Sponsored Content

Dyson ოფიციალურად უკვე საქართველოშია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Dyson-ის პროდუქციას მისი დახვეწილი და უნიკალური დიზაინით, სხვა მსგავსი ტექნიკისგან, მარტივად გამოარჩევთ. შეუმჩნეველი ვერც მისი ტექნოლოგიური უპირატესობები და ინოვაციური მახასიათებლები დაგრჩებათ. Dyson-ს ქართველი მომხმარებლების ნაწილი უკვე იცნობს, თუმცა რამდენიმე თვეა ის უფრო ფართოდ გახდა ხელმისაწვდომი, მას შემდეგ, რაც "ჯეოტეკ დისტრიბუციამ" საქართველოში და ამიერკავკასიის სხვა ქვეყნებში მისი პროდუქციის ოფიციალურად შემოტანა დაიწყო.

რას ნიშნავს იყო Dyson-ის ოფიციალური პარტნიორი, რაში მდგომარეობს ბრენდის უნიკალურობა და ინოვაციურობა? – ამ და სხვა თემებზე "ჯეოტეკ დისტრიბუციის" ბიზნეს სტრატეგიის განვითარების ხელმძღვანელს, სოფიო ჭუმბურიძეს ვესაუბრეთ.

პირველ რიგში, მოდით, უკეთ გავაცნოთ ქართველ მომხმარებელს Dyson. რა პროდუქციას აწარმოებს ბრენდი და რაში მდგომარეობს მისი ინოვაციურობა?

Dyson 30 წლის წინ დაარსდა ინგლისში და აწარმოებს პრემიუმ კლასის საყოფაცხოვრებო ტექნიკას – მტვერსასრუტებს, ჰაერის გამწმენდებს, ხელის საშრობებს, განათებებსა და თმის მოვლის ისეთ საშუალებებს, როგორებიცაა თმის საშრობი, სტაილერი და უთო.

აღსანიშნავია, რომ ბაზარზე არსებულ ნებისმიერ სხვა პროდუქციასთან შედარებით, Dyson-ის ყველა პროდუქტი გამოირჩევა როგორც ვიზუალით, ასევე თავისი ტექნოლოგიით, რომელიც უნიკალურია და დაპატენტებულია Dyson-ის მიერ.

თმის სტაილერი და ფენი გამოირჩევა სიმსუბუქით, ჰაერის ტემპერატურისა და ნაკადის კონტროლით, რაც იცავს თმას დაზიანებისგან. ჰაერის გამწმენდ მოწყობილობებს აქვთ ინოვაციური ჰაერის გამანაწილებელი ტექნოლოგია, რომელიც ქმნის მძლავრ, გლუვ ჰაერის ნაკადს ოთახის გასაგრილებლად, გასათბობად თუ ჰაერის გასაწმენდად. უნიკალურია Dyson-ის მტვერსასრუტებიც, რომლებიც სიმსუბუქესთან ერთად, სიმძლავრით გამოირჩევა. ასევე, მათ გააჩნიათ ციკლონური ტექნოლოგია, რისი მეშვეობითაც მტვრის უმცირეს ნაწილაკებსაც კი აქრობს ნებისმიერი ზედაპირიდან.

Dyson-ის ყველა პროდუქტის საერთო უნიკალურობა კი მათ ციფრულ ძრავაშია, რომელიც გამოირჩევა ხმის დაბალი დონით, დიდი სიმძლავრითა და კომპაქტური ზომით. სწორედ ამიტომაა Dyson უკონკურენტო.

მოგვიყევით თქვენს კომპანიაზე – რამდენი ხანია ბაზარზე ხართ? რა ტიპის პროდუქცია შემოგაქვთ და რატომ შეაჩერეთ არჩევანი Dyson-ზე?

"ჯეოტეკ დისტრიბუცია" თითქმის 20 წელია ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში. ჩვენ არაერთი პოპულარული ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორი ვართ, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ისე აუდიო მოწყობილობების ბრენდების, მათ შორისაა: Ninja, Cuisinart, BaByliss, JBL, HarmanKardon, Audio-Technica და სხვა.

Dyson-თან თანამშრომლობის გაფორმება, რა თქმა უნდა, დიდი გამოწვევა იყო ჩვენთვის. მოგეხსენებათ, Dyson-ი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია მთელ მსოფლიოში და, შესაბამისად, ყველა დისტრიბუტორისა თუ საცალო ქსელის სასურველი პარტნიორია. ჯერ კიდევ ბრენდთან ურთიერთობის დაწყებამდე, ბევრი წინასწარი კვლევა ჩავატარეთ ბაზარზე, რათა აღნიშნული თანამშრომლობისთვის სწორი მიდგომა გვეპოვა. მოლაპარაკებები წარმატებით დასრულების შედეგად, 2023 წლის იანვარში კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი და უკვე ოფიციალურად გავხდით Dyson-ის ერთადერთი დისტრიბუტორი რეგიონის სამ ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.

Dyson-ის რა პროდუქტებია დღეს საქართველოში ხელმისაწვდომი? სად არის მათი შეძენა შესაძლებელი?

დღევანდელი მდგომარეობით Dyson-ის სამი კატეგორიაა წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე – მტვერსასრუტების, თმის მოვლის საშუალებებისა და ჰაერის გამწმენდი მოწყობილობების. აღნიშნული კატეგორიების პროდუქციის შეძენა მომხმარებელს უკვე მარტიდან შეუძლია როგორც ონლაინ, ისე სხვადასხვა ტექნიკის მაღაზიათა ქსელში.

რამდენად იცნობდა ქართული საზოგადოება ბრენდს ქვეყანაში მის ოფიციალურად შემოსვლამდე?

Dyson-ის პროდუქციას ქართული საზოგადოება მანამდეც იცნობდა, რადგან მომხმარებლებს დიდი ინტერესი აქვთ ხარისხიანი პროდუქციისა და ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართ. თუმცა, სამწუხაროდ, მომხმარებლები არაოფიციალური და არაორიგინალი პროდუქციის შეძენით გამოწვეულ უსიამოვნებებს ხშირად აწყდებოდნენ ხოლმე. საბედნიეროდ, ჩვენი Dyson-თან გაფორმებული თანამშრომლობით ბაზარზე არსებული ეს პრობლემა უკვე მოგვარებულია.

თქვენი დაკვირვებით რამდენად გაიზარდა Dyson-ის პროდუქციაზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში? თუ გაიზარდა, რამ განაპირობა მისი პოპულარიზაცია?

ბოლო ორი თვის განმავლობაში თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაყიდვების დინამიკა არის მზარდი, რადგან მომხმარებელს ხელი მიუწვდება ორიგინალური პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, მომსახურების პრემიუმ დონეზე, ოფიციალურ საგარანტიო პირობებზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებას, თუკი ამის საჭიროება დადგება. უკვე ძალიან ბევრი კმაყოფილი მომხმარებელი გვყავს, რასაც დადებითი უკუკავშირი მოწმობს.

როგორც ვიცით, გეგმავთ Dyson-ის პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მასზე ცნობადობის კიდევ უფრო ამაღლებას. როგორია თქვენი გეგმები ამ მიმართულებით, კონკრეტულად რა ღონისძიებების განხორციელებას ისახავთ მიზნად?

უახლოეს მომავალში ვგეგმავთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს შევთავაზოთ Dyson-ის ბრენდირებული ზონები მათსავე მაღაზიებში, სადაც მომხმარებელს დახვდებიან გადამზადებული, პროფესიონალი ექსპერტები. აქ დაინტერესებულ პირებს პროდუქციას ადგილზე გააცნობენ, გაუწევენ სრულფასოვან კონსულტაციას მის ტექნიკურ მახასიათებლებზე და ამით დაეხმარებიან მარტივად მიიღონ Dyson-ის პრემიუმ პროდუქციის შეძენის სასიამოვნო გადაწყვეტილება.

ასევე, მომხმარებლებს რეგულარულად შევთავაზებთ ბევრ სხვადასხვა კამპანიას, რაც უახლოეს მომავალში ბაზარზე კიდევ უფრო მეტად აამაღლებს ბრენდის ცნობადობას.

დაბოლოს, რატომ უნდა გააკეთოს არჩევანი ქართველმა მომხმარებელმა Dyson-ზე? რას სთავაზობს მისი პროდუქცია მათ ისეთს, რაც სხვა მსგავს პროდუქტებს არ გააჩნიათ?

როდესაც ვსაუბრობთ Dyson-ზე, ვსაუბრობთ ინოვაციურ პრემიუმ ხარისხზე. ყველასათვის მიმზიდველი ვიზუალის უკან დგას უმთავრესი რამ – ეს არის უნიკალური, დაპატენტებული ტექნოლოგია, რომელსაც მხოლოდ Dyson სთავაზობს მომხმარებელს.

Dyson-ის იდენტობა სრულად ეფუძნება გამორჩეულ ტექნოლოგიებს. ბრენდმა იცის, რომ მომხმარებელს აღიზიანებს პროდუქტი, რომელიც არ მუშაობს სწორად და ამ პრობლემას მარტივად ჭრის – მუდმივი სიახლეებითა და პროგრესით.