხარისხიანი განათლება მიიღონ